Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა გამოაცხადა შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიების თარიღი: 2024 წლის 9 სექტემბერი. ღონისძიება, სლოგანით It's Glowtime, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც „ბრწყინვის დრო“ Apple Park-ის სტივ ჯობსის თეატრში გაიმართება. 

image.jpeg 

ღონისძიების ფარგლებში Apple სმარტფონების iPhone 16 სერიას წარადგენს. წინასწარი მონაცემებით, iPhone 16-ისა და 16 Plus-ის დიზაინში ცვლილების სახით წარმოდგენილი იქნება უკანა პანელზე ვერტიკალურად გასწორებული კამერის სისტემაზე გადასვლა. iPhone 16 Pro-სა და 16 Pro Max-ს შეიძლება ჰქონდეთ უფრო დიდი ეკრანები, მაგრამ, არაოფციალური ცნობების თანახმად მათში შენარჩუნდება Apple-ის უკანა სამი კამერის ჩვეული განლაგება. ასევე, ახალი თაობის Pro მოდელები შეიძლება გამოვიდეს ბრინჯაოს ფერში. 

iPhone 16-ის ოთხივე მოდელს, სავარაუდოდ, ექნება Action Button, რომელიც ექსკლუზიური იყო iPhone 15 Pro-ს ხაზისთვის. ახალ iPhone-ებს შესაძლოა ასევე ჰქონდეს ახალი ღილაკი, რომელიც განკუთვნილია ფოტოების და ვიდეოების გადაღებისთვის, მაგრამ უცნობია, იქნება ეს ექსკლუზიური ფუნქცია Pro ვერსიებისთვის თუ ხელმისაწვდომი იქნება ჩვეულებრივ iPhone 16 მოდელებზეც. 

AI და Apple Intelligence ფუნქციები ასევე იქნება Apple-ის მოვლენის დიდი ნაწილი. ამჟამად მხოლოდ iPhone 15 Pro და 15 Pro Max მოდელებზეა Apple Intelligence მხარდაჭერილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ iPhone 16-ის მთელ ხაზს შეეძლება Apple Intelligence-ის გამოყენება. თუმცა ხელოვნური ინტელექტის ყველა ფუნქცია არ იქნება ხელმისაწვდომი სმარტფონების გამოშვებისას - ბევრი მათგანი მოგვიანებით გამოჩნდება. 

მოსალოდნელია, რომ Apple ღონისძიებაზე ასევე წარადგენს Apple Watch Series 10-ს და ახალი AirPods-ის ორ ვერსიას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.