Jump to content

Recommended Posts

Posted

Adobe- გამოაცხადა ფუნქცია Live Co-Editing-ის ბეტ-ვერსიის გამოშვების შესახებ გრაფიკულ რედაქტორ Photoshop-ში, რომელიც საშუალებას მისცემს მრავალ მომხმარებელს ერთდროულად იმუშაონ ერთ სურათზე რეალურ დროში ისევე, როგორც ეს დანერგილია Google Docs-ში, თუმცა მხოლოდ ტექსტური დოკუმენტებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Adobe 

Adobe-ის წარმომადგენლების თქმით ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალურია საგანმანათლებლო მიზნებისდა სურათებთან პროფესიონალური მუშაობისთვის და მისი შექმნა შთაგონებულია მომხმარებლების გამოხმაურებითა და სურვილებით. როგორც PCMag აღნიშნავს, Live Co-Editing-ს ერთობლივი თანამშრომლობა ახალ დონეზე გადაყავს და იგი გარკვეულწილად Shared Libraries-ის და Share for Review-ს მსგავსია, ომლები საშუალებას იძლევა დაამატოთ კომენტარები სურათებზე. თუმცა, ახალი ფუნქცია გუნდის წევრებს სურათების სინქრონულად რედაქტირებ საშუალებას მისცემს. 

როდესაც დააწკაპუნებთ გაზიარების ღილაკს, Live Co-Editing ვარიანტი ხელმისაწვდომი გახდება. როგორც Google Docs-სა და Microsoft Word-ში, ფაილზე მომუშავე მომხმარებლების ავატარების ხატულები გამოჩნდება დოკუმენტის ზედა ნაწილში, ხოლო სახის მიმანიშნებელი მარკერი მიუთითებს, თუ რა დეტალზე მუშაობს კონკრეტული მომხმარებელი ამჟამად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Adobe 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაუმკლავდება ფუნქცია შეფერხებებს ან სხვა ტექნიკურ ასპექტებს. Adobe ასევე არ ავრცელებს დეტალებს სრული გამოშვების დროისა და იმ მომხმარებლების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ექნებათ ტესტირების უფლება. თუმცა წინა განახლებების გამოცდილებით საბოლოო ვერსიის გამოშვებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. 

ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ფორმა Adobe-ის ვებ-გვერდზე, რომელშიც მითითებულია Creative Cloud ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.