Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გეგმავს ChatGPT-ის ინტეგრირებას თავის მოწყობილობებში მიმდინარე წლის ბოლომდე. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა:ChatGPT-ის ინტეგრირება მოხდება კალენდარული წლის ბოლომდე“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Felix Fischer/Unsplash 

Apple-მა თავის მოწყობილობებში ChatGPT-ის ინტეგრირების შესახებ ივნისში WWDC-ზე გამართული კონფერენციის დროს გამოაცხადა და კუკის კომენტარი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვადები ძალაში რჩებ. Macrumors-ის თანახმად iPhone, iPad და Mac მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ ChatGPT ხმოვან ასისტენტ Siri-სა და Apple Writing Tools ფუნქციის მეშვეობით. ინტეგრაცია დააგენერირებს ტექსტს და სურათებს უახლესი OpenAI GPT-4o მოდელის გამოყენებით. 

Apple ხაზს უსვამს, რომ ChatGPT უფასო იქნება და არ საჭიროებს OpenAI-ს ანგარიშის შექმნას, მაგრამ ChatGPT Plus აბონენტებს შეეძლებათ დააკავშირონ თავიანთი ანგარიშები ფასიან ფუნქციებზე წვდომისთვის. კომპანია ასევე ირწმუნება, რომ OpenAI არ შეინახავს მომხმარებლის მოთხოვნებს და მათი IP მისამართები იქნება დაფარული. 

Apple Intelligence-ის ფუნქციებს სჭირდება iPhone 15 Pro ან Pro Max, ან Mac ან iPad M1 ჩიპით ან უფრო ახალი პროცესორით. თავდაპირველად მხოლოდ ინგლისური ენა იქნება მხარდაჭერილი, თუმცა სხვა ენების მხარდაჭერა ცოტა მოგვიანებით, მომდევნო წლის განმავლობაში გამოჩნდება. 

Apple Intelligence-ის ფუნქციების სრული ნაკრები, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება iOS 18.4-ის გამოშვების შედეგად 2025 წლის მარტში. ახალი ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეაჯამონ ტექსტი, მართონ შეტყობინებები, შექმნან emoji და სურათები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და გამოიყენონ Siri-ს გაუმჯობესებული ვერსია მეტყველების კონტექსტის უფრო ღრმა გაგებით. 

Apple Intelligence-ის ფუნქციები უკვე ხელმისაწვდომი გახდა დეველოპერებისთვის iOS 18.1-ის ბეტა ვერსიაში შესამოწმებლად, თუმცა OpenAI-ის ChatGPT ინტეგრაცია ჯერ წარმოდგენილი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.