Bakur Posted December 31, 2024 Posted December 31, 2024 დინდგელის სასარგებლო თვისებები შესწავლილია და ცნობილი. აგრეთვე , როგორც ტრადიციული - ხალხური მედიცინის ერთ ერთი სფერო, მის სასარგებლო თვისებებზე გვაწოდებს ინფრომაციას - Mwvane Aftiaqi. პროპოლისი ჭიების საწინააღმდეგოდ კვლევებმა აჩვენა, რომ 52-60% იმ სუბიექტებისა, რომლებიც იღებდნენ პროპოლისს ჭიების სამკურნალოდ, წარმატებით განთავისუფლდნენ ლამბლიოზისგან. პარაზიეტების სიმპტომები ძალიან გავს სხვა ჯანმრთელობის პრობლემებს ამიტომ რთულია მათი დიაგნოსტიკა.მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ გაქვთ პარაზიტები, პროპოლისის დამამშვიდებელი და მასტიმულირებელი იმუნური რეაქციის წყალობით,მისი მიღება საგრძნლობლად შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას უმაღლეს დონეზე. Mwvane Aftiaqi - მის არაერთ სასარგებლო დამახასიათებელ თვისებაზე აკეთებს აქწენტირებას , მაგალიტად: პროპლისის თვისებები - დეზინფექცია, ის ანადგურებს ინფექციის გამომწვევ მიზეზს და შლის ტოქსინებს. პროპოლისი კლავს ბაქტერიებსა და ვირუსებს. ეს მედპროდუქტი ახდენს მომწამლავი ნივთიერებების ნეიტრალიზებას, რომლებსაც დაშლილი უჯრედები გამოყოფენ, აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს, შეხორცებას.ამასთან პროპოლისის ანტიპარაზიტულ პროგრამაში გამოყენებით, თქვენ საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ. ქალური დაავადებების მკურნალობა პროპოლისით რამოდენიმე მონაცემის თანახმად,პროპოლისი სხვა ფარმაცევტულ პრეპარატებთან შედარებით წარმოადგენს ბევრად ეფექტურ საშუალებას ვაგინალური ჰერპესისა და მიომის სამკურნალოდ. ცდებმა აჩვენა, რომ პროპოლისს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს პროგრესული დაავადების ალბათობა. პროპოლისი ასევე გავლენას ახდენს სიმსივნურ უჯრედებზეც, ხელს უშლის მათ განვითარებას. მიომა საშვილოსნოს კედლიდან ვითარდება.კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იმითაა საშიში,რომ ისინი შეიძლება შეიცვალონ და გამოიწვიონ ონკოლოგიური დაავადებები. პროპოლისი ეფექტურად ებრძვის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სისხლდენა საშვილოსნოდან და ტკივილის სინდრომი. Candida albicans–ის გადაჭარბებული ზრდა, იწვევს ისეთ სოკოვან დაავადებას რომელსაც კანდიდოზი ეწოდება.ის ჩვეულებრივ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ზედაპირზე ჩნდება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პროპოლისი ხელს უშლის Candida ს ზრდას, და არეგულირებს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას მიმსინარე ინფექციაზე. ნაწლავების მკურნალობა არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეევხედათ პროპოლისის კიბოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული პოტენციალისთვის ერთდროულად.პირველ რიგში მათ შეამოწმეს პროპოლისის ანტიბაქტერიული აქტივობა,მეცნიერებმა მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედებზე მოახდინეს პროპოლისით ზემოქმედება და აღმოაჩინეს, რომ ის კიბოს უჯრედების ნეკროზით განადგურებას იწვევდა, რაც იმას ნიშნავს,რომ პროპოლისით ზემოქმედებისას ხდებოდა სისხლის მიწოდების შეწყვეტა დაზიანებულ უჯრედებში და ეს არამარტო კიბოს უჯრედების სამუდამო განადგურებას იწვევდა არამედ არანაირ უარყოფით ზეგავლენას არ ახდენდა ჯანმრთელ უჯრედებზე. ქიმიოთერაპიის დროს ყველაფერი სხვაგვარადაა - კიბოს უჯრედებთან ერთად, ის ასევე კლავს ჯანსაღ უჯრედებსაც, რაც იწვევს ძლიერ და დამანგრეველ გვერდით მოვლენებს, მათ შორის სიკვდილსაც. აპითერაპევტები თვლიან,რომ თაფლის პროდუქტებს შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადების განკურნება. პროპოლისი ძალიან ეფექტურია ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ. 1 Quote
