Jump to content

Recommended Posts

Posted

სოციალურ ქსელებში გავრცელდა არც თუ ისე მაღალი ხარისხის ფოტო, სადაც უცნაური გარეგნობის მანქანა მოძრაობს Warner Bros.-ის კინოსტუდიის ტერიტორიაზე - გაჩნდა ვარაუდები, რომ ეს არის რობოტაქსი Tesla Cybercab, რომლის წარდგენას კომპანია ოქტომბერში აპირებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: x.com/MatthewDR 

ჯერ ნაადრევია მანქანის შესახებ რაიმე დასკვნის გაკეთება მისი გარეგნობიდან გამომდინარე - მას ყვითელი შეფერილობა აქვს, ფორმა კი აშკარად შეცვლილია შენიღბვისთვის. Tesla- რობოტაქსის საბოლოო ვიზუალი შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ამ პროტოტიპისგან, რომელსაც აქვს უცნაური საბურავები, კვადრატული უკანა მხარე, უცნაური გამონაზარდი სახურავზე, სავარაუდოდ ლიდარი და უცნაური ჩაღრმავებებ კაპოტზე. 

ფოტო სავარაუდოდ გამოაქვეყნა Reddit-ის მომხმარებელმა u/boopitysmopp-მა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით Warner Bros.-ის თანამშრომელია. ამ დროისთვის მისი პოსტი წაშლილია ისევე, როგორც მისი პროფილი. 

Tesla Cybercab-ის რობოტაქსის პრეზენტაცია, არაოფიციალური ინფორმაციით, გაიმართება Warner Bros-ის სტუდიაში 110 ჰექტარ (44,5 ჰექტარი) ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია მრავალი ობიექტი, მათ შორის პატარა ქალაქების მოდელები. ყვითელი საღებავი ლოგიკური არჩევანი უპილოტო ტაქსის შენიღბვისთვის. მანქანა, როგორც ჩანს, პატარაა გარეგნულად - შესაძლოა, დაახლოებით Tesla Model 3-ის ზომის. Reddit-ის ორიგინალ პოსტში ასევე ნათქვამია, რომ მას აქვს დაყენებული სრული ზომის უკანა განათება, რაც, როგორც ჩანს Cybertruck-ითაა შთაგონებული. ამ ფოტოდან შეუძლებელია საჭის და პედლების არსებობა-არარსებობის შესახებ მსჯელობა. შესაძლოა პრეზენტაციამდე Tesla-ს რობოტაქსის სხვა არაოფიციალური ფოტოებიც გამოჩნდეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.