Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბირჟა Binance-მა ოფიციალურად წარადგინა BFUSD, მარჟინალური აქტივი, რომელიც პასიურ ჯილდოებით უზრუნველყოფს მის მფლობელებს 

BFUSD შემუშავებულია, როგორც მარჟინალური აქტივი ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პასიურ ჯილდოებს. BFUSD-ის მფლობელები ისარგებლებენ საბაზისო APY-ით (წლიური პროცენტული სარგებელი), რომელიც ყოველდღიურად ირიცხება მაშინაც კი, თუ ისინი არ ვაჭრობენ ფიუჩერსებით, ხოლო ისინი, ვისაც გააჩნია ფიუჩერსებით აშშ დოლარში ვაჭრობის შესაძლებლობა, მიიღებენ უფრო მაღალ APY-ს“, - განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა. 

კვალიფიციური მომხმარებლებისთვის მოქნილი ჯილდოების გარდა Binance Futures ასევე იძლევა გარანტიას, რომ ანაზღაურება ყოველთვის დადებითი იქნება. Binance-ის წარმომადგენლის თქმით „BFUSD-ის მფლობელები მიიღებენ სტაბილურ შემოსავალს, რომელიც არასოდეს ჩამოვა ნულის ქვემოთ“. ეს გარანტია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ აქტივს უკვე აქვს სარეზერვო ფონდი 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც დაიცავს მომხმარებლებს დაფინანსების უარყოფითი განაკვეთებისგან „დათვური“ ბაზრის დროს. 

Binance-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ BFUSD „არ არის Stablecoin“, რადგან არ შეიძლება მისი გატანა Binance-ის ანგარიშიდან ან გაყიდვა ღია ბაზარზე. 

მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Binance-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობის გირაოს სახით და პლატფორმის ფარგლებში გაცვლა USDT stablecoin-ზე“, - აღნიშნა მან. 

Binance აცხადებს, რომ გამოიყენებს ორ მეთოდს BFUSD-ისგან სარგებლობისთვის. პირველი არის დელტა-ჰეჯირება - სტრატეგია, რომელიც აბალანსებს პოზიციებს სპოტ და ფიუჩერსულ ბაზრებზე რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. მეორე - პლატფორმა გამოიყენებს Ethereum-ს მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.