Magdalena Posted September 19, 2024 Posted September 19, 2024 გარკვეული დროის წინ Intel იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მე-13 და მე-14 თაობის Core პროცესორებს შეიძლება ჰქონდეთ სტაბილურობის პრობლემები მუშაობის დროს, ამიტომ დაიწყო მათი შეცვლა გარანტიით და ასევე გაზარდა ამ გარანტიის ვადა ორი წლით. ახლა თვითმხილველები აცხადებენ, რომ Intel ცვლის პროცესორებს ან უბრუნებს ფულს მომხმარებლის არასტაბილურობასთან დაკავშირებით ბევრი მტკიცებულების გარეშე. ფოტოს წყარო: Intel ყოველ შემთხვევაში, Reddit გვერდებზე დისკუსიის მონაწილეთა ასეთი განცხადებები მოხსენიებულია WCCFTech რესურსის მიერ. Intel Core i9-13900K პროცესორის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი იტყობინება, რომ მან შეძლო მწარმოებლისთვის დაებრუნებინა თავისი თითქმის ორი წლის განმავლობაში გამოყენებული პროცესორი, თანაც მწარმოებელმა გადაიხადა ტრანსპორტირების ხარჯებიც. მომხმარებლისგან არ იყო საჭირო არასტაბილური პროცესორის მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, მან უბრალოდ მიიღო 599 აშშ დოლარის ჩეკი და ძველი პროცესორის გაგზავნაზე ფულიც არ დაუხარჯავს. Core i9-13900K-ის კიდევ ერთმა მფლობელმა, რომელსაც რეალურად ჰქონდა პრობლემები ჩიპთან დაკავშირებით, გაუგზავნა ის Intel-ს, რათა მიეღო ახალი Core i9-14900K შემცვლელად. სინამდვილეში, მომხმარებელმა უბრალოდ გააუმჯობესა პროცესორი უფრო თანამედროვეზე უფასოდ. კომპანიამ ვერ შესთავაზა მას ექვივალენტური ჩანაცვლება, მაგრამ შესთავაზა გაცვლის უფრო მომგებიანი ვარიანტი. რა თქმა უნდა, არასტაბილურობის გამო პროცესორების უკან გაწვევის მთელი ეს პროგრამა შესაძლოა არ იყოს ძალიან სასარგებლო Intel-ის რეპუტაციისთვის, მაგრამ ახლა იგი მოქმედებს ამ ინიციატივის ფარგლებში მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით. https://tinyurl.com/2m9z5r27 1 Quote
david_888 Posted September 19, 2024 Posted September 19, 2024 უი როგორც იქნა აღიარეს? მთელმა დედამიწამ შეიტყო უკვე რო არ უნდა გაეკარონ 13-ე 14-ე თაობის ი7-ი9-ბს Quote
Gogla1990 Posted September 20, 2024 Posted September 20, 2024 13900K მიდევს მეორე თვეა გასაყიდად, აღარავინ ეკარება Quote
david_888 Posted September 20, 2024 Posted September 20, 2024 14 minutes ago, Gogla1990 said: 13900K მიდევს მეორე თვეა გასაყიდად, აღარავინ ეკარება მანდ როგორაა ყველა ბაჩს ეხება ეგ პრობლემა? Quote
Gogla1990 Posted September 20, 2024 Posted September 20, 2024 4 minutes ago, david_888 said: მანდ როგორაა ყველა ბაჩს ეხება ეგ პრობლემა? ვერ გაიგებ, ჯერ ვერავნ დაადგინა რა პრინციპით იღუპება, თუმცა ეგ რომ არ მოხდეს 2 გამოსავალია, უეჭველი არა, მაგრამ უმეტესწილად ამართლებს პირველი - ყიდულობ მეორადს ქარხნული წუნის გამოსარიცხად მეორე - სიხშირეს ავტოზე არ ტოვებ, ავტოზე აქვს 5.7 + 1-2 ბირთვის შემთხვევაში 6+ -ზეც ურტყავს და მაგ დროს აქვს საშინლად მაღალი ვოლტის მიწოდება აფიქსირებ სიხშირეს პირობითად 5.5-ზე და ვოლტაჟის ექსტრემალური ხტუნაობაც აღარ აქვს (ვოლტაჟის დაფიქსირებაც შეიძლება, მაგრამ რატომღაც არ მოსწონთ დიდად ამ თაობის პროცებს) Quote
REDWOOD Posted September 28, 2024 Posted September 28, 2024 მარაზმატიკი ქაჯები არიან asus-შიც და intel-შიც ) ამნაირი ქაჯი პრობლემა არ მქონია არასოდეს არცერთი მწარმოებლის სისტემაზე აქამდე. Secure Boot-ს როცა ვრთავ პროცესორი ფეხებზე იკიდებს ყველანაირი ვატების ლიმიტს და 253-ზე 10-15 ვატით მაღლა ადის ნებისმიერ ბენჩმარკში. მოგახსენებთ რომ ინტელის რეკომენდირებული 253 ვატია თუმცა ჩემი ჯიგარი 265 ვატს ისე უკაკუნებს როგორც არაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ Secure Boot ჩართული მაქვს ბიოსიდან ეხლავ იღაცა იტყვის Secure boot რა ჩემს შაშაკოლად გინდაო მაგრამ არც მასე არაა საქმე ) ზოგიერთი კომპეტეტივ თამაშს აქვს ძლიერი ანტიჩეთი რომელიც ითხოვს Secure Boot-ის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნას...ასეთ თამაშებს მე ვთამაშობ სამწუხაროდ ) ყველაფერი ვცადე აი ნოლიდან ბიოსის გარესტება და მარტო Secure Boot-ის ჩართვისას ცდება 253 ვატს პროცესორი. არც ინტელს არუნდა აღიაროს ეს ბაგი არც ასუსს )) ორივე ფორუმზე გახსნილი მაქვს თემები სრული აღწერით და ორივე მათგანს ქინძზე კიდია. ბოლოს 3 ბიოსია მასეთ დღეშია მანამდე არც შემიმჩნევია ნუ ლოგიკურიცაა მანამდე ისედაც ყველანაირ ვატებს ცდებოდა ეს პროცოსრები და არ ვაკვირდებოდი რათქმანდა. ფრთხილად იყავით ვისაც ასუსის პლატაზე გაქვთ 14 თაობის პროცესორები ნუ მაინც არ მჯერა რომ თამაშებში 253 ვატს ცადება მაგრამ ნებისმიერი ბენჩმარკის დროს 253 ვატს ყველა ვარიანტში ცდება სამწუხაროდ. სურათები Secure boot ON and OFF Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.