Magdalena Posted October 24, 2024 Posted October 24, 2024 Bitcoin-ის ფიუჩერსების მთლიანმა ღია ინტერესმა (OI) მიაღწია რეკორდულ 40.6 მლრდ აშშ დოლარს, რაც აღემატება მარტის ATH ღირებულებებს. ამას Coinglass-ის მონაცემები მოწმობს. წყარო: Coinglass. მონეტების გადათვლის თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი იყო 592.000 BTC - მაქსიმუმი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ. იმ დროს პირველი კრიპტოვალუტა იყიდებოდა არაუმეტეს 20 000 აშშ დოლარად, დათვური განწყობის პიკის ფონზე. დოლარში მთლიანი ღირებულების 40% მოდიოდა ინსტიტუციონალებში პოპულარულ CME-ზე ლისტინგის მქონე კონტრაქტებზე (11 მლრდ აშშ დოლარი). „68000 აშშ დოლარიანი დონის გარღვევას თან ახლდა დაახლოებით 2.4 მლრდ აშშ დოლარის შემოდინება BTC-ETF-ებში ბოლო ექვსი სესიის განმავლობაში, ისევე როგორც შესაბამისი ნახტომი ღია ინტერესის კუთხით. ეს არის კონსტრუქციული სიგნალი ახალი გრძელვადიანი პოზიციების გასახსნელად,” - განაცხადა SOFA.org-ის ანალიტიკის ხელმძღვანელმა ავგუსტინ ფანმა,. QCP Capital-მა აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები იაპონიასა და ჩინეთში, შეერთებული შტატების არჩევნებთან ერთად, ხელს უწყობს Bitcoin-ის უწყვეტ ზრდას. „ამერიკული აქციები ისტორიულ მაქსიმუმებთან ახლოსაა, ხოლო იაპონური იენი შესუსტების ახალ ეტაპზეა. ოპტიმიზმი გაიზრდება აშშ-ის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რაც გამოიწვევს სარისკო აქტივების ღირებულების ზრდას და „Uptober“-ის მხარდაჭერას“, - ასკვნიან ექსპერტები. შეგახსენებთ, რომ BlackRock-ის აღმასრულებელ დირექტორ ლარი ფინკის თქმით Bitcoin გააგრძელებს ზრდას იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს სავრაძელს თეთრ სახლში. https://tinyurl.com/3ybp26d2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.