Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს HPC Wire-ის თანახმად Intel ოპტიმიზაციას უწევს მე-6 თაობის სასერვერო Xeon Granite Rapids პროცესორებს სპეციალურად ისეთი სისტემებისთვის, რომლებიც იყენებენ NVIDIA AI ამაჩქარებლებს. ამრიგად, Intel-ი ელის გაყიდვების გაზრდას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

ახალ ინიციატივაზე ისაუბრა Intel-ის უფროსმა მკვლევარმა Ronak Singhal-მა. მისი თქმით, NVIDIA ლიდერია ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლის ბაზარზე, ამიტომ Intel მჭიდროდ თანამშრომლობს ამ კომპანიასთან. კომპანიის მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს NVIDIA MGX-ზე ან HGX-ზე დაფუძნებული სისტემები Xeon პროცესორების სრული სპექტრით, რომლებიც სერტიფიცირებულია ამ პლატფორმებზე მუშაობისთვის. ”ეს მხოლოდ დასაწყისია იმ თანამშრომლობისა, რომელიც გვექნება NVIDIA-სთან მომდევნო წლის განმავლობაში,” - განაცხადა Singhal-მა. 

image.png

ფოტოს წყარო: Intel 

კვარტალური 1.61 მლრდ აშშ დოლარის ზარალისა და აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის ფონზე Intel ეძებს გზებს, რათა თავისი ბიზნესი x86 პროდუქტებზე გადააწყოს. კორპორაციამ ადრე გამოაცხადა განზრახვა - მოარგოს Xeon 6 პროცესორები Amazon Web Services-ს (AWS) და გააკეთა მინიშნება, რომ იმავეს გააკეთებდა Google Cloud-ის ინტერესებიდან გამომდინარე. ამავდროულად, Intel-მა უსიამოვნო ფაქტის წინაშე დააყენა NVIDIA Sapphire Rapids-ის გამოშვების შეფერხებით, რომლებიც გამოიყენება DGX H100 სისტემებში გამოიყენება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.