Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

იანვრის ბოლო დღეს,აქტივების მმართველმა კომპანია 21Shares-მა განცხადებით მიმართა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC), რათა ამოქმედდეს საბირჟო ვაჭრობის ფონდი Polkadot-ის (DOT) საფუძველზე. 

ეს არ არის პირველი DOT-ფონდი, რომელიც დამტკიცებას ელოდება აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოსგან. Tuttle Capital-მა ასევე შეიტანა განაცხადი ათ კრიპტო ETF-ზე ახლახანს, მათ შორისაა განაცხადი ფონდზე Polkadot-ის საფუძველზე. 

განაცხადის თანახმად 21Shares გეგმავს Polkadot ETF-ის ლისტინგს ბირჟა Cboe BZX-ზე. ფონდი ასევე იქნება პასიური ინვესტიცია, რომელიც მოიცავს მხოლოდ Altcoin-ის ფასის თვალყურის დევნებას და არა აქტივის სპეკულაციურ ვაჭრობას. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია არ იყიდის DOT-ს დაბალ ფასად, რათა შემდეგ უფრო მაღალ ფასად გაყიდოს. 

21Shares-მა განაცხადა, რომ იგი პარტნიორობას გაუწევს Coinbase (NASDAQ:COIN) Custody Trust Company-ს, რომლის ამოცანაა ETF-ისთვის განკუთვნილი აქტივების შენახვა მისი დამტკიცების შემთხვევაში. 

საინტერესოა, რომ Polkadot-ის ფასი ზრდით არ გამოეხმაურა პოტენციური ETF გაშვების სიახლეებ. DOT-ს, მე-18 უმსხვილესი კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალით, ბოლო დროს დიდი წარმატება არ მოაქვს მფლობელებისთვის. CoinMarketCap-ის მონაცემებით Altcoin-ის ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში შემცირდა 5.16%-ით, ხოლო იანვარში -10.48%-ით. 

თუმცა, მიმდიანრე კვირაში Polkadot-ისღირებულებამ ოდნავ ზრდა დაიწყო. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში იგი გაიზარდა 0.74%-ით, ხოლო დღე-ღამეში - 0.4%-ით. 1 თებერვლის საღამოს მონაცემებით ტოკენი 6.35 აშშ დოლარად იყიდებოდა. 

Posted

ისე არა მარტო მაგ კოინზე დაჟე განცხადება უკვე მემეკოინებზეც ყოფილა შეტანილი ETF-ზე,მათ შორის ტრამკოინზე, დოჯკოინზე და პეპეზე მინიმუმ მგონი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.