Jump to content

Recommended Posts

Posted

StatCounter-ის ახალი სტატისტიკის თანახმად Linux-ის წილმა PC ოპერაციული სისტემების ბაზარზე ყველა დროის მაქსიმალურ 4.44%-ს მიაღწია. გასულ წელს ამ ოპერაციული სისტემის ბაზრის წილი იყო 3.12%, ხოლო 2022 წლის ივლისში - 2.76%. პროცენტული თვალსაზრისით ზრდა შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, მაგრამ რეალური რიცხვების თვალსაზრისით ეს არის უზარმაზარი ნახტომი განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Linux-ის დისტრიბუციების უმეტესობა ნაწილდება უფასოდ და არ აქვს მარკეტინგული მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pexels & StatCounter 

Linux-ის ბაზრის წილმა პირველად 2024 წლის თებერვალში გადააჭარბა 4%-, მაგრამ აპრილსა და მაისში 3.9%-ზე დაბლა დაეცა. ივნისში აღდგა 4.05%-მდე და ივლისში 4.44%- მიაღწია. თუ ამჟამინდელი ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, ოპერაციული სისტემის წილმა 2025 წლის თებერვლისთვის შეიძლება 5% შეადგინოს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: StatCounter 

მომხმარებელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ ფიქრობს სერიოზულად, აირჩიონ Linux, როგორც მათი ყოველდღიური ოპერაციული სისტემა. StatCounter-ის ივლისის სტატისტიკის მიხედვით Windows-ს იყენებს კომპიუტერების მფლობელთა 72.1%. თუმცა, მისი მოქნილობის, ღიაობისა და ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ზოგადი დანიშნულების და სპეციალიზებული დისტრიბუციების ფართო სპექტრის გამო, Linux ფართოდ გამოიყენება ბევრ კორპორაციულ IT სისტემაში. 

Microsoft-მა თავისი როლი შეასრულა Linux-ის პოპულარიზაციაში, თანაც შესაძლოა ამის გაცნობიერების გარეშე, როდესაც Windows 11-ის ინსტალაცია გაართულა ამ ოპერაციული სისტემის გასაშვებად საჭირო მკაცრი ტექნიკური მოთხოვნების დაწესებით. ეს გადაწყვეტილება პოტენციურ მომხმარებლებს ხელლს უშლის გადაერთონ მასზე Windows 10-დან. macOS-ზე გადასვლა Windows-ის ძალიან ძვირი ალტერნატივაა, რადგან მის გამოსაყენებლად საჭიროა შესაბამისი აპარატურა. 

როგორც Tom's Hardware აღნიშნავს, ასევე შეინიშნება Linux-ის მომხმარებელთა რაოდენობის მცირე, მაგრამ გარკვეული მატება მას შემდეგ, რაც Valve-მ გამოუშვა Steam Deck 2022 წელს: იგი იყენებს ოპერაციულ სისტემა SteamOS-ს, რომელიცLinux-ს უკავშირდება, თუმცა თავად Valve ამას არ აღიარებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.