Magdalena Posted January 30, 2025 Posted January 30, 2025 Meta Platforms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს 65 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის პროექტებში. ეს კაპიტალური ხარჯები მოიცავს ახალ გიგანტურ მონაცემთა ცენტრის მშენებლობას და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გუნდებისთვის სპეციალისტების დაქირავების მასშტაბების გაზრდას. ფოტოს წყარო: Jordan Harrison რესურსების ნაწილს კომპანია გამოიყენებს მონაცემთა ცენტრის ასაშენებლად, რომელიც ცუკერბერგის თქმით, იქნება „ისეთი დიდი, რომ მანჰეტენის მნიშვნელოვან ნაწილს დაფარავს“. Meta გეგმავს 2025 წელს ამუშავდეს დაახლოებით 1 გიგავატი გამოთვლითი სიმძლავრე და დაგეგმილია, რომ წელი დაასრულოს 1.3 მილიონზე მეტი გრაფიკული პროცესორით, აღნიშნა მან. „ეს არის უზარმაზარი ძალისხმევა და უახლოეს წლებში ის გამოიწვევს ჩვენი ძირითადი პროდუქტებისა და ბიზნესის ზრდას, ისტორიული ინოვაციების გახსნას და ამერიკის ტექნოლოგიურ ლიდერობას“, - წერს ცუკერბერგი თავის პოსტში. Meta, ისევე როგორც სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, ცდილობს შექმნას უფრო დიდი მონაცემთა ცენტრები, რათა დააკმაყოფილოს მძლავრი გამოთვლითი სისტემების მზარდი საჭიროება უფრო მოწინავე AI მოდელების შესაქმნელად, აღნიშნა Bloomberg-მა. გასულ კვირაში OpenAI-მ, SoftBank Group-მა და Oracle-მა გამოაცხადეს ერთობლივ პროექტ Stargate-ის შესახებ, რათა ააშენონ მონაცემთა ცენტრები და AI ინფრასტრუქტურული პროექტები შეერთებულ შტატებში. კომპანიები გეგმავენ 500 მლრდ აშშ დოლარამდე ინვესტირებას ოთხი წლის განმავლობაში, რიგი სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კორპორაციების მხარდაჭერით. https://tinyurl.com/58rs595k
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now