Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

გაშვებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ BlackRock-ის Ethereum-ის საბირჟო ფონდის აქტივების ღირებულებამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

The ETF Store-ის პრეზიდენტ ნეიტ ერაჩის თქმით მაჩვენებლის მიხედვით საინვესტიციო პროდუქტაშშ-ს ბაზარზე არსებული 3700 ETF-ის ტოპ 20%-ში მოხვდა. 

გასული კვირა იყო მხოლოდ მეორე კვირა ETH ფონდებში წმინდა დადებითი შემოდინებით. SoSoValue-ის მონაცემებით მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 84.5 მლნ აშშ დოლარი, რომელშიც 58.7 მილიონი პარასკევს შემოსულ თანხას შეადგენს. 

image.png 

წყარო: SoSoValue. 

ამასთან, პერიოდი ივლისიდან რეკორდული, 79.2 მლნ აშშ დოლარის გადინებით დაიწყო. 

კვირის ბოლოს BlackRock-ის ETHA მიუახლოვდა Grayscale-ის Ethereum Mini Trust-ის (ETH) აქტივების ღირებულებას. 

ორივე ფონდი მნიშვნელოვნად ჩამორჩება Grayscale Ethereum Trust-ს (ETHE), რომლის ღირებულება 4.5 მლრდ აშშ დოლარია, თუმცა, სტრუქტურა მოცულობკარგავს ტრასტის ETF-ად გადაქცევის შემდეგ. თანხების წმინდა გადინებამ უკვე მიაღწია 2.9 მლრდ აშშ დოლარს. 

image.png 

წყარო: SoSoValue. 

შეგახსენებთ, რომ SEC-მა ნოემბრისთვის გადადო გადაწყვეტილების მიღება BlackRock-ის, Bitwise-ისა და Grayscale-ის Spot Ethereum-ETF-ებზე დაფუძნებული ოფციონების ლისტინგის დამტკიცების შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.