მიშკა Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 16 hours ago, Bakur said: ქიმიოთერაპიის დროს ყველაფერი სხვაგვარადაა - კიბოს უჯრედებთან ერთად, ის ასევე კლავს ჯანსაღ უჯრედებსაც, რაც იწვევს ძლიერ და დამანგრეველ გვერდით მოვლენებს, მათ შორის სიკვდილსაც. გამარჯობა. არვიცი ასეთი დამთხვევა რანაირად მოხდა.... დედაჩემს დაუდგინდა საკვერცხის სიმსივნე. ბიოფსია გაუკეთეთ 1 კვირის წინ და პასუხები 8-ის მერე იქნებაო. საერთო მდგომარეობა ძალიან მძიმეა, და ორგანიზმზეა მოდებული. ოპერაციას აქ არავინ გაუკეთებსო მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. დაუნიშნავენ ქიმიას სავარაუდოდ. ამ მედიკამენტებიდან რომელს მირჩევთ? 17 hours ago, Bakur said: ქიმიოთერაპიის დროს ყველაფერი სხვაგვარადაა - კიბოს უჯრედებთან ერთად, ის ასევე კლავს ჯანსაღ უჯრედებსაც, რაც იწვევს ძლიერ და დამანგრეველ გვერდით მოვლენებს, მათ შორის სიკვდილსაც. ამას ვერ მივხვდი. ესეიგი ქიმიო თერაპიის დროს, არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება თუ რა იგულისხმეთ? Quote
Bakur Posted January 1, 2025 Author Posted January 1, 2025 მოგესალმებით. სამწუხაროდ რეკომენდაციას ვერ გაგიწევთ რადგან ეს მხოლოდ მკურნალი ექიმის პრეროგატივა არის. ზოგადად : ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ეს ბიო საშუალებები ( მედიკამენტებს არ წარმოადგენენ) . ზოგადი ინფორმაცია - თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ბიო საშუალება მითითებულია ნებისმიერ ბიო დანამატზე დაწკაპუნებით. იმავე საიტზე - https://greenpharmacyshop.com/ 1 Quote
მიშკა Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 42 minutes ago, Bakur said: იმავე საიტზე - https://greenpharmacyshop.com/ მხოლოდ ონლაინ არის თქვენი მომსახურება თუ გაქვთ სადმე ოფისი რომ მივიდე და დაველაპარაკო 44 minutes ago, Bakur said: ეს მხოლოდ მკურნალი ექიმის პრეროგატივა არის მკურნალი ექიმი, ხალხურ მედიცინას არ ცნობს და შესაბამისად არც ამ შემთხვევაში გამიწევს რეკომენდაციას. Quote
Bakur Posted January 1, 2025 Author Posted January 1, 2025 ონლაინ ინტერნეტ მაღაზია - შეკვეთით ადგილზე მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით უფასოა. თბილისის მასშტაბით ნაღდი ანგარიშსწორება ხდება შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიღების შემდეგ . Quote
მიშკა Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 9 minutes ago, Bakur said: ონლაინ ინტერნეტ მაღაზია - შეკვეთით ადგილზე მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით უფასოა. ეგ გასაგებია მაგრამ ასე ბრმად, ყოველგვარი რჩევის და კონსულტაციის გარეშე.... კი შევიძენ, მაგრამ ან რომელი ჯობია, ან კურსის ხანგრძლივობა, ან გვერდითი ეფექტები... ასეთი სახის ბევრი კითხვა მექნება და კომპეტენტურს ვერავის გავესაუბრები? Quote
Bakur Posted January 1, 2025 Author Posted January 1, 2025 ეს მხოლოდ ონლაინ მაღაზია არის. ის მუშაობს შეკვეთით. მხოლოდ ეს ფუნქცია გვაქ. Quote
Gamer-4ever Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 3 hours ago, მიშკა said: გამარჯობა. არვიცი ასეთი დამთხვევა რანაირად მოხდა.... დედაჩემს დაუდგინდა საკვერცხის სიმსივნე. ბიოფსია გაუკეთეთ 1 კვირის წინ და პასუხები 8-ის მერე იქნებაო. საერთო მდგომარეობა ძალიან მძიმეა, და ორგანიზმზეა მოდებული. ოპერაციას აქ არავინ გაუკეთებსო მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. დაუნიშნავენ ქიმიას სავარაუდოდ. ვა სამწუხაროა , ზაფხულში მამაჩემს აღმოაჩნდა კუჭზე , თავიდან შოკი იყო ძაან იმოქმედა , ჯერ დიაგნოზი მერე ბიოფსია მერე კატე და მერე იწყებენ მკურნალობას , აი მოლოდინის რეჟიმი არის რა ცუდი , რა იქნება და როგორ იქნება , ეხლა ქიმიას იკეთებს და სტაბილური სიტუაცია