Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა დაიწყო Ultra 200S-ის, ასევე ცნობილი, როგორც Arrow Lake-S, დესკტოპ პროცესორების გაყიდვები. ახალი პროდუქტები არ არის უფრო სწრაფი წინამორბედებთან შედარებით, რასაც თავად Intel-იც აღიარებს, მაგრამ მათში მნიშვნელოვნად შემცირდა ენერგმოხმარება. ჩიპებში წარმოდგენილია სრულიად ახალი გამოთვლი ბირთვები, ახალი თაობის ინტეგრირებული გრაფიკა, ასევე ხელოვნური ინტელექტის ძრავ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ახალი პროცესორები წარმოდგენილია 14-დან 24-მდე გამომთვლელი ბირთვით და არ აქვთ მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ მოდელები განბლოკილი მექანიკური აჩქარების მულტიპლიკატორით და მათნომინალური ენერგმოხმარება 125 ვატი. ეს ჩიპები განკუთვნილია გეიმერებისა და ოვერქლოქერებისთვის.  

ახალ, მაღალი წარმადობის Lion Cove ბირთვებს აქვს IPC 9%-იანი ზრდა (ტაქტზე შესრლებული ინსტრუქციები) მე-14 თაობის Core პროცესორების Raptor Cove ბირთვებთან შედარებით. თავის მხრივ, ეფექტურ Skymont ბირთვებ აფიქსირებენ IPC-ის 32%-იანი ზრდა მთელი რიცხვის ოპერაციების და 72%-მდე ცვლადი ნიშნულის ოპერაციებისთვის Gracemont-თან შედარებით. 

image.jpeg 

Arrow Lake-S სერიის ფლაგმანური მოდელი Core Ultra 9 285K. ჩიპი მოიცავს რვა მაღალი წარმადობის Lion Cove ბირთვს და 16 ენერგოეფექტურ Skymont ბირთვს. მას შეუძლია ავტომატურად აჩქარება 5.7 გჰც-მდე. პროცესორი შეიცავს Xe-LPG არქიტექტურაზე დამყარებულ ოთხ გრაფიკულ ბირთვს. საინტერესოა, რომ Intel-მა არ წარადგინა Core Ultra 9 285KF ვერსია ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე. 

Core Ultra 7 265K და Core Ultra 7 265KF პროცესორებთითოეულს აქვს 20 ბირთვი (რვა მაღალი წარმადობის და 12 ენერგოეფექტური) და მაქსიმალური სიხშირე 5.5 გჰც-მდე. და ბოლოს, 14-ბირთვიანი Core Ultra 5 245K და Core Ultra 5 245KF გვთავაზობენ ექვს მაღალი წარმადობის და რვა ენერგოეფექტურ ბირთვს და მათი სიხშირე აღწევს 5.2 გჰც-ს. 

image.jpeg 

Intel Core Ultra 200S სერია გახდა პირველი, რომელშიც წარმოდგენილია Xe-LPG არქიტექტურაზე დაფუძნებული Intel Xe გრაფიკული ბირთვი. თითოეულ iGPU ჩიპს აქვს ოთხი გრაფიკული ბირთვი. მასშტაბირებისთვის მხარდაჭერილია DirectX 12 Ultimate და Intel XeSS. ინტეგრირებული გრაფიკისგან თამაშებში სასწაულებ მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მულტიმედიასთან მუშაობისთვის საკმაოდ ეფექტური იქნება: მხარდაჭერილია AV1, AVC, HEVC და სხვა კოდეკები. 

ყველა Core Ultra 200S პროცესორს აქვს ინტეგრირებული AI ძრავ ან NPU 13 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობით INT8 მოძრავო წერტილის რიცხვებთან მუშაობისას. ეს მაჩვენებელი 3.7-ჯერ ნაკლებია მობილური Lunar Lake პროცესორების NPU-ის წარმადობასთან შედარებით. 

ახალ პროცესორებთან ერთად გამოდის ახალი დედა დაფები LGA 1851 პროცესორის სოკეტით და Intel Z890 ჩიპსეტით. ხარდაჭერილია DDR5-6400 მეხსიერებ, ოთხი PCIe 5.0 არხით მეტი და უამრავ სხვა გაუმჯობესება. 

image.jpeg 

ფლაგმანურCore Ultra 9 285K-ს ფასი 589 აშშ დოლარია. Core Ultra 7 265K მოდელი ეღირება 394$, ხოლო Core Ultra 7 265KF ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე - 379 აშშ დოლარი. დაბოლოს, უმცროსი Core Ultra 5 245K შემოთავაზებულია 309 აშშ დოლარად, ხოლო მისი ვერსია ინტეგრირებული გრაფიკის გარეშე 294 აშშ დოლარი ღირს. 

  • Thanks 1
Posted

რაც გადავხედე სიმძლავრით ჩამოუვარდება ძველ თაობას, მერე მოხოდავენ ალბათ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.