Jump to content

Recommended Posts

Posted

რობოტექნიკი საერთაშორისო ფედერაციამ (IFR) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქარხნებში რობოტების გამოყენების მასშტაბი მთელ მსოფლიოში გაორმაგდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. სამხრეთ კორეა ლიდერობს იმ ქვეყნების სიაში, სადაც წარმოებაში რობოტების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა, ხოლო ჩინეთმა ამ მაჩვენებლით გერმანიასა და იაპონიას გაუსწრო 2023 წელს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეა ინდუსტრიული რობოტების ყველაზე დიდი მომხმარებელია (1012 რობოტი მოდის 10000 ადამიან თანამშრომელზე) და ეს მაჩვენებელი 2018 წლიდან ყოველწლიურად 5%-ით გაიზარდა. შემდეგი მოდის სინგაპური, სადაც 10000 თანამშრომელზე 770 რობოტია. პირველ სამეულს ჩინეთი ხურავს, 10 ათას თანამშრომელზე 470 რობოტით. 

IFR-ის ხელმძღვანელ Takayuki Ito-ს თქმით, რობოტების სიმჭიდროვე ასახავს ავტომატიზაციის მასშტაბებს გლობალურ წარმოებაში. ”ჩინეთის მასიურმა ინვესტიციებმა ავტომატიზაციის ტექნოლოგიაში მისცა მას რობოტების ასეთი მაღალი სიმჭიდროვის მიღწევის საშუალება, მიუხედავად უზარმაზარი საწარმოო მუშახელისა, რაც დაახლოებით 37 მილიონი ადამიანისგან შედგე”, - განაცხადა მან და ასევე დაამატა, რომ რობოტების სიხშირის ინდიკატორი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ წარმოების ავტომატიზაციის დონეები სხვადასხვა ქვეყანაში. 

გერმანიამ და იაპონიამ, სადაც 10000 თანამშრომელზე 439 და 419 რობოტი მოდის, შესაბამისად, IFR-ის რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილი დაიკავეს. აშშ-ში 10000 თანამშრომელზე 295 რობოტია და იგი IFR-ის სიაში მეათეა. მსოფლიოში რობოტების საშუალო სიმჭიდროვე 2023 წელს 162-მდე გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია შვიდი წლის წინანდელთან შედარებით, როდესაც 10000 თანამშრომელზე 74 რობოტი მოდიოდა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.