Jump to content

Recommended Posts

Posted

Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს 65 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის პროექტებში. ეს კაპიტალური ხარჯები მოიცავს ახალ გიგანტურ მონაცემთა ცენტრის მშენებლობას და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გუნდებისთვის სპეციალისტების დაქირავების მასშტაბების გაზრდას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Jordan Harrison 

რესურსების ნაწილს კომპანია გამოიყენებს მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად, რომელიც ცუკერბერგის თქმით, იქნებაისეთი დიდი, რომ მანჰეტენის მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავს“. Meta გეგმავს 2025 წელს ამუშავდეს დაახლოებით 1 გიგავატი გამოთვლითი სიმძლავრე და დაგეგმილია, რომ წელი დაასრულოს 1.3 მილიონზე მეტი გრაფიკული პროცესორით, აღნიშნა მან. 

„ეს არის უზარმაზარი ძალისხმევა და უახლოეს წლებში ის გამოიწვევს ჩვენი ძირითადი პროდუქტებისა და ბიზნესის ზრდას, ისტორიული ინოვაციების გახსნას და ამერიკის ტექნოლოგიურ ლიდერობას“, - წერს ცუკერბერგი თავის პოსტში. 

Meta, ისევე როგორც სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, ცდილობს შექმნას უფრო დიდი მონაცემთა ცენტრები, რათა დააკმაყოფილოს მძლავრი გამოთვლითი სისტემების მზარდი საჭიროება უფრო მოწინავე AI მოდელების შესაქმნელად, აღნიშნა Bloomberg-მა. 

გასულ კვირაში OpenAI-მ, SoftBank Group-მა და Oracle-მა გამოაცხადეს ერთობლივ პროექტ Stargate-ის შესახებ, რათა ააშენონ მონაცემთა ცენტრები და AI ინფრასტრუქტურული პროექტები შეერთებულ შტატებში. კომპანიები გეგმავენ 500 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირებას ოთხი წლის განმავლობაში, რიგი სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციების მხარდაჭერით. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.