აქ , ეხლა ამ დროში ხშირია განკურნებული ხალხი , ანუ სიმსივნე ისევ აქვთ მაგრამ გაჩერებულია და ცოცხლობენ ეგრე კონტროლის ქვეშ , ქიმია არის ცოტა არასასიამოვნო პროცესი თავიდან სანამ რამდენიმეს გადაისხავს , წნევის დაგდება იცის და ბევრი სითხე უნდა მიიღოს , თან კოფეინის ტაბლეტები უნდა გქონდეს ძაან რო დავარდება წნევა მაშინ უნდა მიიღოს , სტომატიტი (თეთრი ლაქევები პირში ) , სავლები საშუალებბი , ასევე შეკრულობა და აშლილობა ორივე იცის , მაგის წამლებიც უნდა იქონიო , მოკლედ ჩველებრივი ბრძოლაა , ასევე კარგათ უნდა იკვებოს ძირითადათ ხორცი რო ორგანიზმს ძალა ქონდეს 1 Quote
MaKaSaRa Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 მესმის ბიჭებო თქვენი. ჩემ შემთხვევაში ჯერ დედას დაუდგინდა 3 წლის უკან თუ ოთხის. ვიბრძოლეთ ვიომეთ და ღვთის წყალობით და ექიმების არაგვიშავს. დედას ამბავი ცოტა რომ მიწყნარდა და მეთქი ამოვისუნთქე ზუუსტად იგივე ტიპის დაუდგინდა მამაჩემს და მერე მისი ამბები. სამწუხაროდ ქიმიამ შედეგი ვერ მოგვცა. ახლა რაღაც ექსპერიმენტალურ კვლევაში მყავს. მოკლედ მხნეობას გისურვებთ ყველას და ჯანმრთელობას. ბოლო 4 წელიწადში იმდენად გავერკვიე სამედიცინო თემებში სულ მცირე უმცროსს ექიმათ შემიძლია მუშაობა (მედ ძმაზე მეტი კვალიფიკაცია კი დამიგროვდებოდა უროლოგიაში ) ექიმები უშტატო თანამშრომელს მეძახიან უკვე. 1 Quote
მიშკა Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 ისეთი გამწარებული ვარ ამ ექიმებზე და საერთოდ მაგათ უცოდინარობაზე, მიდგომაზე, დამოკიდებულებაზე, უტაქტობაზე და აი ყველას სახელი და გვარი ამოწერილი მაქვს. არცერთს არ შერჩება! ამ 1 თვის მანძილზე, ისეთი #$%ობები გამოგვატარეს, ხანდახან ვერც ვიჯერებ ხოლმე რო ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ამ მდგომარეობას ისიც ერთვის რომ თავში ანევრიზმა აქვს მეორე წელია. უამრავი მედიკამენტი აქვს დანიშნული და ამ ახლანდელმა დიაგნოზმა.... მოკლედ ის პრეპარატები იმას არ უხდება, ესენი ამას. აქ მოსაყოლად ძაან ძნელია. აი თვალსა და ხელს შუა მეცვლება ყოველ დღე. და ვერაფერს ვერ ვშვები. როცა არ სტკივა, ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე გეგონება სულ განიკურნა. 3 ნაკერი ადევს და გონია რომ ეგენი აწუხებს და მაგის გამო სტკივა. სიმსივნე რო აქვს იცის, მაგრამ სიმძიმეს არ ვეუბნები. თან მარტოები ვართ. 2 საათზე მეტხანს ვეღარც ვტოვებ. 76 წლისაა. ვიცი ქიმია, დასხივება და მსგავსი ქმედებები რასაც გამოიწვევს. ამიტომ ხალხური მედიცინისკენ უფრო ვიხრები. თოდუა შმოდუა, მაგათი დედის სისხლი მო#$%@#%#. აი პროსტა დედაჩემის მომავალი შევაყენო რელსებზე და ვინც კი ამ დაავადების მქონე ადამიანების მდგომარეობით ხელებს ითბობენ, მაგათ დედის ტყვანს ყველას განახებთ. Quote
მიშკა Posted January 1, 2025 Posted January 1, 2025 3 hours ago, Gamer-4ever said: ჯერ დიაგნოზი მერე ბიოფსია მერე კატე და მერე იწყებენ მკურნალობას რაც კი რამე არსებობს თბილისში გამოკვლევა, ყველაფერი 2-2 ჯერ გაგვაკეთებინეს. ბიოფსიას ოპერაციას ეძახიან საერთო ანესთეზიით კეთდება. ხო და ამ ოპერაციამდე გამოკვლევები დაუნიშნეს 2 დღით ადრე, ისინი რაც 1 კვირის წინ უკვე ქონდა გაკეთებული. ვაგზლის ფილიალში მივედით თოდუაში. გაიკეთე ყველაფერი ხელახლა და ოპერაციის დროს ტელეფონზე დაგირეკავთო. სახლში მოვედით და ცოტახანში რეკავენ დედაჩემის ნომერზე და ასეთ რამეს ეუბნებიამ - თქვენ ისეთი მძიმე პაციენტი ხართ და ისეთი რთული მდგომარეობაა, რომ ნევროლოგის კონსულტაციაც საჭიროა და ისევ უნდა მოხვიდეთო. ასეთ მდგომარეობაში ძლივს ადგა წავიდა, გაიარა იმ ნევროლოგის გასაუბრებაც რომელიც მარტო გასაუბერება 150 ლარი დაჯდა და რომ მოვიდა სახლში, იმ ექიმს დაურეკა - გავიარე ესეცო და ის ხეპრე ეკითხება, ხომ ნამდვილად იყავით და არ ცრუობთო? აი დედას ვფიცავარ, რაც ამ 1 თვეში "ადამიანები" გავიცანი.... იმენნა მეშინია ვის ხელში მყავს Quote
