Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

 ანალიტიკურ სერვის CryptoQuant-ის მონაცემებით Bitcoin-ის მარაგები კრიპტოვალუტების ცენტრალიზებულ ბირჟებზე ამჟამად შეადგენს 2.76 მილიონ BTC-ს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

როგორც წესი, წამყვანი კრიპტოვალუტის გაცვლითი ბალანსის ვარდნა განიხილება ზრდის სიგნალად, რომელიც მიუთითებს, რომ ინვესტორები მზად არიან შეინარჩუნონ აქტივი. თუმცა, ეს შემთხვევა წინა შემთხვევებისგან განსხვავდება, რადგან მარაგების კლება მოხდა გასულ კვირაში 600 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 10 ათასი BTC-ის მასიური გაყიდვის შემდეგ. 

მეორე მხრივ, გაყიდვის მიუხედავად, ბევრი ექსპერტი, განსაკუთრებით Glassnode-ის ანალიტიკოსები, დარწმუნებულნი არიან, რომ გამყდველების მხრიდან ზეწოლა გადაიარა და ინვესტორები დაუბრუნდნენ დაგროვების ფაზა. 

მიუხედავად რთული და არასტაბილური ბაზრის პირობებისა, Bitcoin-ის გრძელვადიანი მფლობელები რჩებიან საოცრად მტკიცედ თავიანთ რწმენაში და არსებობს მტკიცებულება, რომ აძლიერებენ დაგროვები აქტივობას, აცხადებენ Glassnode-ის ექსპერტები. 

ამის ერთ-ერთი ნიშანია Bitcoin-ის დაგროვების ტენდენციის მაჩვენებელი (ATS), რომელიც აფიქსირებს ცვლილებებს ბაზარზე. ინდიკატორი ახლა ყველაზე მაღალ შესაძლო, 1.0 მაჩვენებელზეა, რადგან 374000-ზე მეტი Bitcoin გადავიდა გრძელვადიან მფლობელებში ბოლო სამი თვის განმავლობაში. 

Stablecoin-ების კოეფიციენტი, რომელიც ზომავს ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებზე  შენახული Bitcoin-ების რაოდენობას Stablecoin-ებთან შედარებით, მცირდება 2024 წლის ივლისიდან და ახლა შეადგენს 0.000115-ს. 

თუმცა, ექსპერტებს ჯერ კიდევ აქვთ შეშფოთების საფუძველი, რომ გამყიდველების მხრიდან ზეწოლა შეიძლება მალე დაბრუნდეს, განსაკუთრებით BTC-ის ბოლო მოძრაობის გამო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ამოძრავდა 18 536 BTC, რომელი დაახლოებით 2-3 წელი უმოქმედო იმყოფებოდა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.