kloud Posted September 25, 2024 Posted September 25, 2024 მოკლედ ვგეგმავ დესკტოპიდან ლეპტოპზე გადასვლას. მაქვს TCL 43P725 ტელევიზორი მონიტორად და ვგეგმავ რომ დავიტოვო და ლეპტოპი დავაერთო მომავალში. შესაბამისად მჭირდება ისეთი ლეპტოპი რომელიც შეძლებს რომ 3840*2160/60hz გარჩევადობაზე დაიერთოს გარე მონიტორი. ნუ ტელევიზორს ცხადია აქვს მხოლოდ HDMI2.1*1 და HDMI2.0*1 პორტები. თამაშს არ ვგეგმავ, ძირითადად ვებში მუშაობა და ფილმების ყურება, ხანდახან მარტივი რაღცები შეილება მომიწიოს ფოტოშოპში. დესკტოპს რო ვყიდულობდი იგივე მოთხოვნებისთვის მაშინ გამიადვილდა ინფორმაციის მოძიება და ვიყიდე ვიდეოკარტა რომელსაც შეეძლო ამ გარჩევადობაზე მუშაობა, მაგრამ ლეპტოპის შემთხვევაში ცოტა მიჭირს მსგავსი ინფორმაციის მოძიება. ერთ ის გავარკვიე რომ AMD Ryzen 7 4700U ამ მოდელს მაგალითად რა ვიდეოც აქვს ინტეგრირებული იმას 4K-ზე მგონი მარტო 30 ჰერცზე შეუძლია რო ამუშაოს რაც არ მაწყობს. სავარაუდოდ იგივე იქნება სხვა 4000-სერიის რაიზენებზეც. სამწუხარო ვერ გავარკვიე 5000 სერიის რაიზებენზე თუ გაუმჯობესდა ამ მხრივ სიტუაცია. თუ არადა მომიწევს ვიდეოკარტიანი ლეპტოპის ყიდვა და ამ შემთხვევაში, ლეპტოპის ვიდეოკარტებს და იგივე დასახელების დესკტოპის ვიდეოკარტებს ერთნაირი მხარდაჭერა ექნებათ გარჩევადობაში? იმიტომ რომ ვუთითებ საძებოში ვთქვათ GTX 1660Ti mobile მაგრამ კონკრეტულად მე რაც მაინტერესებს მაგაზე პასუხს დესკტოპისთვის ვპოულობ მარტო.
George Posted September 25, 2024 Posted September 25, 2024 DP 1.4 უნდა ყველა ვარიანტში ან HDMI 2.1 ისე 30 გერცზე იმუშავებს რა კარტაც არ უნდა გქონდეს ლეპტოპში, რასაც აქვს მაგის საპორტი უნდა იმუშავოს 60 გერცზე მაინც შეიძლება 144+ გერცზეც დადგეს, კარტას გააჩნია, ეგ უკვე მონიტორზეა დამოკიდებული, RTX 3050 mobile აქვს უკვე მაგის საპორტი, მაგ ტელევიზორს აქვს HDMI 2.1 საპორტი, იმუშავებს მაგ შემთხვევაში 60 გერცზე უკვე, 120 გერციანი მატრიცა მაგ მოდელს არა აქვს, ისე ახალ ტვ მოდელებზე 120 გერციანზეც კი ზოგან 144 გერცის საპორტი მაინც აქვს 4K, ხანდახან მეტიც შეუძლია, იგრებისთვის დაამატეს ეგ, ნუ 240 გერცის საპორტი მარტო რამდენიმე ძვირიან ტელევიზორზე აქვს მარტო, მაგრამ 144+ გერცი ბევრს აქვს უკვე საკმაოთ ახალ მოდელებიდან, მობილურ კარტებზე მაგ მხრივ უფრო გვიან დაიწყეს DP 1.4 და HDMI 2.1 საპორტის დამატება, ნვიდიას კარტებზე 3000 სერიიდან აქვს მარტო მაგის საპორტი, ამიტომ 4K შეზღუდვა აქვს უკვე, პრინციპში HDMI 2.0 საპორტი კი უნდა ქონდეს GTX 1660Ti mobile-ზე, ამიტომ 60 გერცზე დადგება ალბათ 4K გაფართოვებაზე https://linustechtips.com/topic/729232-guide-to-display-cables-adapters-v2/?section=calc თუ აქვს ლეპტოპს HDMI 2.0 გარდა USB-C to DP 1.2 საპორტი მაინც მაშინ USB-C to DP კაბელით ალბათ 90 გერცზეც დადგება, მაგრამ მაგ ტვ-ზე მაინც 60 გერცია მაქსიმუმი და არ დაჭირდება მაგის ყიდვა, ანუ HDMI 2.0 იმუშავებს GTX 1660Ti mobile 60 გერცზე, მაგრამ 120 გერციან ტვ-ზე უკვე RTX3050 მობილური კარტა დაგჭირდება HDMI 2.1 საპორტით
