Jump to content

Recommended Posts

Posted

Meta აგრძელებს თან სატარებელი მოწყობილობების სექტორის განვითარებას და, გარდა პოპულარული Ray-Ban სათვალის განახლებისა, ემზადება სპორტსმენებისთვის Oakley-ის ბრენდი სმარტ სათვალის ახალი მოდელის გამოშვებისთვის, ამავდროულად განიხილავს კამერი მქონე საათებისა და ყურსასმენების შექმნის შესაძლებლობას რომლებიც წარმოდგენილი იქნება ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Oakley 

კომპანია ასევე გეგმავს მიმდინარე წელს ინტეგრირებული დისპლეის მქონე ახალი პრემიუმ სათვალის გამოშვებას, ამავდროულად გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ჯერ კიდევ არ გამოშვებულ შერეული რეალობის (AR) მოწყობილობაზე, რომლის წარდგენას 2027 წლისთვის გეგმავს. Meta- წარმომადგენელმა უარი თქვა კომპანიის გეგმებთან საკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ Bloomberg აღნიშნავს, რომახალი პროდუქტის განვითარების აქტივობის ზრდა არის Meta- სტრატეგიის ნაწილი -პოზიციონირდეს, როგორც ხელოვნური ინტელექტის ინოვატორი. იგი ფოკუსირებულია აპარატურულ უზრუნველყოფაზე, რომლებიც გამოთვლების ახალ ერას დაუდებს საფუძველს. 

კომპანიამ უკვე ჩადო ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია ვირტუალური და შერეული რეალობის ტექნოლოგიების შესაქმნელად, მაგრამ მასშტაბური წარმატბისთვის ჯერ არ მიუღწევია. Meta ამჟამად ყიდის Ray-Ban-ის ჭკვიან სათვალეს, რომელსაც შეუძლია ფოტოების გადაღება, გარემოს ანალიზი, მუსიკის ჩართვა და ზარის განხორციელება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის სრულფასოვანი შერეული რეალობის მოწყობილობა, ამიტომ Meta ცდილობს გააფართოვოს თავისი პროდუქციის ხაზი და სამ მნიშვნელოვან ცვლილებას ამზადებს. 

დასაწყისისთვის, Ray-Ban სათვალეები შევა ახალ ბაზრებზე და ტექნოლოგია ადაპტირებული იქნება სხვა ბრენდებისთვის, რომლებიც ეკუთვნის პარტნიორ Luxottica Group SA-ს, მათ შორის Oakley-ს. შემდეგი, Supernova 2 სათვალის ახალი ვერსია გამიზნული იქნება ველოსიპედისტებზე და მას ექნება ჩაშენებული კამერა ჩარჩოს ცენტრში. საბოლოოდ, 2025 წელს სათვალე Hypernova გამოვა მარჯვენა ლინზაზე წარმოდგნილი ეკრანით, რომელიც შეძლებს შეტყობინებების, ფოტოების ჩვენებას და მარტივ აპლიკაციებთან მუშაობას. 

Meta ასევე ტესტავს მოწყობილობების მართვის სხვადასხვა გზ. მათ შორისაა სამაჯური Ceres, რომელიც საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ სათვალის ფუნქციები და შესაძლოა სათვალე Hypernova-ს კომპლექტში შევიდეს აქსესუარად. სამაჯურის ალტერნატივა იქნება ჩარჩოზე მოცემული სენსორული პანელები, მაგრამ მომავალში Meta-ს მოწყობილობებმა შეიძლება იმუშაონ სმარტ საათებთან ერთად, რომლებსაც კომპანია ჯერ არ აწარმოებს. 

სათვალეის გარდა Meta განიხილავს AirPods-ის კონკურენტის შექმნას - ეს იქნება ყურსასმენები ინტეგრირებული კამერით, რომელიც შეძლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდებარე ობიექტების გაანალიზებას. თუმცა, მოწყობილობის ადრეული განვითარება ჯერ კიდევ აწყდება გარკვეულ გამოწვევებს, მათ შორის, იგი რთული გამოსაყენებელია გრძელი თმის მქონე ადამიანებისთვის, ასევე პრობლემაა კამერების არასაკმარისი სიზუსტით განლაგება. აქედან გამომდინარე, პროექტი, სახელწოდებით „Camera Buds“, შესაძლოა გაუქმდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.