Jump to content

Recommended Posts

Posted

MediaTek-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის ფლაგმანური ერთჩიპიანი პლატფორმა Dimensity 9400. ახალი ჩიპი ამ დროისთვის რეალურად ყველაზე ძლიერი პროცესორია Android სმარტფონებისთვის. იგი გამოირჩევა ტექნიკური მახასიათებლების ევოლუციური გაუმჯობესებით, ასევე რამდენიმე პერსპექტიული ინოვაციით. და, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: mediatek.com 

MediaTek Dimensity 9400 დამზადებულია გაუმჯობესებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით, რაც, როგორც კომპანია გვპირდება, უზრუნველყოფს მისი ენერგოეფექტურობის 40%-ით გაზრდას წინამორბედ Dimensity 9300-თან შედარებით. ჩიპის ტაქტის სიხშირეა 3.65 გჰც, აქვს სამი Cortex-X4 და ოთხი Cortex-A720. როგორც ხედავთ, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ე.წ. "პატარა" Arm ბირთვები - მოცემულია მხოლოდ "დიდი" წარმადობის ბირთვები. ამ კონფიგურაციის წყალობით შესაძლებელი გახდა წარმადობის 35%-ით გაზრდა ერთბირთვიან რეჟიმში და 28%-ით - მრავალბირთვიან რეჟიმში. პლატფორმა მოიცავს 12-ბირთვიან Arm Immortalis-G925 GPU-ს გაზრდილი ქეშით (გაორმაგებული L2 ქეში და 50%-ით მეტი L3 ქეში), ასევე 40%-ით გაზრდილი რეითრეისინგის წარმადობა. 

MediaTek-ის საფირმო ნეიროდამუშავების ერთეული (NPU), ანუ ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი, მხარს უჭერს მსუბუქი მოდელების ლოკალურ სწავლებას და უზრუნველყოფს მოთხოვნების დამუშავების „80%-მდე გაუმჯობესებულ წარმადობას დიდი ენის მოდელების შემთხვევაში“. მხარდაჭერილია ვიდეოს გენერაცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. არსებობს ფრეიმვორქი დეველოპერებისთვის, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნისთვის; წამოდგენილია უახლესი AI მოდელების და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მხარდაჭერა. 

ახალ ჩიპზე მხარდაჭერილია ულტრა სწრაფი LPDDR5X-10667 ოპერატიული მეხსიერება, ასევე UFS 4.0 ფლეშ დრაივები. Imagiq 1090 სიგნალის პროცესორი პასუხისმგებელია კამერებთან მუშაობაზე, მხარდაჭერილია კამერები 320 MP-მდე გაფართოებით, 8K ვიდეოს გადაღება 60 FPS სიჩქარით გრძელვადიან (3 საათამდე) რეჟიმში და 4K ვიდეო გადაღება 60 FPS სიჩქარით. ასევე ხელმისაწვდომია 100-მაგი ზუმი ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოსახულების გაუმჯობესებით. ინტეგრირებული 5G მოდემი უზრუნველყოფს 7 გბ/წმ-მდე სიჩქარეს, ხოლო Wi-Fi 7 მოდული - 7.3 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. 

MediaTek Dimensity 9400 პროცესორზე აგებული მოწყობილობები ბაზარზე მეოთხე კვარტალში გამოვა. კომპანიის განცხადებით ყველაზე ხშირად მისი ჩიპების დებიუტი შედგება ჩინური ბრენდების მოდელებში, როგორებიცაა Vivo და Oppo. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.