kloud Posted October 7, 2024 Author Posted October 7, 2024 Huawei Matebook-ები მესიმპათიურება, Type C დამტენი აქვს და მგზავრობისას იდეალურია, მსუბუქია თვითონაც და დამტენიც კომპაქტური აქვს, თან ერთი დამტენი გამომადგება ტელეფონისთვისაც, ლეპტოპისთვისაც და ფაუერბანკისთვისაც. ფაუერბანკიც დავითრიე ლეპტოპს რომ ტენის მასეთი. ახლა ვნახე ამას ასე უწერია აღწერაში 2x USB-C (1x DisplayPort 4K 120 Hz + 1x Power Delivery 20 V/3,25A); ანუ გამოდის რომ ამის Type C-დან თუ დავუკავშირებ მონიტორზე უნდა ამუშაოს 4K/60ზე როგორც ჩანს. უბრალოდ Type C > Display Port > HDMI 2.0 ამ ფორმატში იმუშავებს? ან პირდაპირ Type C > HDMI 2.1 კაბელი რო დავითრიო არ იზამს?
George Posted October 7, 2024 Posted October 7, 2024 https://consumer.huawei.com/en/laptops/matebook-e-go/ ეს თუ რამე სხვა ვერსიის ყიდვა გინდა უნდა ამუშავოს კი 4K 120 გერცამდე წესით, 60 გერცზე კი დადგება მაგ typec კაბელით HDMI 2.1 არ ვიცი აქვს მაგას მაგის საპორტი ალბათ არ ღირს გარისკვა, сompatibility მოდში იმუშავეს თუ HDMI 2.0 საპორტი აქვს მარტო მაგას ორი პორტი ქონია type-c Left USB-C × 1, support charging, supporting data (USB3.2 Gen 1), external power supply of 10 W (5V 2A), and DisplayPort (Max.4K@60 Hz) ცალზე, ესე იგი შეძლებია 60 გერცი 4K მაქსიმუმ, 120 გერცი თვითონ მაგისი ეკრანია მაგრამ გარე მონიტორი-ტელევიზორი მაქსიმუმ 4K 60 გერცზე იმუშავებს უკვე, იდეაში USB-C™ 3.2 to HDMI 2.1 იმუშავებს, დაჟე ცალკე კაბელიც ქონიათ მაგ ნოუტბუკებისთვის https://www.amazon.com/Adapter-Works-Huawei-MateBook-Digital/dp/B085XP4RGD წავა რამე ესეთიც https://www.amazon.com/dp/B083KX4F6K/ref=vp_d_pbcpt2_TIER4_p13sem_lp_B085XP4RGD_pd?_encoding=UTF8&pf_rd_p=3c281a84-150a-43cb-b9ca-9061e2693c4b&pf_rd_r=KJK96WYCC8H8XECKE3ZG&pd_rd_wg=AiLY6&pd_rd_i=B083KX4F6K&pd_rd_w=5zlOr&content-id=amzn1.sym.3c281a84-150a-43cb-b9ca-9061e2693c4b&pd_rd_r=9fd09494-7155-42dc-b9a7-af0283c9bfe6&th=1
kloud Posted October 7, 2024 Author Posted October 7, 2024 არა ეს მოდელი Matebook D16 https://www.notebookcheck.net/Huawei-MateBook-D-16-in-review-A-lot-of-AMD-power-and-hardly-any-points-of-criticism.535961.0.html ასევე მომეწონა HP EliteBook 845 G7 https://www.notebookcheck.net/HP-EliteBook-845-G7-review-AMD-laptop-is-also-better-with-Ryzen-5-than-with-Intel.502343.0.html ესენი მომდის ახლა 900-1000₾ ფარგლებში ძირითადად ბრაუზინგში და ფილმების ყურებაში გამოვიყენებ და