Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კრიპტო ბაზრის ციებ-ცხელების გამწვავებასთან ერთად აღდგენა განიცადა გეიმინგ სექტორმაც, დაფიქსირდა ფასების უზარმაზარი და მოულოდნელი ზრდა რამდენიმე ტოკენზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტო თამაშების სეგმენტი გაიზარდა 28%-ით და წერის მომენტისთვის 5.71 მლრდ აშშ დოლარად არის შეფასებული (წყარო: კრიპტო მონაცემთა აგრეგატორ CoinGecko-დან). 

ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტოკენი აღმოჩნდა Sandbox (SAND). ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ღირებულება 59%-ით გაიზარდა და 0.6305 აშშ დოლარად იყიდება.  კრიპტო აქტივის ფასი 75%-ით გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში, ხოლო ბოლო 30 დღის განმავლობაში - 140%-ით. 

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ SAND-ს შეუძლია ამ სეზონზე 800%-მდე ზრდა დააფიქსიროს. თუმცა, მონეტა იყიდება მის ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით 92%-ით იაფად. 

მას მოსდევს Axie Infinity (AXS), რომელმაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 22%-იანი ზრდა დააფიქსირა. ეს მაჩვენებლები ზრდის AXS-ის ყოველკვირეულ მოგებას შთამბეჭდავ 40%-მდე, ტოკენის ღირებულებ8 აშშ დოლარია. თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, AXS-ის ფასი წლის გახსნის ფასთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. 

ApeCoin (APE) ასევე დააფიქსირა 10%-იანი ზრდა და 1.34 აშშ დოლარად იყიდებოდა. გასულ კვირას მისი ღირებულება 20%-ით გაიზარდა, კრიპტო აქტივის ფასი 20%-ით დაბალია იანვრის მაქსიმუმთან შედარებით - უფრო მეტიც, 95%-ით ნაკლებია მის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.