Jump to content

Recommended Posts

Posted

სალამი ბიჭებო, მოკლედ რამოდენიმე დღის წინ უცებ დენი ჩაქრა და მას შემდეგ კომპზე საათი უკან რჩება და რაღაც ვერ მომწონს მუშაობა თითქოს და რა შეიძლება იყოს ან ამ დროის უკან ჩამორჩენას როგორ ვუშველო? ინტერნეტში რაღაც ვიდეო ფიქსებია ვითომ ვცადე მარა ვერ ვუშველე რავი.

Posted

ჩემთან წინ მიდიოდა 1.5 წუთით ასე 1 თვეში :D 

ამასწინ სსდ შევცვალე და ვინდის ახლიდან ჩავწერე, განახლებები არ დამიყენებია და აღარ გარბის არსად, სავარაუდოდ რომელიმე განახლების ბაგი იყო

  • Thanks 1
Posted

გასაგებია, ანუ დენის წასვლას დაემთხვა ესე იგი და მეგონა ეგ ხოარ გახდა მიზეზი თქო. რო გამოვრთავ და ჩავრთავ იგივე დროს აჩვენებს რაც გამორთვისას, მერე უცებ გადახტება და გასწორდება მერე ისევ უკან რჩება და აესე გაურკვევლობაში გავიჩითე 😀

ბიოსში არადა ყველაფერი წესრიგშია გარდა დროისა, იქაც არეულია და ირევა სხვა იქ არაფერი არეულა.

Posted

არა ეგ არ გავს ხსენებულ პრობლემას რაც ჩემთან იყო

დროს პარამეტრებში წესრიგშია ყველაფერი?

გადახედე აბა, ასე უნდა იყოს

1.png

2.png

  • Thanks 1
Posted

კი გოგლა, პარამეტრები წესრიგშია ეხლა გადავამოწმე მაინც შენთან როგორც არის ისეა ჩემთან, ხოდა აი დენის წასვლას ვუკავშირებ მე, ბიოსს ჭირს რაღაც ესე მგონია რადგან ვინდოუსიც გადავაყენე დღეს, არადა ძაან არ მიყვარს ეგ საქმე მარა მაინც იგივენაირად აკეთებს.

დრო როცა სწორდება თავისით წამიერად თითქოს იფრიზება აი წამიერად, გასწორდება და არაფერი, მერე ისევ უკან რჩება, რო გამოვრთავ კომპს იმენა იგივე დროზე რჩება ან რაღაც კონკრეტულ დროზე რომელიც არასწორია მაინც.

Posted

განაახლე ბიოსი თუ არის გამოსული ახალი ვერსია + ელემენტიც გამოცვალე, იქნებ ეგ კვდება

  • Thanks 1
Posted

არადა ყველა პარამეტრი ბიოსში სწორადაა სხვა არაფერი არ აირია, ფანების ბრუნი მაქვს გაწერილი, იქ ოპერების სიხშირე და როგორც იყო ისეა სხვა დანარჩენი.

Just now, Gogla1990 said:

განაახლე ბიოსი თუ არის გამოსული ახალი ვერსია + ელემენტიც გამოცვალე, იქნებ ეგ კვდება

ეგ მგონია და შეიძლება მაგის გამოცვლა? ბიოსს ვერ განვაახლე. აზრზე არ ვარ მაგ საქმის და უფრო ელემენტის მაიმუნობა მგონია

Posted
5 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

შეიძლება მაგის გამოცვლა?