ამაზე მეტი არც მჭირდება. იქნებ გამოვიჭირო რამე HDMI 2.1 პორტით, რადგან 2.0 არ მყოფნის. კი აქვს 4K/60hz ჩვენება 2.0-ს მაგრამ მე როგორც მახსოვს ქრომა მაგ დროს 4:2:0-ზე აქ და ტექსტს ვერ გამოიტანს სუფთად. HDMI 2.1-ზე აქ მგონი 4K/60hz-ზე ქრომა 4:4:4-ზე. მაგის გამო იყო RX480 რო დავითრიე დესკტოპზე, ეგ იყო ყველაზე იაფიანი კარტა რომელსაც ქონდა ამის მხარდაჭერა. მოკლედ ვარჩევ Ryzen 5 ან 7 4*00 და 5*00 სერიის პროცით. 16გბ ოპერატიულით 512გბ SSD, 15-16" ეკრანით და Type-C დატენვის ფუნქციით ესაა ჩემი კრიტერიუმები, HP-ს კიდევ რამდენიმე მოდელი მომეწონა, Asus-ები დამრჩა სანახავი და Lenovo-ები.
kloud Posted October 7, 2024 Author Posted October 7, 2024 ერთი ლეპტოპი ვნახე RTX 3050-ით იაფად, რომელსაც უწერია გამყიდველის მიერ აღწერა: For some reason, the card clock is locked at 210Mhz (max is 1500Mhz) it's possible that it's something with the drivers or vbios. I couldn't change it. Apart from that, the games start normally and are playable, the laptop doesn't overheat. ნუ თამაშებისთვის არ მინდა და სხვა მხრივ რამე პრობლემა ხო არ ექნება ვითომ? და კიდევ ერთი კითხვა ლეპტოპებს რომ უწერიათ Up to 1x 1TB M.2 PCIe® NVMe® SSD ანუ 2TB ssd რომ ჩავსვა ვერ აღიქვამს ვითომ?
George Posted October 7, 2024 Posted October 7, 2024 ვერ გეტყვი 4K ვიდეოებს ეყოფა თუ არა 210 გერცი, რახან ალბათ მემორის ჩასტოტა მაღალზე იდგება, გამტარობა უნდა ეყოს რომ არ დალაგოს, სსდ არ ვიცი არ დამიტესტია ეგ ამბავი, გუგლში იყოს შეიძლება სადმე ან რედიტში მაგაზე რამე ინფო, ნვიდიას კარტებიდან 3000 სერიიდან აქვთ მარტო HDMI 2.1 საპორტი კარტებს, მანამდე HDMI 2.0 იყო მაქსიმუმი მარტო, ეგ ლეპტოპებში რა თქმა უნდა, თორე უფრო ძველ სერიებსაც აქვთ მაგის საპორტი, როგორც DP 1.4 მინიმუმ, ან DP 1.4 DSC რაც კიდე უფრო ზრდის გამტარობას თუმცა მთლათ DP 2.1 დონე არაა მაინც
kloud Posted October 8, 2024 Author Posted October 8, 2024 https://community.amd.com/t5/pc-drivers-software/has-anyone-been-able-to-get-the-following-working-on-a-4k-tv-4k/td-p/316755#:~:text=Yes%2C HDMI 2.0b is,s for video and audio. ამ გვერზე პასუხის ავტორს თუ დავუჯერებთ 2.0 HDMI-ც მყოფნის თან ახლა რო შევამოწმე RX480-საც 2.0 ქონია და მონიტორს გამოსახულება გამოაქვს 4K 60Hz 8 bit YCbCr444 ზე ანუ მთავარია ლეპტოპი ვიპოვო რომელსაც 2.0 HDMI აქვს. 10ბიტი რათ მინდა ახლა ტექსტთან მუშაობისას და ვიდეოს დროს კი აქ ტელევიზორს HDR10-ის მხარდაჭერა და ალბათ შევძლებ 420 ან 422-ზე გადართვას და HDMI 2.0 კი უნდა გაქაჩოს 10 ბიტზე. მოკლედ ისე ცუდად არ ყოფილა საქმე როგორც მეგონა. მოკლედ ვიყიდი რამეს HDMI 2.0-ით და თუ არ გამოდგა ტელევიზორზე დასაკავშირებლად მაშინ დესკტოპს არ გავყიდი და ეგაა.
