Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Tether დაეხმარა 145 სამართალდამცავ უწყებას 40 იურისდიქციის ფარგლებში 108.8 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის უკან დაბრუნებაში 2014 წლიდან. ამის შესახებ ნათქვამია stablecoin-ის ემიტენტის ბლოგში. 

Tether-ის პროაქტიუ მიდგომა სამართალდამცავი ორგანოების დასახმარებლად აძლიერებს მის ვალდებულებას კრიპტო ინდუსტრიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ“, - აცხადებენ კომპანიაში. 

მოხსენების თანახმად USDT-ის ემიტენტმა ასევე „ნებაყოფლობით“ დაბლოკა 1900-ზე მეტი საფულე, რომლებიც დაკავშირებული იყო უკანონო საქმიანობასთან, რათა დახმარებოდა სამართალდამცავებს მთელ მსოფლიოში. 

„ჩვენ ცალსახად ვგმობთ USDT-ის ან ნებისმიერი კრიპტოვალუტის ბოროტად გამოყენებას კრიმინალური საქმიანობისთვის. ჩვენ სრულად ვართ ერთგული მუდმივი ერთობლივი ძალისხმევით სამართალდამცავებთან ერთად თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაოლო არდოინომ. 

კომპანიის პუბლიკაციის მთავარი თემა იყო არა სტატისტიკა, არამედ აშშ-ს იუსტიციის სააგენტოს დახმარება თაღლითებისგან 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ჩამორთმევაში. კომპანიამ განაცხადა, რომ გაყინა რამდენიმე საფულე და დაეხმარა FBI-ს აქტივების კონფისკაციაში. 

შეგახსენებთ, რომ იანვარ-ივნისის პერიოდშ Tether-ის წმინდა მოგებამ რეკორდულ 5.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. 

აგვისტოში კომპანიამ გამოაცხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში(UAE) დირჰამზე მიბმული Stablecoin-ის შემუშავების გეგმების შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.