Gamer-4ever Posted January 2, 2025 Posted January 2, 2025 On 1/1/2025 at 10:26 PM, MaKaSaRa said: მესმის ბიჭებო თქვენი. ჩემ შემთხვევაში ჯერ დედას დაუდგინდა 3 წლის უკან თუ ოთხის. ვიბრძოლეთ ვიომეთ და ღვთის წყალობით და ექიმების არაგვიშავს. დედას ამბავი ცოტა რომ მიწყნარდა და მეთქი ამოვისუნთქე ზუუსტად იგივე ტიპის დაუდგინდა მამაჩემს და მერე მისი ამბები. სამწუხაროდ ქიმიამ შედეგი ვერ მოგვცა. ახლა რაღაც ექსპერიმენტალურ კვლევაში მყავს. მოკლედ მხნეობას გისურვებთ ყველას და ჯანმრთელობას. ბოლო 4 წელიწადში იმდენად გავერკვიე სამედიცინო თემებში სულ მცირე უმცროსს ექიმათ შემიძლია მუშაობა (მედ ძმაზე მეტი კვალიფიკაცია კი დამიგროვდებოდა უროლოგიაში ) ექიმები უშტატო თანამშრომელს მეძახიან უკვე. გამოჯამრთელებას უსურვებ შენს მშობლებს , სასიხარულოა დედას რო დაუმარცხებია , ჩემ გარშემო ბევრს ააქ და ბევრი მკურნალობს , ადრე ჩემ ბავშობაში იშვითად თუ გავიგებდი და ეხლა კიდე ძაანა მოდებული , ღმერთმა ყველას გვაშოროს , დროის საკითხია და მალევე მგონია რო ისეთი წამალი გამოვა რო ყველანაირ სიმსივნეს მოარჩენს და ხელმისაწვდომი იქნება ყველსთვის, ადრე ფილტვების ანთებით იხოცებოდა ხალხი ანტიბიოტიკი არ არსებობდა და ეხლა ჩვენ დროში სიმსივნე 22 hours ago, მიშკა said: ისეთი გამწარებული ვარ ამ ექიმებზე და საერთოდ მაგათ უცოდინარობაზე, მიდგომაზე, დამოკიდებულებაზე, უტაქტობაზე და აი ყველას სახელი და გვარი ამოწერილი მაქვს. არცერთს არ შერჩება! ამ 1 თვის მანძილზე, ისეთი #$%ობები გამოგვატარეს, ხანდახან ვერც ვიჯერებ ხოლმე რო ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ამ მდგომარეობას ისიც ერთვის რომ თავში ანევრიზმა აქვს მეორე წელია. უამრავი მედიკამენტი აქვს დანიშნული და ამ ახლანდელმა დიაგნოზმა.... მოკლედ ის პრეპარატები იმას არ უხდება, ესენი ამას. აქ მოსაყოლად ძაან ძნელია. აი თვალსა და ხელს შუა მეცვლება ყოველ დღე. და ვერაფერს ვერ ვშვები. როცა არ სტკივა, ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე გეგონება სულ განიკურნა. 3 ნაკერი ადევს და გონია რომ ეგენი აწუხებს და მაგის გამო სტკივა. სიმსივნე რო აქვს იცის, მაგრამ სიმძიმეს არ ვეუბნები. თან მარტოები ვართ. 2 საათზე მეტხანს ვეღარც ვტოვებ. 76 წლისაა. ვიცი ქიმია, დასხივება და მსგავსი ქმედებები რასაც გამოიწვევს. ამიტომ ხალხური მედიცინისკენ უფრო ვიხრები. თოდუა შმოდუა, მაგათი დედის სისხლი მო#$%@#%#. აი პროსტა დედაჩემის მომავალი შევაყენო რელსებზე და ვინც კი ამ დაავადების მქონე ადამიანების მდგომარეობით ხელებს ითბობენ, მაგათ დედის ტყვანს ყველას განახებთ. ეგეთივე მდგომარეობა მაქვს , სანამ ქიმიას დაიწყებდა საშინელება გამოვიარეთ , სტრესი , უძილობა , წონაში კლება , ყველაფრის ხალისი დამეკარგა , შუაღამისას გამეღვიძებოდა და ვერ ვიძინებდი , ოჯახისწევრის ავადმყოფობა სულ სხვა რამეა , ქიმია საშინელებაა ათეთრებს ადამიანს და წონაში აკლებინებს ძალიან, მერე კიდე თმის ცვენა , ახლა ენერგიასსაც ართმევს , და კიდე ბევრი გვერდითი მოვლენები , სხვა გამოსავალი არ გვაქვს და ვიკეთებთ , აი რაიმე ალტერნატიული წამალი რო იყოს კიდე კარგი იქნებოდა და სამწუხაროდ ჯერჯერობით ეგაა მხოლოდ რაზეც ხელი მიგიწვდება ადამიანს 21 hours ago, მიშკა said: რაც კი რამე არსებობს თბილისში გამოკვლევა, ყველაფერი 2-2 ჯერ გაგვაკეთებინეს. სამწუხაროა , 2-2 ჯერ რა პონტია ? ალბათ ფულის გაკეტების მიზნით , არა ჩვენ ყველაფერი 1 ჯერ გავაკეთეთ და კატეს მერე დაუწყეს ქიმიით მკურნალობა მამაჩემს იმპლანტი ჩაუდგეს კიდე მხარში , ვენიდან რთულიაო ქიმიის შეშვება და იმპლანტიდან უსხავენ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და გამოჯამრთელებას უსურვებ დედაშენს 1 Quote