kloud Posted October 8, 2024 Author Posted October 8, 2024 ისე ამ 4000 და 5000 სერიის Ryzen-ებში როა ინტეგრირებული ვიდეოები მაგათი მაქსიმალური მხარდაჭერილი გარჩევადობა ვერ გავარკვიე ვერსად. მაგალითად ლეპტოპს აქვს ეგ ინტეგრირებული და HDMI 2.0 პორტი, ნეტა ეგ გარანტირებულად იძლევა რომ მომცემს 4K 60Hz 8 bit YCbCr444 ამ გარჩევადობას? ისე ამ 4000 და 5000 სერიის Ryzen-ებში როა ინტეგრირებული ვიდეოები მაგათი მაქსიმალური მხარდაჭერილი გარჩევადობა ვერ გავარკვიე ვერსად. მაგალითად ლეპტოპს აქვს ეგ ინტეგრირებული და HDMI 2.0 პორტი, ნეტა ეგ გარანტირებულად იძლევა რომ მომცემს 4K 60Hz 8 bit YCbCr444 ამ გარჩევადობას? საინტერესო საიტს მივაგენი https://gamingtechware.com/category/specs/gpu-specs/integrated-gpu-specs/
George Posted October 8, 2024 Posted October 8, 2024 ესეთი ინფო ვიპოვე: https://i.imgur.com/c1jaiQn.jpeg https://i.imgur.com/fpAixop.jpeg ეგ ყველაფერი HDMI 2.0 b შეუძლიაო ryzen 5700g-ზე ან 5600g, მაგრამ ეგ უკვე დესკტოპია, აი 5600h შეძლებია როგორც 2K 165 გერციან მონიკზე მუშაობა, ოღონდ 8 ბიტზე მარტო მგონი, ასევე 4K 10 ბიტიო 60 გერცზე, ეგაა მაქსიმუმი, მაგრამ მანდ ერთი აგრანიჩენია ქონია: RGB 4:4:4 60 გერცზე კი მუშაობსო 8 ბიტზე , მაგრამ ტვ-ზე არ მუშაობსო YCbCr 4:4:4 10 ბიტზე, მარტო 30 გერციო, მაგრამ 3000 სერიაზე უეჭველი იმუშავებს დაჟე 120 გერცზეც კი ტელევიზორზე 10 ბიტზე რახან HDMI 2.1 საპორტი აქვს
kloud Posted October 24, 2024 Author Posted October 24, 2024 დავითრიე ეგ Huawei Matebook D16 საბოლოოდ HDMI 2.0 პორტი აქვს და ორი ცალი Type C ერთი დასატენად მეორე Display port 1.4-ის მხარდაჭერით. პროცის ინტეგრირებულ ვიდეოსაც უწერია რომ აქვს 3840×2160 @ 60Hz მხარდაჭერა https://gamingtechware.com/amd-radeon-rx-vega-6-renoir-m-specs/ ასე რომ არ უნდა იქნეს პრობლემა, მოკლედ კვირას მექნება სახლში კომპი და ვნახავ ამდენმა მარჩიელობამ თუ შედეგი გამოიტანა. დიდი მადლობა George დახმარებისთვის.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.