Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ Bitcoin-ის კურსი სტაბილურად იზრდებოდა და ახალი რეკორდები დაამყარა. სულ რაღაც ერთ კვირაში პირველი კრიპტოვალუტის ფასს დაემატა 20 ათასი აშშ დოლარი და Coin Desk-ის მიხედვით მიაღწია ახალ ისტორიულ 88.448 აშშ დოლარიან მაჩვენებელს იმ დროს, როცა ოქრო და "დიდი შვიდი" ტექნოლოგიური კომპანიის აქციები გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს ამ ფონზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com 

ჯერ კიდევ 6 ნოემბერს Bitcoin-ის ფასი 66700 აშშ დოლარი იყო, შემდეგ 77 000 აშშ დოლარს გადააჭარბა, გასულ შაბათ-კვირას გადალახა 80 ათას დოლარიანი დონე, შემდეგ მიაღწია 82 ათას დოლარს და კვლავ ზრდა განაგრძო. სტატიის წერის მომენტისთვის, CoinDesk-ის მიხედვით, Bitcoin-ის საშუალო კურსი იყო 87.740 აშშ დოლარი. CoinDesk 20 ინდექსი (CD20), რომელიც აკონტროლებს ცვლილებებს 20 უმსხვილეს და ლიკვიდურ ციფრულ აქტივში, არჩევნების შემდეგ 29%-ით გაიზარდა. სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც აქტიურად იზრდება. 

„დიდშვიდეულისაქციების ფასი, რომელთა შორისაა ტექნოლოგიურ კომპანიებ Apple, Amazon, Microsoft, Meta და Nvidia, დღის განმავლობაში შემცირდა, ხოლო Google-ის ოდნავ გაიზარდა. Tesla-მ, რომელიც ფლობს 9.720 Bitcoin-ს, აქციების ფასის 9.6%-იანი ზრდა დააფიქსირა. ოქროს ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. 

CoinDesk-ის თანახმად ეს შეიძლება მიუთითებდეს თანხების გადაადგილებაზე ტექნოლოგიური აქციებიდან და ოქროდან კრიპტოვალუტებში, რადგან ბაზარი ელის ტრამპის თანამდებობის ძალაში შესვლას მომავალი წლის დასაწყისში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს ყოფილმა და ამჟამად უკვე ახალმა პრეზიდენტმა არაერთხელ გამოუცხადმხარდაჭერა კრიპტო ბაზარს. 

Bloomberg-ის უფროს ანალიტიკოს ერიკ ბალჩუნასის თქმით ერთ-ერთ წამყვან სპოტ Bitcoin ETF-ის - iShares Bitcoin Trust ETF-ის (IBIT) მოცულობა 1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა ვაჭრობის დაწყებიდან 35 წუთში. მან აღნიშნა, რომ არჩევნების მეორე დღეს კიდევ უფრო ნაკლები დრო იყო საჭირო - მხოლოდ 20 წუთი. 

Posted

93500$ იყო მაქსიმუმი, თუმცა მაგის შემდეგ მოასწრო კარგათ დაცემა კურსმა, თუმცა ბიტკოინი ისე ძალიან არ დაცემულა მაინც როგორც ზოგიერთი სხვა კოინი, ბიტკოინი ასე 87000$ ჩამოცდა ჯერ, ეთერა მიუახლოვდა მაქსიმალურათ ახლოს 3000$ ატმეტკას, ჯერ მინიმუმ 3450$ შემდეგ იყო ასე 3015$ რამდენიმე საათის უკან და ზოგადათ 3030$ ქვემოთ უკვე რამდენჯერმე ჩამოვიდა ეგ კოინი, ყველაზე სერიოზული და მოშნი დაპამპვა იყო სხვათაშორის დოჯკოინზე, მაგ კოინმა 14.5 ცენტიდან მოასწრო 44.5 ცენტამდე ასვლა რამდენიმე დღის უკან, ხო 14.5 ცენტი ეგ ტრამპის არჩევნებამდე იყო გაჩერებული მაგდენზე, თორე იყო ეგ კოინი 61 ცენტზე ავარდილი აპრილისთვის მახსოვს წელს, მერე სექტემბერში ძალიან მოშნათ დაეცა და ჩამოცდა 10 ცენტსაც გარკვეული პერიოდი, ეთერეუმისთვის 3450$ ეგ ზღვაში წვეთია რახან ადრე 60000$ ადიოდა ეგ კოინი პიკის დროს ფაქტიურათ 4000$ ზევითაც და ეხლა 93500$ 3300$+ ეგ მაგის ნახევარიც არაა სიძლიერით, ანუ ძალიან ცუდ ფორმაშია და რატომღაც მგონია მაგ კოინის 50%+ მატება უფრო შემდეგი წლის პირველი კვარტალისთვის მოხდება და არა წელს უკვე, არასწორათ ვიყიდე მოკლეთ ეთერეუმი საკმაოთ ცუდ დროს, კი დაგაზავს მაგრამ ჯერ სხვა კოინები დაიპამპება მოშნათ და მარტო მერე ალბათ, რამდენიმე თვეში უფრო, ალბათ იანვარ-თებერვლისთვის ვიდრე უფრო ადრე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.