Magdalena Posted August 31, 2024 Posted August 31, 2024 StatCounter-ის ახალი სტატისტიკის თანახმად Linux-ის წილმა PC ოპერაციული სისტემების ბაზარზე ყველა დროის მაქსიმალურ 4.44%-ს მიაღწია. გასულ წელს ამ ოპერაციული სისტემის ბაზრის წილი იყო 3.12%, ხოლო 2022 წლის ივლისში - 2.76%. პროცენტული თვალსაზრისით ზრდა შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ რეალური რიცხვების თვალსაზრისით ეს არის უზარმაზარი ნახტომი განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Linux-ის დისტრიბუციების უმეტესობა ნაწილდება უფასოდ და არ აქვს მარკეტინგული მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Pexels & StatCounter Linux-ის ბაზრის წილმა პირველად 2024 წლის თებერვალში გადააჭარბა 4%-ს, მაგრამ აპრილსა და მაისში 3.9%-ზე დაბლა დაეცა. ივნისში აღდგა 4.05%-მდე და ივლისში 4.44%-ს მიაღწია. თუ ამჟამინდელი ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, ოპერაციული სისტემის წილმა 2025 წლის თებერვლისთვის შეიძლება 5% შეადგინოს. ფოტოს წყარო: StatCounter მომხმარებელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ ფიქრობს სერიოზულად, აირჩიონ Linux, როგორც მათი ყოველდღიური ოპერაციული სისტემა. StatCounter-ის ივლისის სტატისტიკის მიხედვით Windows-ს იყენებს კომპიუტერების მფლობელთა 72.1%. თუმცა, მისი მოქნილობის, ღიაობისა და ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ზოგადი დანიშნულების და სპეციალიზებული დისტრიბუციების ფართო სპექტრის გამო, Linux ფართოდ გამოიყენება ბევრ კორპორაციულ IT სისტემაში. Microsoft-მა თავისი როლი შეასრულა Linux-ის პოპულარიზაციაში, თანაც შესაძლოა ამის გაცნობიერების გარეშე, როდესაც Windows 11-ის ინსტალაცია გაართულა ამ ოპერაციული სისტემის გასაშვებად საჭირო მკაცრი ტექნიკური მოთხოვნების დაწესებით. ეს გადაწყვეტილება პოტენციურ მომხმარებლებს ხელლს უშლის გადაერთონ მასზე Windows 10-დან. macOS-ზე გადასვლა Windows-ის ძალიან ძვირი ალტერნატივაა, რადგან მის გამოსაყენებლად საჭიროა შესაბამისი აპარატურა. როგორც Tom's Hardware აღნიშნავს, ასევე შეინიშნება Linux-ის მომხმარებელთა რაოდენობის მცირე, მაგრამ გარკვეული მატება მას შემდეგ, რაც Valve-მ გამოუშვა Steam Deck 2022 წელს: იგი იყენებს ოპერაციულ სისტემა SteamOS-ს, რომელიცLinux-ს უკავშირდება, თუმცა თავად Valve ამას არ აღიარებს. https://tinyurl.com/46ceuh29 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.