Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel Core Ultra 200S პროცესორების გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე სამი დღით ადრე AMD-მ გადაწყვიტა რეკლამირება გაეწია Zen 5 არქიტექტურაზე დაფუძნებული Ryzen 9000X3D გეიმინგ სერიისთვის. კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Jack Huynh-მა X-ის მეშვეობით გამოაცხადა, რომ ახალი ჩიპების სერი 7 ნოემბერს გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-ის ტოპ მენეჯერმა არ დააკონკრეტა, საუბარია ანონსზე თუ 7 ნოემბერს ახალი სერიის პროცესორების გაყიდვების პირდაპირ დაწყებაზე. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ AMD Ryzen 7 9800X3D პროცესორებ 23-24 ოქტომბერს წარადგენდა. სავარაუდოდ, ეს იქნება მხოლოდ დახურული პრეზენტაცია. 

Huynh-ის შეტყობინების ფონზე AMD-მა ასევე გამოაცხადა ფასის შემცირება Ryzen 9000X პროცესორების სტანდარტულ მოდელებზე, წერს პორტალი VideoCardz. ამ ჩიპების ადრეული მყიდველები შეიძლება გაანაწყენოს იმ ფაქტმა, რომ პროცესორები ახლა 30-50 აშშ დოლარით იაფია, ვიდრე ორი თვის წინ იყო. Ryzen 9000X სერიების ჩიპების ამჟამინდელი ფასები შემდეგნაირად გამოოიყურება: 

  • AMD Ryzen 9 9950X - სარეკომენდაციო ფასი 649$; 
  • Ryzen 9 9950X 599$ (Amazon); 
  • Ryzen 9 9950X 599$ (Newegg); 
  • AMD Ryzen 9 9900X - სარეკომენდაციო ფასი 499$; 
  • Ryzen 9 9900X 429$ (Amazon); 
  • Ryzen 9 9900X 429$ (Newegg); 
  • AMD Ryzen 7 9700X - სარეკომენდაციო ფასი 359$; 
  • Ryzen 7 9700X 326.75$ (Amazon); 
  • Ryzen 7 9700X 326.75$ (Newegg); 
  • AMD Ryzen 5 9600X - სარეკომენდაციო ფასი 279$; 
  • Ryzen 5 9600X 249$ (Amazon); 
  • Ryzen 5 9600X 249$ (Newegg). 

image.jpeg 

ფასის შემცირება შეეხო Ryzen 9000X სერიის ოთხივე მოდელს. AMD-ის ფლაგმანურRyzen 9 9950X შემოთავაზებულია 50 აშშ დოლარიანი ფასდაკლებით, ხოლო სხვა მოდელებზე ხელმისაწვდომია 30 აშშ დოლარიანი ფასდაკლება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.