Jump to content

Recommended Posts

Posted

ორმა მსხვილმა ამერიკლმა საცალო სავაჭრო მაღაზიამ, Best Buy-მ და Newegg-მა, გამოავლინეს ახალი Ryzen 9000 სერიის დესკტოპ პროცესორების (Granite Ridge) ფასები. თავად AMD- ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ახალი პროცესორების ღირებულება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen 5 9600X და Ryzen 7 9700X მოდელების გაყიდვების დაწყება 31 ივლისიდან 8 აგვისტომდე გადაიდო, ხოლო Ryzen 9 9900X და Ryzen 9 9950X მოდელები, სავარაუდოდ, 15 აგვისტოდან გამოვა. 

ამერიკლი საცალო ვაჭრობის მონაცემებით ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 9950X-ის ღირებულება 599 აშშ დოლარი იქნება, რაც 100 დოლარით იაფია, ვიდრე ღირდა Ryzen 9 7950X გაყიდვების დაწყებისას. 

image.png 

12-ბირთვიანი Ryzen 9 9900X ეღირება 449 აშშ დოლარი, რაც ასევე 100 აშშ დოლარით იაფია, ვიდრე Ryzen 9 7900X - გამოშვებისას. 

რვაბირთვიანი Ryzen 7 9700X იყიდება 359 აშშ დოლარად - 40 აშშ დოლარით იაფად Ryzen 7 7700X-თან შედარებით, ხოლო ექვსბირთვიანი Ryzen 5 9600X-ის ფასია 279 აშ დოლარი, რაც 20 აშშ დოლარით ნაკლებია მის წინამორბედ Ryzen 5 7600X-თან შედარებით. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.