George Posted January 2, 2025 Posted January 2, 2025 კი ძალიანაა გარშემო უკვე მოდებული ეგ დაავადება, მინიმუმ სამ ნათესავს აქვს(ქონდა გარშემო) ერთ-ერთი სამწუხაროთ წინა წელიწადს გარდაიცვალა, თუმცა მანამდე ოპერაციის შემდეგ ლამის 20 წელი იცხოვრა და მერე ისევ შეუმოუბრუნდა, ათასნაირი კიბო არსებობს თან და სხვადასხვა სტადიაში, ზოგის დაძლევა შედარებით ადვილია ზოგის უფრო რთული, ქალებს უფრო უჩნდებათ მემგონი მე რასაც ვუყურებ, თუმცა რას გაიგებ, ხანშიშესულებსაც უჩნდებათ და 40 წლამდეც, ბოლო წლებში მოდებულია ჩვენთანაც, სხვათაშორის ევროპაშიც ბლომათ ყოფილა, იგივე ინგლისში სავსეა, შტატებშიც ოხრათ ყოფილა, იგივე იაპონია-კორეაში თუნდაც აზიური ქვეყნებიდან, ქიმიოთერაპიაც საშინელებაა, დაჟე მოდებულიც რომ არ იყოს ჯერ რთული ასატანია ძალიან, თმა ცვივათ, მერე პარიკით დადიან ხშირათ მაგის შემდეგ ქალები, აქვეითებს საშინლათ ჯამრთელობას, კიბო ერთ-ერთი დაავადებაა რომელიც ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ დაამარცხეს, თუმცა ცდილობენ და ალბათ ადრე თუ გვიან გამოვა ისეთი წამალი ან მკურნალობის კურსი რომელიც გაცილებით ეფექტურათ დაამარცხებს მაგ მძიმე დაავადებას, ეგ და კიდე ციროზია ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აგრეთვე იწვევს ხშირათ კიბოს, მანდაც ბევრნაირი სტადია არსებობს და გებატიტი ც თუ გაქვს აძრობს სულს ეგ და აძლიერებს ციროზს და მაგის შემდეგ მცირდება გადარჩენის შანსები, მოქმედებს ტვინზეც როცა ძალიან მოდებულია უკვე და ვეღარ უმკლავდება ორგანიზმი, ბოდვებიც გეწყება და ათასნაირი სტრანი დვიჟენიები, იცვლება ადამიანი მოკლეთ, ჰეპატიტი ც წამალი არის და ციროზს მარტო თუ აჩერებენ, ბოლომდე აღარ რჩება უკვე, დროის ამბავია როდის გახდები ცუდათ უკვე სერიოზული დიეტაც რომ დაიცვა და დალევაა კიდე მაგის პირველი მტერი Quote
MaKaSaRa Posted January 3, 2025 Posted January 3, 2025 მე ჩემები MMT ჰოსპიტალში დამყავს. კერძო კლინიკიაა და ცოტა ძვირია ყველაფერი მაგრამ დავალება აქვთ აშკარად რომ პაციენტებს თვალებში უნდა ეციცინონ. ძალიან ყურადღებიანები არიან. ყველა ექიმი ძალიან ყურადღებიანია ყოველშემთხვევაში ჩემი და ჩემი ოჯახისწევრების მიმართ. საპირისპიროც მსმენია რომ უკმაყოფილოა ხალხი. მოკლედ ვერ გაიგებ. ერთია ის რომ უნდა გაგიმართლოს და არაფერი პრობლემა შეიქმნას საექიმო მაგრამ თუ მაინც შეიქმნა და სამწუხაროდ ბევრია ასეთები მაშინ უნდა ილოცო რომ ექიმი შეგხვდეს ყურადღებიანი და ადამიანი მართლა. ბიჯოოს სხვაგანაც ვყოფილვარ და თითქოს ვალი მაქვს ისე გიყურებენ. ერთგან მყავდა მამა დაწვენილი ქიმიამ თრომბოციტოპენია გამოიწვა სისხლის გადასხმის გარდა არაფერია ეგეთ დროს გამოსავალი. ექიმს ვურეკავ რომ არ მიიტანეს სისხლი, რა ხდება მეთქი რა გეგმაა თუ ვერ შოულობთ მე ვიზავ რამეს ვიშოვი სისხლს. არაო შეკვეთილიაო და მოვაო. მეთქი ამდენი ხანი გავიდა რით ვერ მოახწია. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვსო "ექიმი" მეუბნება. მეთქი რას ქვია რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება მამაჩემი. არაფრის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ სახლში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს მანდ რომ არ იყოს. დავუწიე ერთი ამბავი და კეთილი ინებეს და იმ შუაღამესვე გადაუსხეს სისხლი. ეს ჯანდაცვის სისტემა არის ხარვეზიანი სერიოზულად. წუწნიან ხალხის საყოველთაოს ლიმიტს და არაფერს აკეთებენ. დდშვც მაგათი. წამლები რომ ქრება პერიოდულად და სანაცნობოში ანაწილებენ მარაგებს. მე კიდე ქალაქქალაქ და საზღვარგარეთიდან უნდა ვიჩალიჩო წამალი რომ ჩამოვიტანო, ვიღაცას სიტყვაზე ვენდო და გავრისკო ისეთი წამლებისთვის რაც დაფინანსებაშია წესით მაგრამ ამათმა არ დაადგეს თავი რომ ხალხამდე მივიდეს. ეგრე ვიყიდე ხელზე ქიმიოთერაპიის წამლები და ასე ხშირად ხდება. ვინმე გამოვა და იტყვის რა