Jump to content

Recommended Posts

Posted

OpenAI გეგმავს დაფინანსების რაუნდის ჩატარებას 7 მლრდ აშშ დოლარის მოსაზიდად, რამაც შეიძლება მისი საბაზრო ღირებულება 150 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდოს, წერს The New York Times. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Growtika/unsplash.com 

ამასთან დაკავშირებით OpenAI ავრცელებს ფინანსური საქმიანობის ანგარიშს პოტენციურ ინვესტორებს შორის, რომელიც ასევე ასახავს უახლოეს სამომავლო გეგმებს. OpenAI-ის მონაცემებით აგვისტოში მისი შემოსავალი წლიურად სამჯერ გაიზარდა. ივნისის მონაცემებით მისი მომსახურებით დაახლოებით 350 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც 3.5-ჯერ მეტია მარტთან შედარებით. 

ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ChatGPT-ის პოპულარობით. ზრდის მატება დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდა ჩატ-ბოტის გამოყენება ანგარიშის შექმნისა და სისტემაში შესვლის გარეშე. კომპანია ელოდება, რომ ChatGPT წელს 2.7 მლრდ აშშ დოლარ შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც 2023 წელს 700 მლნ აშშ დოლარით აღემატება. კიდევ 1 მლრდ აშშ დოლარი შემოვა კომპანიებისგან, რომლებიც გამოიყენებენ მის ტექნოლოგიას. თუმცა, OpenAI მაინც წამგებიან პოზიციაშია - წელს ის 5 მლრდ აშშ დოლარს დაკარგავს. 

მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით დაახლოებით ChatGPT-ის 10 მილიონი მომხმარებელი კომპანიას ყოველთვიურად უხდის 20 აშშ დოლარს. OpenAI გეგმავს სააბონენტო ფასების 22 აშშ დოლარამდე გაზრდას წლის ბოლომდე და 44 აშშ დოლარამდე - მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ნათქვამია დოკუმენტებში. გავრცელებული ინფორმაციით მილიონზე მეტი გარე მხარის დეველოპერი იყენებს OpenAI-ს ტექნოლოგიას საკუთარი სერვისების გასაძლიერებლად. 

OpenAI-ის თანახმად მისი შემოსავალი 2029 წელს 100 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით იგივეა, რაც მულტინაციონალური კორპორაცი Nestlé-ს ან მსხვილი ამერიკულ საცალო მოვაჭრე Target-ის მიმდინარე წლიური გაყიდვები. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ OpenAI იმყოფება არაკომერციულიდან კომერციულ ბიზნეს მოდელზე გადასვლის პროცესი, რაც მოხსნის ყოველგვარ შეზღუდვას ინვესტორების შემოსავალზე. ეს მდგომარეობა უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუხსნის OpenAI-ს ახალ ინვესტორებთან მოლაპარაკების და ანაზღაურების უფრო მაღალი მაჩვენებლების შეთავაზებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.