ჯამბო Posted November 9, 2010 Posted November 9, 2010 მისურის უნივერსიტეტის "განსწავლულებმა" წარადგინეს ეგრეთწოდებული ბირთვული ბატარეა, რომელიც ენერგიას რადიოაქტიური იზოტოპებისგან იღებს. ამ ნივთიერებების "განადგურების" ენერგია , გროვდება და გარდაიქცევა ელექტროენერგიად. ასეთი ტიპის ბატარეები უკვე გამოიყენება სამხედრო და აეროკოსმიურ მრეწველობაში, მაგრამ ისინი ზომით საგრძნობლად დიდები არიან, ხოლო ახალი ბატარეა, რომელიც მისურის უნივერსიტეტში შეიქმნა, გაბარიტებით ჩვეულებრივი მონეტის ტოლია. ავტონომიური მუშაობის დრო, რომელსაც იგი გვპირდება, მილიონჯერ მეტია ჩვეულებრივ ბატარეებთან შედარებით. ეს ფაქტიურად ასეულობით წლებს უდრის. კომპაქტური ბირთვული ბატარეების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში,რომ ის იყენებს თხევად ნახევრადგამტარ ნივთიერებებს, რადგანაც მყარი ნივთიერებები შეიძლება დაიშალოს იზოტოპების ზემოქმედების შედეგად. ამიტომ ბატარეები სავალდებულოა დიდი ზომის იყოს. მაგრამ რადგან ლაპარაკი მიდის მინიატურიზაციის შესახებ, მაშინ ასეთი მიდგომა არ გამოდგება და ამიტომ გამომგონებლებმა სხვა გზას მიაგნეს - სითხის გამოყენება. პერსპექტივაში, ასეთი ბატარეები შეიძლება გამოყენებულ იქნას პორტატულ ტექნიკაში, მაგალითად, მობილურ ტელეფონებში. ამასთანავე, "ჭკუის კოლოფები" () იუწყებიან რომ ეს ბატარეები სრულიად უსაფრთხოა, იმისდამიუხედავად რომ ბირთვული ტექნოლოგია გამოიყენება. ჭყარო --------------------------------------- პ.ს როგორია ისე ჯიბით ბირთვულ ბატარეას რო ატარებთ? ვაიდა აგიფეთქდეთ ........... (battery-ბატარეა, ხოდა არავინ დაიწყოთ შესწორებები და არ მითხრათ ბატარეიკა ქვია მაგასო ) 1
NEIRON Posted November 9, 2010 Posted November 9, 2010 მადლობთ ნიუსისთვია ფასი რა აქვს და რამდენ ვოლტს იძლევა?
საბა Posted November 9, 2010 Posted November 9, 2010 მადლობთ ნიუსისთვია ფასი რა აქვს და რამდენ ვოლტს იძლევა? +1 რა ეღირება?
fashisti Posted November 11, 2010 Posted November 11, 2010 ხო მაგრამ ეგ ელემენტი რომ გქონდეს და გამოიყენო სადმე ახლო მახლოს რადიოაქტიური ნივთიერება არ უნდა იყოს? :ugly_confused2:
OverDozeD Posted November 11, 2010 Posted November 11, 2010 მოვა დრო და ჩვენს ნაქონ ბატარეას შვილიშვილებს შემოუნახავთ საინტერესო ნიუსია :thumbsup:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now