მაგარი ჯანდაცვის სისტემაა ყველაფერი უფასოა. ალბათ ნამყოფი არაა საავადმყოფოში. ღმერთმა ქნას არც არავის დასჭირდეს მაგრამ ჰაერზე ლაპარაკი არაა სწორი. @მიშკა აბსოლუტურად მესმის შენი მდგომარეობა. გისურვებ რომ ძალიან მალე გამოჯანმრთელდეს დედათქვენი და აღარ დაგჭირდეს ამ ზოგიერთ ვაი ექიმთან ურთიერთობა. რეალურად საკმაოდ განვითარებულია ონკოლოგია ჩვენ ქვეყანაშიც. პროსტა ძალიან ძვირია კარგი მომსახურება. მამაჩემზე რომ არ იმუშავა ქიმიამ და სხვა მკურნალობის მეთოდი არ არისო მითხრეს იმუნოთერაპიაა კიდეო მაგრამ 18კ ღირს ერთი თვის დოზაო და ასე უნდა სულ მთელი ცხოვრება ყოველთვე. ღმერთმა ყველას მისცეს შესაძლებლობა რომ არაფერი დააკლოს თავის ახლობელს მაგრამ მე ლიჩნად არ მაქვს მაგდენის საშუალება. @Gamer-4ever მადლობა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მამათქვენს. მთავარია გეგმა არსებობდეს. ქიმია კი რთული პროცესია მაგრამ ეჩვევა ადამიანი შედეგის იმედით. თმაც დაბრუნდება და წონაც. ჩემების შემთხვევაში თმის ცვენა არ ყოფილა. პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატი გამოიყენეს. გემციტაბინის შემცველობის რომელიმე. თავიდან გერმანულს უსხავდნენ, შემდეგ ბერძნულს, მერე რომ აღარ იყო თურქული ვიყიდე. შემდეგ ინდური შემოვიდა. რავიცი რომელია კარგი ეგეც არ ვიცი. Quote
gtsetsadze Posted January 3, 2025 Posted January 3, 2025 წადით თურქეთში, აქ მედიცინა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მომკლეს კინაღამ. ძმაკაცის მამას 3 თვე მკურნალობდნენ ტუბერკულოე და ბოლოს თურქეთში ილტვის სიმსივნე დაუდგინეს. Quote
Gamer-4ever Posted January 3, 2025 Posted January 3, 2025 14 hours ago, MaKaSaRa said: @Gamer-4ever მადლობა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მამათქვენს. მთავარია გეგმა არსებობდეს. ქიმია კი რთული პროცესია მაგრამ ეჩვევა ადამიანი შედეგის იმედით. თმაც დაბრუნდება და წონაც. ჩემების შემთხვევაში თმის ცვენა არ ყოფილა. პლატინაზე დაფუძნებული პრეპარატი გამოიყენეს. გემციტაბინის შემცველობის რომელიმე. თავიდან გერმანულს უსხავდნენ, შემდეგ ბერძნულს, მერე რომ აღარ იყო თურქული ვიყიდე. შემდეგ ინდური შემოვიდა. რავიცი რომელია კარგი ეგეც არ ვიცი. გაიხარე ქიმიას გააჩნია კი ეგრეა , პირველი კურსი რო ჩაიტარა არ გაცვენია თმები , ეხლა შეუცვალეს იმიტო რო მიეჩვია ორგანიზმი და ეფექტურობა დაკარგა , ამ მეორე ქიმიაზე დაეწყო ცვენა , და პლიუს ხელების დაბუჟება , ხო ქიმიის მერე მინახია ხალხი წლების მერე ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან , აღარც არაფერი ეტყობათ 8 hours ago, gtsetsadze said: წადით თურქეთში, აქ მედიცინა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მომკლეს კინაღამ. ძმაკაცის მამას 3 თვე მკურნალობდნენ ტუბერკულოე და ბოლოს თურქეთში ილტვის სიმსივნე დაუდგინეს. თურქეთში მკურნალობა უფრო ეფექტურია როგორც იძახიან , კარგია მაგრამ იქაც ქიმიას უსხავენ და აქაც , ანუ მკურნალობის პრინციპი ერთია , ალბათ ის განსხავებაა რო იქ უფრო ზუსტ გამოკვლევებს ატარებენ ჩემი აზრით რაც შეეხება საზღვარგარეთ მკურნალობას , რამდენიმე თვის ამბავია ჩემი თანამშრომლის ნათესავს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი აქ საქართველოში , წავიდა საფრანგეთში და იქ დაიწყო მკურნალობა , რაღაც უფასო პროგრამები ყოფილა , მოკლედ გასინჯეს და არა სიმსივნე არაგაქო , თირკმელში ქვები გქონიაო და არაა სიმსივნეო , გახარებულა გადმოურეკია გადავრჩიო კიდე კარგი აქ ვმკურნალობო , გავიდა 3-4 თვე და ცუდათ ყოფილა , კიდე გამოკვლევები ჩაუტარებია და თურმე მართლა სიმსივნე ქონია, რა დიაგნოზიც აქ დაუსვეს ის , დაგვიანებით დაუწყეს ქიმია და ეხლაც იქ არის , მდგომარეობა როგორი აქ ეხლა არ ვიცი , ანუ საფრანგეთი თქვი ეხლა , იქაც არიან უვარგისი ექიმები და აქაც , ისრაელში იმკურნალა ბიძაჩემმა 1 წელი იცოცხლა და დაიღუპა, აქვე ნაცნობი როგორც კი გაიგეს დიაგნოზი ეგრევე გერმაინიაში წაიყვანეს ფილტვის კიბოთი , რაღაც პერიოდი იმკურნალა ქიმიით და ისიც დაიღუპა , ანუ საზღვარგარეთ წასვლა არ ნიშნავს იმას რო რაღაცა ახალს გააკეთებენ , ყველგან მკურნალობენ ქიმიით ეს ერთადერთი საშუალებაა ჯერჯერობით , იმუნოთერაპია ახალია ჯერ და როგორც ზევით დაწერეს ძაან ძვირია , ეგეც ინდიდვიდუალურია სიმსივნის ტიპზე , შეილება ჩაიტაროს ადამიანმა და არაფერი უშველოს , აქ ეხლა ჩემ გარშემო ბევრი მინახია ქიმიით გაუჩერებიათ სიმსივნე და ცოცხლობენ მართალია კონტროლის ქვეშ მაგრამ ცოცხლობენ , ანუ აქაც ბევრია განკურნებული Quote
gtsetsadze Posted January 3, 2025 Posted January 3, 2025 თურქეთის მთავარი უპირატესობა არის დიაგნოზის დასმა. მკურნალობა აქაც შეიძლება, ქირურგებიც გვყავს, მაგრამ თერაპევტებში გვიჭირს ძალიან. Quote
მიშკა Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 @MaKaSaRa @Gamer-4ever გაუმარჯოს ბიჭებს. როგორა ხართ? დღეს პირველი ქიმია გაიკეთა. 6 საათი უსხამდნენ. წეღან მოვიყვანე სახლში და ჯერჯერობით ხოდზეა. იქ ექიმებმა კი ჩამოთვალეს სავარაუდო სიმფტომები, მაგრამ თქვენც რომ მითხრათ ამ უახლოესი 7 დღის განმავლობაში რას უნდა ველოდო? მარტო ვარ თან და ძნელია. ამ ყველაფერს ისიც ერთვის რომ თავში ანევრიზმა აქვს უკვე მესამე წელია. ღმერთს მადლობა რომ წნევიანი არაა და შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებთ ანევრიზმას, მაგრამ ამ ქიმიოთერაპიას, წნევის გაქცევა ცოდნიაო (ასე მითხრეს) იასნა რომ ყველაზე ინდივიდუალურად მოქმედებს, მაგრამ თმისცვენა, გულისრევა/შეგრძნება და სისუსტე, ეგენი მგონი ყველას აქვს. იტოგში ორივეს გამოვლილი გაქვთ ეს გზა და რამე არის ისეთი რასაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციო? Quote
Gamer-4ever Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 გაუმარჯოს მიშკას, 7 საათი ეგ ეტყობა უფრო აგრესიული ქიმიაა, მამაჩემს ჯერ 3 საათისნ უსხავდენ და ეხლა 2საათიანზე გადაიყვანეს, წნევის ვარდნა იცის , ამიტომ კოფეინის აბები უნდა იქონიო და წნევა ხშირად უსინჯო, 90 ს რო ჩამოცდება უკვე დაბლისკენ მიდის და მაგ დროს უნდა მიიღოს , ასევე კუჭში შეკრულობა ან აშლილობა ერთ -ერთი ექნება , მაგეების წამლებიც უნდა გქონდეს, გულისრევის საწინააღმდეგო ეგ ასისტენტს უნდა დაეკონტაქტო და ის გეტყვის რომელი წამალი მიიღოს , ასევე სტომატიტი , პირში უნდა ჩახედო თეთრი ლაქები ხომ არ აქვს და ტუჩების შეშუპება იცის , ექეც უნდა აკონტროლო, ყველა ქიმიას თავისებური სიმპტომები აქ , წამლებს რაც დაჭირდება ასისტენტმა უნდა გამოგიწეროს, სითხე უნდა მიიღოს ბევრი, და რაც შეილება ნაკლები შაქრიანი , იმიტო რო სიმსივნე შაქრით იკვებება, წარმატებები და მალე გამოჯამრთელდეს, კითხვები თუ რაიმე გექნება მკითხე არ მოგერიდოს, მამაჩემმა უკვე 17ჯერ გადაისხა ასე რომ არ შეგეშინდეს 1 Quote
მიშკა Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 9 minutes ago, Gamer-4ever said: წნევის ვარდნა იცის , ამიტომ კოფეინის აბები უნდა იქონიო და წნევა ხშირად უსინჯო წნევაზე პირიქით მითხრეს. მაღლა იცისო ასვლა და ამას ანევრიზმა რომ აქვს, მაგაზეა ძაან საშიშიო. დაბალწნევიანია ისე და მაგით ვიყავით მშვიდად. ახლა კიდე ძაან საფრთხილო და საყურადღებოაო. 11 minutes ago, Gamer-4ever said: კითხვები თუ რაიმე გექნება მკითხე არ მოგერიდოს გაიხარე დიდი მადლობა. მამაშენსაც მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ 1 Quote
