Jump to content

Recommended Posts

Posted

OpenAI-ის ChatGPT-ის მობილურმა აპლიკაციამ შემოსავლის ახალი რეკორდი დაამყარა. ანალიტიკურ კომპანია Appfigures-ის თანახმად აპლიკაციამ ივლისისთვის 28 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოსავალი დააფიქსირა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია აპლიკაციის გაშვების შემდეგ. 

image.jpeg 

ამ ზრდის მთავარი მიზეზი მაისში ახალი GPT-4o მოდელის გამოშვება იყო, რამაც საგრძნობლად გააფართოვა ჩატ-ბოტის შესაძლებლობები. ახალ ვერსიას შეუძლია ტექსტის, მეტყველების და ვიდეოს დამუშავება, ასევე გთავაზობთ უფრო სწრაფ პასუხს და დიალოგის შეწყვეტის შესაძლებლობას. ასევე, ახალი ნეიროქსელი ხელმისაწვდომია როგორც ფასიანი, ასევე უფასო მოხმარებისთვის, რაც დადებითად აისახება სერვისის აუდიტორიაზე. 

აპლიკაცია ChatGPT-მ მაისში გამოიმუშავა 28.9 მლნ აშშ დოლარი, ივნისში 34 და ივლისში 39.9 მლნ აშშ დოლარი. საინტერესოა, რომ აპლიკაციის შემოსავლის 83% მოდიოდა Apple-ის App Store-ზე, რაც 20%-ით მეტია ივნისთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Appfigures 

Appfigures-ის თანახმად ახალ ტექნოლოგიაზე მოთხოვნამ ხელი შეუწყო აპლიკაციის შემოსავლების ზრდას მაისში 40%-ით და მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა, შემოსავალი სტაბილურად იზრდება. შედეგად ივლისში ChatGPT- მოახერხა 2 მილიონი ახალი ფასიანი აბონენტის მოზიდვა, რაც მორიგი რეკორდი გახდა მობილური აპლიკაციისთვის. 

OpenAI ელოდება, რომ ახალი მოწინავე ხმის რეჟიმის დანერგვით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს რეალისტური ურთიერთქმედება თითქმის რეალურ დროში, ინტერესი GPT-4o-ზე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად, შემოსავლების ზრდა მომდევნო თვეებში გაგრძელდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.