Jump to content

Recommended Posts

Posted

არტეფაქტები მეგონა თავიდან, ვიდეო მოვხსენი, სხვა ჩავაყენე და იგივეს აკეთებს, მერე ინტეგრირებულზე მივაერთე და მაინც იგივეს აკეთებს...

მაზერს გაედო?

Posted

მგონი :D

Posted (edited)

სურათი მართლაც კარგი იქნებოდა,

შეიძლება ისე მაზერის ბრალიცაა

მაგრამ ჩემი რჩევა იქნება მხედველობაში იქონიო

კავშირი,ანუ კაბელი.

რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს,

დაზიანებული ხომ არ არის,მე მქონდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსგავსი პრობლემა

და ბოლოს დადგინდა რომ connect ის ბრალი ყოფილა :P ...

თან მითუმეტეს თუ სხვა ვიდეო კარტაზეც იგივეს შვება

ესეიგი კარტა ირიცხება ....

Edited by საბა
Posted

ეკრანის ბრალი ხომ არ არის?

Posted

ეკრანი და კაბელი შეამოწმე :)

Posted

სხვა ეკრანზე და სხვა კაბელზე შემოწმებულია, იგივეს აკეთებს...

სურათს ვერ ვიღებ, აპარატი არ მაქვს :( აი ვიდეო კარტის არტეფაქტები ხო გინახავთ არა? სხვადასხვა ფერის კვადრატები და ხაზები, ისე რომ ეკრანზე გამოსახულება თითქმის არ ჩანს...

ხო მართლა ინტეგრირებულზე რო ვაერთებ, არტეფაქტებით იწყებს ჩართვას და მერე "ბლუ სქრინს" აგდებს და თიშავს მაშინვე...

ოპერატიული და მყარი დისკიც გამოვრიცხო? მაგეებს ვერ ვამოწმებ...

Posted

უი უი უი მემტესტი გაატარე რამენაირად მოახერხე, იმ დღეს მქონდა ზუსტად მასეთი შემთხვევა და მემტესტი რომ გავატარე 2000-მდე შეცდომა ამოყარა, მერე ოპერები ამოვიღე გავწმინდე და ისევ ჩავრთე და გასწორდა რაა ნახე აბა :)

Posted

უი უი უი მემტესტი გაატარე რამენაირად მოახერხე, იმ დღეს მქონდა ზუსტად მასეთი შემთხვევა და მემტესტი რომ გავატარე 2000-მდე შეცდომა ამოყარა, მერე ოპერები ამოვიღე გავწმინდე და ისევ ჩავრთე და გასწორდა რაა ნახე აბა :)

ვერ გავატარებ, ეკრანზე ჩართვის შემდეგ არაფერი ჩანს კუბიკების გარდა...

ისე როგორ გავწმინდო ოპერები?

Posted

ისე როგორ გავწმინდო ოპერები?

როგორ და ამოიღე სლოტიდან რამდენიც არის მერე სლოტებს(ანუ სადაც ჩარჭობილი იყო) სული შეუბერე ან მტვერსასრუტი გადაატარე ფრთხილად :D მერე თვითონ ოპერებს ფეხები გაუწმინდე თაბახის ფურცლით, მერე ისევ ჩაარჭე კარგად(თუ კარგად არ არის არ ჩაირთვება) და ჩართე და ნახე რაა :)

Posted

გამაგიჟაააააააააააააააააააააააააააააააა!!!

1) სხვა მაზერი დავაყენე, მაგრამ იგივეს აკეთებს, ის ძველი მაზერი სხვა კომპზე გადასარევად მუშაობს

2) ორი ვიდეო კარტა დავაყენე (9500_ები), ორივეზე არტეფაქტებს ყრის (ორივე მაზერზე)...

3) ოპერატიულები გავწმინდე

4) კვების ბლოკი შევცვალე

ვიდეოს გარეშე ჩვეულებრივად ირთვება და მუშაობს ინტეგრირებულზე (ძველ მაზერზე არ ირთვებოდა, "ბლუსქრინს" აგდებდა)

ეხლა ისღა დამრჩა რომ ვიდეოები სხვაგან შევამოწმო, არადა ორივე 9500 ახალია და სხვადასხვა ბრენდია, ნუთუ ორივე ბრაკია? :ugly_confused2:

CPU ბრალი ხომ არაა? შეიძლება იყოს რამე შუაში? ტემპერატურა საკაიფოდაა...

და კიდევ, 400 წატიანი კვება (კეისს რაც მოყვება) შეიძლება რომ ამ სისტემას არ ეყოს???

E5300 Dual Core

2x1GB DDR2

9500GT

HDD

ODD

დაჟე ნაგრუზკაზე კი არა, ჩავრთავ თუ არა მაშინვე არტეფაქტებს ყრის...

მყარი დისკი გამოვრიცხე, იმიტომ რომ ინტეგრირებულზე რო ვრთავ მუშაობს საკაიფოდ...

Posted

სხვა ოპერატიულები ჩასვი აბა, კვება წესით უნდა ეყოს :)

Posted

სხვა ოპერატიულები ჩასვი აბა, კვება წესით უნდა ეყოს :)

ხო მარა ვიდეოს გარეშე რომ უპრობლემოდ მუშაობს???

Posted

იქნებ პროცესორის ბრალია?ყველაფერზე დაწერე შევცვალეო გარდა პროცესორისა... :nifxav:

Posted

იქნებ პროცესორის ბრალია?ყველაფერზე დაწერე შევცვალეო გარდა პროცესორისა... :nifxav:

ესეიგი, პროცესორი შევცვალე და გასწორდა, არ ვიცი რა ჭირდა მაგრამ სხვა მაზერზე ძველმა პროცესორმა კარგად იმუშავა...

პრობლემა მოგვარებულია :)

მადლობა ყველას დახმარებისთვის

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.