Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

წყაროების ცნობით Tether-ის წარმომადგენლებსა და სასაქონლო ინდუსტრიის ტრეიდერებსა და მწარმოებლებს შორის შეხვედრებზე განიხილეს USDT Stablecoin-ში საკრედიტო ხაზების ორგანიზების საკითხები. 

რაც Tether-ის შეთავაზებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის არის ის, რომ დაკრედიტების პირობები არ იქნება შეზღუდული ტრადიციული კრედიტორების მარეგულირებელი მოთხოვნებით. გარდა ამისა, USDT-ის დაკრედიტება უზრუნველყოფს ფინანსური სესხების ბაზარზე სრულ წვდომას მცირე სასაქონლო ბაზრის მონაწილეების და სანქცირებული კომპანიებისთვის. 

Bloomberg-ითან კომენტარში Tether-ის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კომპანია იკვლევს სასაქონლო სექტორში დაკრედიტების შესაძლებლობებს, მაგრამ უარი თქვა დაინტერესებული კომპანიების სიის და საკრედიტო პორტფელის პოტენციური მოცულობის გამხელაზე. 

„ჩვენ არ გავამხელთ სად ან რა თანხის ინვესტიციას ვაპირებთ სასაქონლო ვაჭრობის ინდუსტრიაში. ჩვენ ჯერ კიდევ განვსაზღვრავთ სტრატეგიას. კომპანია დაინტერესებულია სასაქონლო ვაჭრობისთვის დაკრედიტების შესაძლებლობების შესწავლით და ამაში დიდ პერსპექტივას ხედავს“, - განაცხადეს Tether-ში. 

მანამდე Cyber Capital-ის დამფუძნებელმა Justin Bons-მა თქვა, რომ Tether-ის 75%-იანი დომინირება Stabelcoin-ების ბაზარზე ზრდის შეშფოთებას კრიპტო ინდუსტრიის მონაწილეებს შორის ინდუსტრიაზე მისი შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ. ბონსმა Tether-ს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხე მთელი კრიპტო ინდუსტრიისთვის“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.