MaKaSaRa Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 სალამი, ჩემი მშობლების შემთხვევაში პლატინაზე დაფუძნებული წამალი იყო და გადასხმა 3 საათი გრძელდებოდა. თმის შეთხელება იყო მაგრამ მასიური ცვენა არა, ფაქტობრივად არც ეტყობოდათ. პირველ დღეს როგორც წესი სიმპტომები არაფერი იყოხოლმე. მეორე დღიდან გამოჩნდება რა და როგორ. ყველას შემთხვევაში ინდივიდუალურია პრინციპში მითუმეტეს როცა წამლები განსხვავებულია. დედაჩემს წნევა უვარდებოდა ძირითადად იმის გამო რომ სითხეები ლამის შეძულდა და უჭირდა მიღება. არადა ექიმმა გვითხრა ჩათვალე წყალი წამალია და მაგ მიზნით იღებო. მაგან უნდა გამოიტანოს ორგანიზმიდან ის შხამი. საკვების მიმართ და სუნის მგრძნობელობა ემატებოდათ. ყველაფერი არ უნდოდათ. უნდა იქონიო გულისრევის საწინააღმდეგო ნემსი, ონდესეტრონს ვიყენებდით ჩვენ, ხშირად არ დაჭირვებიათ მაგრამ სახლში გქონდეს. კუჭის დამცავიც რაც ზევით დაწერეს. ასევე ლეიკოციტების დონის მომატებისთვის (საჭიროების შემთხვევაში) neutromax-ს ვიყენებდით ჩვენ. მაგან კიდე ძვლების ტკივილი იცის, ძვლის ტვინის სტიმულირებას ახდენს და მაგის გამო. ძალიან მოქმედებს ნერვებზე, ადვილად გაღიზიანება და ა,შ. ჩვეულებრივი ამბავია. რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები არ ყოფილა, ოღონდ საკვები მიეღოდ და რაც გინდათ იყოსო. უბრალოდ ცხარე, მწარე, მჟავე და ტკბილი არაა სასურველი. კიდე სმენაზე იმოქმედა დედაჩემის შემთხვევაში, ხან მოდის ხან მიდის სმენა. ზოგჯერ აუწევს ტელევიზორს ისე რომ ღრიალებს, მერე დაუბრუნდება და გვეჩხუბება ამხელაზე ვინ აუწია. ჩემების შემთხვევაში წყლის მიღება რომ უძნელდებოდათ დედას უვარდებოდა წნევა დაბალზე, მამას მაღალი წნევა აქვს ზოგადად და პირიქით დაურეგულირდა. დედამ 18 ქიმია გაიკეთა და მერე ოპერაცია, მამამ 12. ყველაფერი კარგად იქნება, მედიცინა საკმაოდ განვითარებულია, მომსახურებაში ცოტა მოვიკოჭლებთ მაგრამ ცალკეული სიტუაციების მოგვარება შესაძლებელია. თუ რამე კითხვა გექნება მოიწერე, ღმერთი თქვენსკენ. ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა. 1 Quote
მიშკა Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 გაიხარეთ დიდი მადლობა ორივეს. აი პირის სავლებად რას იყენებდით? ჩვენც ასე ზოგადად სავლებიო მოგვაძახეს და ისე ვიყავი არ გამახსენდა კონკრეტულად მეკითხა რომელი. Quote
Gamer-4ever Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 გამოსავლები მამაჩემს ფუნისტატინი გამოუწერეს და ეგ მაინც უნდა შეათანხმო ასისტენტთან , იმიტო რო ანტიბიოტიკია და საჭიროა შეთანხმება სისუსტე , წონაში კლება , რაც არუნდა ჭამოს ვერ იმატებს , ხელების და ფეხების დაბუჟება ასევე უნდა ჭამოს ხორცი და თევზი , ორგანიზმი უფრო ძლიერდება ეგრე და უფრო კარგათ ებრძვის ხო კიდე გარეთ თუ გაიყვან პირბადე და სახლშიც სპირტით დაიმუშაოთ უნდა ხელები რაიმე ვირუსი არ შეხვდეს , ქიმიის დროს სუსტდება იმუნიტეტი და უჭირს ვირუსთან ბრძოლა ამიტომ პირბადე და სიფთხილე არის საჭირო Quote
MaKaSaRa Posted January 24, 2025 Posted January 24, 2025 სავლები ჩვენ არ დაგვჭირვებია. ანტიბიოტიკებთან კი ვფრთხილობთ. თუ უკიდურესი აუცილებლობა არაა არ ვიყენებთ. ასევე B ვიტამინი არ შეიძლებაო განსაკუთრებით. ქიმია ვენებს ასუსტებს და ავიწროებს. თუ სისხლძაღღვების პრობლემაა მაგას ამძაფრებს. მამას ყრუდ რომ ტკიოდახოლმე მთელი ცხოვრება, ქიმიების მერე განსაკუთრებით გაუმძაფრდა და რაღაც წამალი დაუნიშნეს და მოეხსნა მერე ტკივილი. ჰემოგლობინს აგდებს და ჭარხალი, საქონლის ენა, ღვიძლია და ეგეთი რაღაცეებია საჭირო. დედა ხალხური მედიცინიდანაც რაღაცეებს აშველებდახოლმე სხვადასხვა ანალიზის დასარეგულირებლად. მგონი შვრიის ნახარშს ამზადებდა როგორღაც და კიდე ნიგოზის უღელის ნახარს. ვერ ვიტყვი რამდენად ეფექტურია მაგრამ თვითონ სჯოროდა და ეგეც საქმეა. Quote
gtsetsadze Posted January 25, 2025 Posted January 25, 2025 სავლებად გვირილას ნაყენი კარგია პირის ღრუსთვის, თუ რაიმე უფრო ძლიერი დაჭირდა ექიმმა უნდა გამოწეროს მაინც. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.