Magdalena Posted January 18, 2025 Posted January 18, 2025 Nvidia GeForce RTX 5000 სერიის ვიდეო ბარათების პრეზენტაციის შემდეგ Microsoft-მა დაადასტურა, რომ დაამატებს ნეირონული რენდერინგის ფუნქციებს DirectX API-ში. იგი მოიცავს ახალი ვიზუალიზაციის ტექნიკის ფართო სპექტრს, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებას გრაფიკის დამუშავების ტრადიციულ მეთოდებში. ფოტოს წყარო: nvidia.com Microsoft DirectX-ში ნეირნული რენდერინგის მხარდაჭერა დაიწყება გადაწყვეტილება Cooperative Vectors-ით, რომელიც განბლოკავს ნეირონული შეიდერების შესაძლებლობებს Nvidia GeForce RTX 50 სერიის ვიდეო ბარათებზე. ესენია მწარმოებლის პირველი ვიდეო ბარათები, რომლებიც აღჭურვილია ნეირონული შეიდერების მხარდაჭერის მქონე Tensor-ბირთვებით. „Cooperative Vectors აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვას რეალურ დროში რენდერინგისთვის. იგი საშუალებას იძლევა მატრიცები გამრავლლდეს თვითნებური ზომის ვექტორებით, რაც აუმჯობესებს მატრიცა-ვექტორულ ოპერაციებს. Cooperative Vectors ასევე შესაძლებელს ხდის AI ამოცანების შესრულებას შეიდერების დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე, რაც საშუალებას აძლევს მცირე ნეირონულ ქსელებს შეასრულონ პიქსელ-შეიდერის ოპერაციები მთელი GPU-ის დაკავების გარეშე. შედეგად, ნეირონული გრაფიკის ტექნიკის მეთოდები რეალიზდება გრაფიკული არხის შეჩერების გარეშე ყოველ ჯერზე, როდესაც AI/ML ოპერაცია შესრულდება“, - განმარტა Microsoft-მა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებულია გრაფიკულ არხში და არ განიხილება, როგორც ცალკეული კომპონენტი - შედეგად დეველოპერებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტი მოქნილად გამოიყენონ რენდერინგის კონკრეტული ასპექტების გასაუმჯობესებლად. აღინიშნება, რომ ნეირონული შეიდერები ამჟამად მხარდაჭერილია მხოლოდ Nvidia GeForce RTX 50 სერიის ვიდეო ბარათებზე, მაგრამ Microsoft ასევე თანამშრომლობს AMD-სთან, Intel-სა და Qualcomm-თან, რათა უზრუნველყოს ახალი ფუნქციების მხარდაჭერა სხვადასხვა მწარმოებლის მოწყობილობებზე - პროგრამული გიგანტი აპირებს მათ დანერგვას DirectX-ის ბირთვში. https://tinyurl.com/trv5xpz2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.