ხო აბა სამუდამო კი არაა ელემენტი :D 

ნებისმიერ მაღაზიაში ან სუპერმარკეტში 2032 ელემენტი იკითხე, 1 ლარი ეღირება, ამოაგდე ძველი და ჩასვი ახალი

6 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

ბიოსს ვერ განვაახლე

ადვილია, აგერ იწერ ბოლო ბიოსს, ანუ პირველივე რომელიცაა

https://www.asus.com/us/supportonly/sabertooth_z97_mark_2/helpdesk_bios/

ირებ არქივიდან ბიოსის ფაილს და აგდებ ც დისკზე(თუ სატა სსდ გაქვს, nvme-ებზე ხშირად არ კითხულობს) ან უმჯობესია ფლეშკაზე

გადატვირთავ კომპს, შედიხარ ბიოსში, tools-ში მონახავ asus ez flash ან რამე მაგდაგვარი ეწერება, გაუშვებ, მიუთითებ ფლეშკაზე არსებულ ბიოსის ფაილს და ეგაა, გადაიტვირთება რამოდენიმეჯერ განახლებისას და მორჩა კინო :) 

  • Thanks 1
Posted

ძალიან დიდი მადლობა გოგლა, გაიხარე. ხვალ შევცვლი ელემენტს და თუარ გასწორდა მაშინ ბიოსსაც შევეჭიდები როგორც მასწავლე. მადლობა ძმაო, ხვალ დავწერ აბა ელემენტის შეცვლის შემდეგ რა იქნება და როგორ.

Posted

2 წუთი უნდა ბიოსის განახლებას, რათ უნდა მაგას ხვალ და ზეგ, ჯერ ეგ ქენი და მერე იფიქრე სხვა დანარჩენზე :) 

  • Thanks 1
Posted

კაი ძმაო აბა ეხლავე ვცდი მაშინ და დავწერ, იმედია გამომივა 😚😚😚♥️♥️♥️🙌

Posted

ვსო, განვაახლე, მარტივი ყოფილა ძალიან, პრინციპში ისე ამიხსენი რო... მადლობა გოგლა, დავაკვირდები აბა ახლა დროსაც და თუ რამე ხვალ ელემენტსაც შევცვლი

  • Upvote 1
Posted
1 hour ago, Gogla1990 said:

განაახლე ბიოსი თუ არის გამოსული ახალი ვერსია + ელემენტიც გამოცვალე, იქნებ ეგ კვდება

მოკლედ გასწორდა გოგლა, ესე იგი განახლება სდომებია, მადლობა დიდი, ეხლა რამოდენიმეჯერ გამოვრთე, ჩავრთე მარა სწორ დროს აჩვენებს და არაფერი პრობლემა აღარ ჩანს, მაგრად გამიხარდა რა, ჯიგარი ხარ. ♥️🙌

არასოდეს არ განმიახლებია რაც მაქვს ეს და პირველი ვერსია ეყენა 2014 იანი და ეს რაც განვაახლე 2018 იანია, მადლობა დიდი. 

Posted
7 minutes ago, Gurami Chichikoshvili said:

მოკლედ გასწორდა

ძალიან კარგი თუ ეგრეა, ნუ დილაზე კი გამოჩნდება დიდი ხანი რომ მოუწევს გათიშვა :)

Posted
1 minute ago, Gogla1990 said:

ძალიან კარგი თუ ეგრეა, ნუ დილაზე კი გამოჩნდება დიდი ხანი რომ მოუწევს გათიშვა :)

დავწერ დილაზეც მაგრამ დარწმუნებული ვარ ეშველა, 1 წუთითაც რო გამომერთო ვაბშე აირეოდა ხოლმე. შენ როარ აგეხსნა მასე დეტალურად მე ისე შორს ვიყავი მაგ ამბიდან რო ვერ გავაკეთებდი. ♥️♥️♥️🤝

Posted
10 hours ago, Gogla1990 said:

2 წუთი უნდა ბიოსის განახლებას, რათ უნდა მაგას ხვალ და ზეგ, ჯერ ეგ ქენი და მერე იფიქრე სხვა დანარჩენზე :) 

იდეალურადაა ყველაფერი გოგლიკ, გასწორდა ძმა, ესე იგი ბიოსის განახლება უნდოდა, მადლობა კიდევ ერთხელ, ჯიგარი ხარ ♥️🤝

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.