Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 სალამი ბიჭებო, მოკლედ რამოდენიმე დღის წინ უცებ დენი ჩაქრა და მას შემდეგ კომპზე საათი უკან რჩება და რაღაც ვერ მომწონს მუშაობა თითქოს და რა შეიძლება იყოს ან ამ დროის უკან ჩამორჩენას როგორ ვუშველო? ინტერნეტში რაღაც ვიდეო ფიქსებია ვითომ ვცადე მარა ვერ ვუშველე რავი. Quote
Gogla1990 Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 ჩემთან წინ მიდიოდა 1.5 წუთით ასე 1 თვეში ამასწინ სსდ შევცვალე და ვინდის ახლიდან ჩავწერე, განახლებები არ დამიყენებია და აღარ გარბის არსად, სავარაუდოდ რომელიმე განახლების ბაგი იყო 1 Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 გასაგებია, ანუ დენის წასვლას დაემთხვა ესე იგი და მეგონა ეგ ხოარ გახდა მიზეზი თქო. რო გამოვრთავ და ჩავრთავ იგივე დროს აჩვენებს რაც გამორთვისას, მერე უცებ გადახტება და გასწორდება მერე ისევ უკან რჩება და აესე გაურკვევლობაში გავიჩითე ბიოსში არადა ყველაფერი წესრიგშია გარდა დროისა, იქაც არეულია და ირევა სხვა იქ არაფერი არეულა. Quote
Gogla1990 Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 არა ეგ არ გავს ხსენებულ პრობლემას რაც ჩემთან იყო დროს პარამეტრებში წესრიგშია ყველაფერი? გადახედე აბა, ასე უნდა იყოს 1 Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 კი გოგლა, პარამეტრები წესრიგშია ეხლა გადავამოწმე მაინც შენთან როგორც არის ისეა ჩემთან, ხოდა აი დენის წასვლას ვუკავშირებ მე, ბიოსს ჭირს რაღაც ესე მგონია რადგან ვინდოუსიც გადავაყენე დღეს, არადა ძაან არ მიყვარს ეგ საქმე მარა მაინც იგივენაირად აკეთებს. დრო როცა სწორდება თავისით წამიერად თითქოს იფრიზება აი წამიერად, გასწორდება და არაფერი, მერე ისევ უკან რჩება, რო გამოვრთავ კომპს იმენა იგივე დროზე რჩება ან რაღაც კონკრეტულ დროზე რომელიც არასწორია მაინც. Quote
Gogla1990 Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 განაახლე ბიოსი თუ არის გამოსული ახალი ვერსია + ელემენტიც გამოცვალე, იქნებ ეგ კვდება 1 Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 არადა ყველა პარამეტრი ბიოსში სწორადაა სხვა არაფერი არ აირია, ფანების ბრუნი მაქვს გაწერილი, იქ ოპერების სიხშირე და როგორც იყო ისეა სხვა დანარჩენი. Just now, Gogla1990 said: განაახლე ბიოსი თუ არის გამოსული ახალი ვერსია + ელემენტიც გამოცვალე, იქნებ ეგ კვდება ეგ მგონია და შეიძლება მაგის გამოცვლა? ბიოსს ვერ განვაახლე. აზრზე არ ვარ მაგ საქმის და უფრო ელემენტის მაიმუნობა მგონია Quote
