Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

დონალდ ტრამპის მიერ გამოშვებული მემკოიონი $TRUMP ასახავს კრიპტოვალუტების პოტენციალს, დააჩქაროს ბლოკჩეინის ტექნოლოგიების მასობრივი ინტეგრაცია. Bitget Research-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა რაიან ლიმ აღნიშნა, რომ გავლენიანი ფიგურების ჩართვა ტოკენების შექმნაში ასტიმულირებს ინტერესს ბლოკჩეინის მიმართ და იზიდავს ახალ ინვესტიციებს. 

$TRUMP და $MELANIA ტოკენების დებიუტმა მნიშვნელოვანი აჟიოტაში წარმოშვა ბაზარზე. ეს მოვლენა ხაზს უსვამს ცნობილი ადამიანების მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტების პოტენციალს, გამოიწვიონ სპეკულაციური მოთხოვნა და მოიზიდონ ლიკვიდობა. შედეგად, ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს ბლოკჩეინის უფრო აქტიურ ინტეგრაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ფართო აუდიტორიაში, განაცხადა ლიმ. 

რაიან ლის შეფასებით მოსალოდნელია, რომ TRUMP ტოკენის ფასი მერყეობდეს 30-დან 80 აშშ დოლარამდე, ხოლო MELANIA-ში - 4-დან 15 აშშ დოლარამდე. 

$TRUMP გამოვიდა მიმდინარე წლის 18 იანვარს, მისი ღირებულება სწრაფად გაიზარდა პირველ დღეებში და გადააჭარბა 55 აშშ დოლარს. ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 15 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო FDV ღირებულებამ გადააჭარბა 55 მლრდ აშშ დოლარს, თუმცა, 19 იანვრის საღამოს, მემკოინის კურსი 40%-ით შემცირდა. 

მელანია ტრამპმა ასევე გამოაცხადა საკუთარ მემკოინის $MELANIA-ს გამოშვების შესახებ, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაციამ მიაღწია 1.7 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო ფასი ვაჭრობის პირველ საათებში მერყეობდა 6.62-დან 13.19 აშშ დოლარამდე. 

$TRUMP-ის გაშვების წყალობით ასევე გაიზარდა Solana-ს ბლოკჩეინის (SOL) native-ტოკენი, რომელიც აუცილებელია საკომისიოს გადასახდელად. გასულ შაბათ-კვირას SOL-ის ფასმა 300 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია, თუმცა მოგვიანებით კურსი 270 აშშ დოლარამდე დაკორექტირდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.