Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Bitcoin-ის ფიუჩერსების მთლიანმა ღია ინტერესმა (OI) მიაღწია რეკორდულ 40.6 მლრდ აშშ დოლარს, რაც აღემატება მარტის ATH ღირებულებებს. ამას Coinglass-ის მონაცემები მოწმობს. 

image.png 

წყარო: Coinglass. 

მონეტების გადათვლის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი იყო 592.000 BTC - მაქსიმუმი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ. იმ დროს პირველი კრიპტოვალუტა იყიდებოდა არაუმეტეს 20 000 აშშ დოლარად, დათვური განწყობის პიკის ფონზე. 

დოლარში მთლიანი ღირებულების 40% მოდიოდა ინსტიტუციონალებში პოპულარულ CME-ზე  ლისტინგის მქონე კონტრაქტებზე (11 მლრდ აშშ დოლარი). 

„68000 აშშ დოლარიანი დონის გარღვევას თან ახლდა დაახლოებით 2.4 მლრდ აშშ დოლარის შემოდინება BTC-ETF-ებში ბოლო ექვსი სესიის განმავლობაში, ისევე როგორც შესაბამისი ნახტომი ღია ინტერესის კუთხით. ეს არის კონსტრუქციული სიგნალი ახალი გრძელვადიანი პოზიციების გასახსნელად,” - განაცხადა SOFA.org-ის ანალიტიკის ხელმძღვანელმა ავგუსტინ ფანმა,. 

QCP Capital-მა აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები იაპონიასა და ჩინეთში, შეერთებული შტატების არჩევნებთან ერთად, ხელს უწყობს Bitcoin-ის უწყვეტ ზრდას. 

„ამერიკული აქციები ისტორიულ მაქსიმუმებთან ახლოსაა, ხოლო იაპონური იენი შესუსტების ახალ ეტაპზეა. ოპტიმიზმი გაიზრდება აშშ-ს არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც გამოიწვევს სარისკო აქტივების ღირებულების ზრდას და Uptober-ის მხარდაჭერას“, - ასკვნიან ექსპერტები. 

შეგახსენებთ, რომ BlackRock-ის აღმასრულებელ დირექტორ ლარი ფინკის თქმით Bitcoin გააგრძელებს ზრდას იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს სავრაძელს თეთრ სახლში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.