Gogla1990 Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 5 minutes ago, Gurami Chichikoshvili said: შეიძლება მაგის გამოცვლა? ხო აბა სამუდამო კი არაა ელემენტი ნებისმიერ მაღაზიაში ან სუპერმარკეტში 2032 ელემენტი იკითხე, 1 ლარი ეღირება, ამოაგდე ძველი და ჩასვი ახალი 6 minutes ago, Gurami Chichikoshvili said: ბიოსს ვერ განვაახლე ადვილია, აგერ იწერ ბოლო ბიოსს, ანუ პირველივე რომელიცაა https://www.asus.com/us/supportonly/sabertooth_z97_mark_2/helpdesk_bios/ ირებ არქივიდან ბიოსის ფაილს და აგდებ ც დისკზე(თუ სატა სსდ გაქვს, nvme-ებზე ხშირად არ კითხულობს) ან უმჯობესია ფლეშკაზე გადატვირთავ კომპს, შედიხარ ბიოსში, tools-ში მონახავ asus ez flash ან რამე მაგდაგვარი ეწერება, გაუშვებ, მიუთითებ ფლეშკაზე არსებულ ბიოსის ფაილს და ეგაა, გადაიტვირთება რამოდენიმეჯერ განახლებისას და მორჩა კინო 1 Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 ძალიან დიდი მადლობა გოგლა, გაიხარე. ხვალ შევცვლი ელემენტს და თუარ გასწორდა მაშინ ბიოსსაც შევეჭიდები როგორც მასწავლე. მადლობა ძმაო, ხვალ დავწერ აბა ელემენტის შეცვლის შემდეგ რა იქნება და როგორ. Quote
Gogla1990 Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 2 წუთი უნდა ბიოსის განახლებას, რათ უნდა მაგას ხვალ და ზეგ, ჯერ ეგ ქენი და მერე იფიქრე სხვა დანარჩენზე 1 Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 კაი ძმაო აბა ეხლავე ვცდი მაშინ და დავწერ, იმედია გამომივა Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 ვსო, განვაახლე, მარტივი ყოფილა ძალიან, პრინციპში ისე ამიხსენი რო... მადლობა გოგლა, დავაკვირდები აბა ახლა დროსაც და თუ რამე ხვალ ელემენტსაც შევცვლი 1 Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 1 hour ago, Gogla1990 said: განაახლე ბიოსი თუ არის გამოსული ახალი ვერსია + ელემენტიც გამოცვალე, იქნებ ეგ კვდება მოკლედ გასწორდა გოგლა, ესე იგი განახლება სდომებია, მადლობა დიდი, ეხლა რამოდენიმეჯერ გამოვრთე, ჩავრთე მარა სწორ დროს აჩვენებს და არაფერი პრობლემა აღარ ჩანს, მაგრად გამიხარდა რა, ჯიგარი ხარ. არასოდეს არ განმიახლებია რაც მაქვს ეს და პირველი ვერსია ეყენა 2014 იანი და ეს რაც განვაახლე 2018 იანია, მადლობა დიდი. Quote
Gogla1990 Posted December 11, 2024 Posted December 11, 2024 7 minutes ago, Gurami Chichikoshvili said: მოკლედ გასწორდა ძალიან კარგი თუ ეგრეა, ნუ დილაზე კი გამოჩნდება დიდი ხანი რომ მოუწევს გათიშვა Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 11, 2024 Author Posted December 11, 2024 1 minute ago, Gogla1990 said: ძალიან კარგი თუ ეგრეა, ნუ დილაზე კი გამოჩნდება დიდი ხანი რომ მოუწევს გათიშვა დავწერ დილაზეც მაგრამ დარწმუნებული ვარ ეშველა, 1 წუთითაც რო გამომერთო ვაბშე აირეოდა ხოლმე. შენ როარ აგეხსნა მასე დეტალურად მე ისე შორს ვიყავი მაგ ამბიდან რო ვერ გავაკეთებდი. Quote
Gurami Chichikoshvili Posted December 12, 2024 Author Posted December 12, 2024 10 hours ago, Gogla1990 said: 2 წუთი უნდა ბიოსის განახლებას, რათ უნდა მაგას ხვალ და ზეგ, ჯერ ეგ ქენი და მერე იფიქრე სხვა დანარჩენზე იდეალურადაა ყველაფერი გოგლიკ, გასწორდა ძმა, ესე იგი ბიოსის განახლება უნდოდა, მადლობა კიდევ ერთხელ, ჯიგარი ხარ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.