Jump to content

Recommended Posts

Posted

მისურის უნივერსიტეტის "განსწავლულებმა" წარადგინეს ეგრეთწოდებული ბირთვული ბატარეა, რომელიც ენერგიას რადიოაქტიური იზოტოპებისგან იღებს. ამ ნივთიერებების "განადგურების" ენერგია , გროვდება და გარდაიქცევა ელექტროენერგიად. ასეთი ტიპის ბატარეები უკვე გამოიყენება სამხედრო და აეროკოსმიურ მრეწველობაში, მაგრამ ისინი ზომით საგრძნობლად დიდები არიან, ხოლო ახალი ბატარეა, რომელიც მისურის უნივერსიტეტში შეიქმნა, გაბარიტებით ჩვეულებრივი მონეტის ტოლია. ავტონომიური მუშაობის დრო, რომელსაც იგი გვპირდება, მილიონჯერ მეტია ჩვეულებრივ ბატარეებთან შედარებით. ეს ფაქტიურად ასეულობით წლებს უდრის.

238257.jpg

კომპაქტური ბირთვული ბატარეების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში,რომ ის იყენებს თხევად ნახევრადგამტარ ნივთიერებებს, რადგანაც მყარი ნივთიერებები შეიძლება დაიშალოს იზოტოპების ზემოქმედების შედეგად. ამიტომ ბატარეები სავალდებულოა დიდი ზომის იყოს. მაგრამ რადგან ლაპარაკი მიდის მინიატურიზაციის შესახებ, მაშინ ასეთი მიდგომა არ გამოდგება და ამიტომ გამომგონებლებმა სხვა გზას მიაგნეს - სითხის გამოყენება. პერსპექტივაში, ასეთი ბატარეები შეიძლება გამოყენებულ იქნას პორტატულ ტექნიკაში, მაგალითად, მობილურ ტელეფონებში. ამასთანავე, "ჭკუის კოლოფები" (:D) იუწყებიან რომ ეს ბატარეები სრულიად უსაფრთხოა, იმისდამიუხედავად რომ ბირთვული ტექნოლოგია გამოიყენება.

ყარო

---------------------------------------

პ.ს როგორია ისე ჯიბით ბირთვულ ბატარეას რო ატარებთ? :D ვაიდა აგიფეთქდეთ ........... :givi:

(battery-ბატარეა, ხოდა არავინ დაიწყოთ შესწორებები და არ მითხრათ ბატარეიკა ქვია მაგასო :D)

  • Upvote 1
Posted

მადლობთ ნიუსისთვია

ფასი რა აქვს და რამდენ ვოლტს იძლევა?

Posted

მადლობთ ნიუსისთვია

ფასი რა აქვს და რამდენ ვოლტს იძლევა?

+1

რა ეღირება?

Posted

ხო მაგრამ ეგ ელემენტი რომ გქონდეს და გამოიყენო სადმე ახლო მახლოს რადიოაქტიური ნივთიერება არ უნდა იყოს? :ugly_confused2:

Posted

მოვა დრო და ჩვენს ნაქონ ბატარეას შვილიშვილებს შემოუნახავთ :babu:

საინტერესო ნიუსია :thumbsup:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.