Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

28 ოქტომბერს პირველ კრიპტოვალუტაზე დაფუძნებულმა Spot ETF-ებმა დააფიქსირეს 479.35 მლნ აშშ დოლარის ოდენობით თანხების შემოდინება, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელიბოლო ორი კვირის განმავლობაში. 

image.png 

Bitcoin-ზე დაფუძნებულ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში თანხის შემოდინების ყოველდღიური დინამიკა. წყარო: SosoValue. 

მთლიანი მაჩვენებლის ყველაზე დიდი წილი BlackRock-ის IBIT-მა მიიღო - 315.19 მლნ აშშ დოლარი (დააფიქსირა ზედიზედ 11 „პოზიტიური“ დღე). 

ვაჭრობის მოცულობამ ყველა ETF-ში მიაღწია 3 მლრდ აშშ დოლარს. 25 ოქტომბერს ეს მაჩვენებელი 2.9 მლრდ აშშ დოლარი იყო. 

11 ოქტომბრიდან Bitcoin-ზე დაფუძნებულმა სპოტ ფონდებმა ჯამში 3.85 მლრდ აშშ დოლარი შეაგროვეს. 

Ethereum-ზე დაფუძნებული ETF-ების შემთხვევაში დინამიკა ნაკლებად ხელსაყრელია. 28 ოქტომბერს თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანალოგიური ვითარება დაფიქსირდა წინა სავაჭრო დღეებშიც. 

image.png 

Ethereum-ზე დაფუძნებულ ბირჟაზე ვაჭრობის ფონდებში თანხის შემოდინების ყოველდღიური დინამიკა. წყარო: SosoValue. 

Grayscale-ის ETHE-დან 8.44 მლნ აშშ დოლარი გავიდა, სხვა ფონდებმა დააფიქსირეს შემოსული თანხების მცირე ზრდა: 

  • Fidelity-ს კუთვნილი FETH 5.02 მლნ აშშ დოლარი; 
  • BlackRock-ის ETHA 2.28 მლნ აშშ დოლარი. 

ვაჭრობის მოცულობამ 187.49 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შედარებისთვის 25 ოქტომბრის მაჩვენებელი 189.88 მლნ აშშ დოლარი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბრის დილას პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 71 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ამასთან, ანალიტიკოსებმა გაფრთხილება გამოთქვეს Bitcoin-ის ფასის შესაძლო კორექტირების შესახებ აშშ-ს არჩევნების შემდეგ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.