Magdalena Posted January 25, 2025 Posted January 25, 2025 Meta აგრძელებს თან სატარებელი მოწყობილობების სექტორის განვითარებას და, გარდა პოპულარული Ray-Ban სათვალის განახლებისა, ემზადება სპორტსმენებისთვის Oakley-ის ბრენდის სმარტ სათვალის ახალი მოდელის გამოშვებისთვის, ამავდროულად განიხილავს კამერის მქონე საათებისა და ყურსასმენების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით. ფოტოს წყარო: Oakley კომპანია ასევე გეგმავს მიმდინარე წელს ინტეგრირებული დისპლეის მქონე ახალი პრემიუმ სათვალის გამოშვებას, ამავდროულად გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჯერ კიდევ არ გამოშვებულ შერეული რეალობის (AR) მოწყობილობაზე, რომლის წარდგენას 2027 წლისთვის გეგმავს. Meta-ს წარმომადგენელმა უარი თქვა კომპანიის გეგმებთან საკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ Bloomberg აღნიშნავს, რომ „ახალი პროდუქტის განვითარების აქტივობის ზრდა არის Meta-ს სტრატეგიის ნაწილი -პოზიციონირდეს, როგორც ხელოვნური ინტელექტის ინოვატორი. იგი ფოკუსირებულია აპარატურულ უზრუნველყოფაზე, რომლებიც გამოთვლების ახალ ერას დაუდებს საფუძველს. კომპანიამ უკვე ჩადო ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია ვირტუალური და შერეული რეალობის ტექნოლოგიების შესაქმნელად, მაგრამ მასშტაბური წარმატბისთვის ჯერ არ მიუღწევია. Meta ამჟამად ყიდის Ray-Ban-ის ჭკვიან სათვალეს, რომელსაც შეუძლია ფოტოების გადაღება, გარემოს ანალიზი, მუსიკის ჩართვა და ზარის განხორციელება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის სრულფასოვანი შერეული რეალობის მოწყობილობა, ამიტომ Meta ცდილობს გააფართოვოს თავისი პროდუქციის ხაზი და სამ მნიშვნელოვან ცვლილებას ამზადებს. დასაწყისისთვის, Ray-Ban სათვალეები შევა ახალ ბაზრებზე და ტექნოლოგია ადაპტირებული იქნება სხვა ბრენდებისთვის, რომლებიც ეკუთვნის პარტნიორ Luxottica Group SA-ს, მათ შორის Oakley-ს. შემდეგი, Supernova 2 სათვალის ახალი ვერსია გამიზნული იქნება ველოსიპედისტებზე და მას ექნება ჩაშენებული კამერა ჩარჩოს ცენტრში. საბოლოოდ, 2025 წელს სათვალე Hypernova გამოვა მარჯვენა ლინზაზე წარმოდგნილი ეკრანით, რომელიც შეძლებს შეტყობინებების, ფოტოების ჩვენებას და მარტივ აპლიკაციებთან მუშაობას. Meta ასევე ტესტავს მოწყობილობების მართვის სხვადასხვა გზას. მათ შორისაა სამაჯური Ceres, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ სათვალის ფუნქციები და შესაძლოა სათვალე Hypernova-ს კომპლექტში შევიდეს აქსესუარად. სამაჯურის ალტერნატივა იქნება ჩარჩოზე მოცემული სენსორული პანელები, მაგრამ მომავალში Meta-ს მოწყობილობებმა შეიძლება იმუშაონ სმარტ საათებთან ერთად, რომლებსაც კომპანია ჯერ არ აწარმოებს. სათვალეის გარდა Meta განიხილავს AirPods-ის კონკურენტის შექმნას - ეს იქნება ყურსასმენები ინტეგრირებული კამერით, რომელიც შეძლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდებარე ობიექტების გაანალიზებას. თუმცა, მოწყობილობის ადრეული განვითარება ჯერ კიდევ აწყდება გარკვეულ გამოწვევებს, მათ შორის, იგი რთული გამოსაყენებელია გრძელი თმის მქონე ადამიანებისთვის, ასევე პრობლემაა კამერების არასაკმარისი სიზუსტით განლაგება. აქედან გამომდინარე, პროექტი, სახელწოდებით „Camera Buds“, შესაძლოა გაუქმდეს. https://tinyurl.com/43xs9yc9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.