Jump to content

Recommended Posts

Posted
7 hours ago, gtsetsadze said:

სავლებად გვირილას ნაყენი კარგია პირის ღრუსთვის, თუ რაიმე უფრო ძლიერი დაჭირდა ექიმმა უნდა გამოწეროს მაინც.

კი, პირის ღრუს სავლებს ვგულისხმობ. სტომატიტიც იცისო და მაგის საწინააღმდეგოდ. რავიცი ტო ძაან შემაშინეს წნევასთან დაკავშირებით. გუშინ არაფერი და დღეს დილას ძაან დაბალი ქონდა. ის ძველი წნევის აპარატები როა ხელით რომ აკაჩავებ, მაგით გულის წნევა ვაფშე ვერ გავიგე და მერე ციფრულით გაუზომე და 80/55-ზე აჩვენა. კაროჩე ვერ გაიგებ რა ესეიგი. ზოგზე ისეა ზოგზე ასე. ან ქემიმებმა თავი დაისღვიეს, რახან ანევრიზმაც აქვს და მაგიტომ უფრო გამართხილეს 

  • 1 month later...
Posted

ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ თითქმის დავამარცხეთ სიმსივნე (18 გადაისხა) ვფიქრობ რო აღარაფერი ქონდა იმიტო რო ყველაფერს ჭამდა უპრობლემოდ როცა სულ უთქვიფავდით და ისე ვაჭმევდით ,  სამწუხაროდ შეხვდა ეს ახალი ვირუსი განუვითარა ჩუმი ფილტვების ანთება (ორმხრივი) ვერც სახლში და ვერც საავადმყოფოში ვერ გაიგეს , ბოლოს რო მივიყვანეთ უკვე გვიანი იყო , 20 დღე რეანიმაციაში გაატარა და ბოლოს გული გაჩერდა , იმუნიტეტი იყო დაქვეითებული ქიმიისგან 

ასე რომ ბრძოლას ააქვს აზრი , არ უნდა დანებდე ადამიანი და უნდა იბრძოლო , ვირუსი რო არ შეხვედროდა კარგათ იქნებოდა და იცოცხლებდა, მეტი სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა და ეს არ მოხდებოდა , ყველგან პირბადე და ცალკე ოთახი ასევე ხელების დამუშავება სპირტით 

  • 4 weeks later...
Posted

22 მარტს გარდაიცვალა. 3 გადასხმა გაიკეთა მთლიანობაში, მაგრამ ანევრიზმამ მაინც თავისი ქნა და... ყველაზე მეტად იმას ვდარდობ რომ, საღამოს ძმაკაცმა დამირეკა. წამო სადმე დავსხდეთ ცოტა შენც გულს გადააყოლებო. მარინაც იმ დღეს კარგად იყო. წნევა გაუზომე გასვლისწინ. 120/80-ზე ქონდა. წადიო მითხრა კარგად ვარო. 11-ის ნახევარზე დამირეკე, რას შვებიო. მე უთხარი თუ კარგად ხარ რაღაზე მირეკავ, მოვალ მალე თქო და უხეშად გავუთიშე. 12-ის ნახევარზე მოვედი სახლში და აბაზანაში დამხვდა წაქცეული, მობილურით ხელში ჩემი ნომერ აკრეფილი. ისედაც მარტოები ვიყავით სულ და. თავიდან ვერ ამომაქ ეგ ფიქრები ლამის გულმა მხიოს

8455f5bb-fa2a-4e2f-8e42-5ef50e4cebfe.jpg

Posted

ვიზიარებ მიშკა შენ მწუხარებას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ზოგადათ ძალიან რთულია ეგრე მოულოდნელათ ახლო ადამიანი რომ გეღუპება, პირადათ მაქვს გამოვლილი ეგ მძიმე მომენტი, მე მამა დამეღუპა დიდი ხნის უკან ინფაქტით, არა აქვს მნიშვნელობა მძიმე ავადმყოფი იყო თუ არა, მაინც რთულია მაგ ყველაფრის გადამუშავება, უნდა გაუძლო რამენაირათ სხვა რას იზამ აბა ეგეთ მომენტში

  • Like 1
Posted

მიშკა ვიზიარებ

ეგ ანევრიზმა ისეთი რამეა სახლშიც რო ყოფილიყავი ვერაფერს უშველიდი, ცოცხალსაც კი ვერ შეუსწრებდი

  • Like 1
Posted

ვიზიარებ ძმაო მეწყინა 

მამაჩემი  28 თებერვალს გარდაიცვალა , შოკი იყო ეხლაც სიზმარში მგონია თავი , საშინელებაა ოჯახის წევრის გარდაცვალება , ზევითაც დავწერე უსიმპტომო ვირუსი შეხვდა ვერაფერი ვერ გავიგეთ და ბოლოს რეანიმაციაში გული გაუჩერდა 

აქედან წასვლასაც ააქ მნიშვნელობა , ის მომენტიც არის რო სიმსივნის წამებით კვდებიან მორფიც აღარ შველის და ჯოჯოხეთს გადიან ისეთი ტკივილები აქვთ , მამაჩემი რო გარდაიცვალა იმასაც ვფიქრობდი რო კიდევ კარგი ტანჯვას არ უყურე ისე წავიდა ვერაფერი გაიგო , ღმერთმა ყველას აშოროს ესეთი სიმწარე 

  • Like 1
Posted

მადლობთ ყველას. 

1 hour ago, david_888 said:

ეგ ანევრიზმა ისეთი რამეა სახლშიც რო ყოფილიყავი ვერაფერს უშველიდი, ცოცხალსაც კი ვერ შეუსწრებდი

ვიცი კი ეგრეა, მაგრამ მე იმას ვფიქრობ, იქნება ჩემგან უხეშად ნათქვამმა იმოქმედა თქო. ძაან ნერვიულობდა, ახლა დღეს 28-ში თოდუაში იყო ჩაწერილი გამოკვლევებზე რომ იმ სამმა გადასხმამ რა შედეგი მოიტანა და უნდა გადაწყვეტილიყო, ან ოპერაცია, ან ისევ ქიმიებით გაგრძელება. ეს ქიმია არვიცი რას უშვებოდა. ყოველი გადასხმის მერე, 4 დღიანი ჯოჯოხეთი იყო რა. ოპერაციისაც ძაან ეშინოდა. სტადია მესამე მითხრეს. მოკლედ წინ კარგი არაფერი გველოდა და შეიძლება აარიდა კიდეც ამ ყველაფერს. პროსტა მე ასე რატომ დამსაჯა რო მთელი ცხოვრება ეგ უნდა მქონდეს ხინჯად. ძაღლი მოვუყვანე ამასწინ პატარა პუდელი. გიჟდებოდა მაგაზე. სანჩო დავარქვი და კიდე კაი ეს მაინც მყავს. 

რავიცი რა, ვისაც ცოცხლები გყავთ, ძაან გაუფრთხილდით.

Posted

ვიზიარებ მიშკა ძმაო, გაძლიერდი და იცოცხლე მისთვის დიდხანს.

Posted

ვიზიარებ ბიჭებო თქვენს დანაკარგს, ძალიან სამწუხაროა.  ღმერთმა გაანათლოს მათი სული. თქვენ გამძლეობა და დიდხანს სიცოხლე მათ მოსაგონრად. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.