Jump to content

Recommended Posts

Posted

2004 წლის ფილმ "I, Robot"-ის შემქმნელების მიერ გამოყენებულ სურათებთან ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ების და Robovan-ის გასაოცარი მსგავსების გამო საყვედური არ იყო ერთადერთი, რის წინაშეც აღმოჩნდა Tesla რობოტიზებულ ტაქს Cybercab-ის პრეზენტაციის შემდეგ. Alcon Entertainment-მა სარჩელი შეიტანა ლონ მასკის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან პრეზენტაციაში გამოიყენა სურათები, რომლებიც ფილმ Blade Runner 2049-თან ქმნის ასოციაციას. 

image.jpeg 

კადრი Tesla-პრეზენტაციიდან 

ეს ფილმი Alcon Entertainment-მა 2017 წელს გადაიღო და იგი შთაგონებული იყო 1982 წლის ორიგინალ ფილმით, რომელიც ასახავს კაცობრიობის დისტოპიურ მომავალს პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში. South China Morning Post-ის ცნობით Tesla Cybercab-ის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე ამ ავტომწარმოებლის წარმომადგენლებმა მიმართეს Alcon Entertainment- პრეზენტაციაში 2017 წლის ფილმის კადრების გამოყენების ნებართვის მისაღებად, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. შედეგად Tesla-მ მაინც გადაწყვიტა პარალელები გაევლო ფილმის მოვლენებთან და პრეზენტაციაში გამოიყენა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემის მიერ შექმნილი სურათი, რომელიც მოგვაგონებს სცენას ფილმიდან Blade Runner 2049. 

image.jpeg 

კადრი ფილმიდან “Blade Runner 2049” 

Tesla-ს პრეზენტაციაზე ამ სლაიდის ხანმოკლე დემონსტრირებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჰოლივუდის სტუდია Alcon Entertainment-ის წარმომადგენლებ მასკი და მისი კომპანია ინტელექტუალური საკუთრების ბოროტად გამოყენებაში დაედანაშაულებინათ. სტუდიის მტრული დამოკიდებულება ლონ მასკის მიმართ, თუ ვიმსჯელებთ სარჩელის ტექსტში გამოყენებული ფორმულირებით, განპირობებულია მისი პოლიტიკური აქტივობით. ფილმის შემქმნელებს სურთ თავი აარიდონ ამ ნამუშევრის ასოცირებას Tesla-ს პროდუქტებსა და მასკის პიროვნებასთან, მაგრამ კომპანიის ქმედებები, სავარაუდოდ, ქმნის ამგვარ კავშირს საავტორო უფლებების მფლობელის სურვილის საწინააღმდეგოდ. 

სარჩელის ერთ-ერთი მოპასუხეა სტუდია Warner Bros, სადაც Tesla Cybercab-ის პრეზენტაცია გაიმართა. თავად Alcon Entertainment, როგორც განცხადებიდან გახდა ცნობილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ავტომწარმოებლებთან სავაჭრო ნიშნების გამოყენების შესახებ სერიალ Blade Runner 2099-ის გადაღებების დროს, რომელსაც Amazon წარმოადგენს. Tesla-ს „თვითნებური მოქმედება“ ამ თვალსაზრისით შეუსაბამოა და ზიანს აყენებს კინოსტუდიის ბიზნესს - განმარტავენ მისი წარმომადგენლები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.