Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა გამოაცხადა, რომ Core Ultra მობილური პროცესორები, კოდური სახელწოდებით Lunar Lake, წარმოდგენილი იქნება ბერლინში ელექტრონიკის გამოფენა IFA 2024-ის დაწყებამდე. ახალი სერიის პირველი პროცესორების გაშვება 3 სექტემბერს შედგება. ამ დღეს კომპანია გამოავლენს დეტალებს ახალი ჩიპების არქიტექტურის შესახებ.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

“IFA 2024-მდე შეუერთდით მიშელ ჯონსტონ ჰოლთაუსს - აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და სამომხმარებლო მიმართულების გენერალურ მენეჯერს, ასევე ჯიმ ჯონსონს, უფროს ვიცე-პრეზიდენტს და Client Business Group-ის გენერალურ მენეჯერს, აგრეთვე პარტნიორებს, რომლებიც გააცხადებენ ახალი Intel Core Ultra Lunar Lake პროცესორების თაობის გამოშვების შესახებ. ღონისძიების ლაივ სტრიმინგის დროს ისინი გააზიარებენ დეტალებს x86-თავსებადი პროცესორების ენერგოეფექტურობის, გამოთვლითი წარადობის, გრაფიკის წარმადობის მნიშვნელოვანი წინსვლის და ხელოვნური ინტელექტის შეუდარებელ წარმადობის შესახებ, რასაც გვთავაზობს ახალი Lunar Lake პროცესორები და Intel-ის მომავალი პროდუქტები” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ახალი Lunar Lake სერიაში შევა პროცესოორების 9-მდე მოდელი. თუმცა, ყველა მათგანს აქვს ერთი და იგივე ძირითადი კონფიგურაცია: ოთხი დიდი Lion Cove ბირთვი და ოთხი ენერგოეფექტური Skymont ბირთვი. ადრინდელი ინფორმაციით ცნობილია, რომ ახალ პროცესორებს Core Ultra 200V სერია დაერქმევა. 

image.jpeg 

ჩიპები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიხშირით, ჩაშენებული ოპერატიული მეხსიერების მოცულობით (16 ან 32 გბ), ქეშ-მეხსიერების მოცულობით, TDP-ის დონით, ახალი NPU წარმადობით, ასევე ახალ Xe2-LPG (Battlemage) არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ბირთვების რაოდენობით. ამრიგად, პროცესორების გარდა, კომპანია ახალ გრაფიკულ არქიტექტურასაც წარადგენს.  

Lunar Lake პროცესორების გაშვების პირდაპირი ჩართვის ნახვა შესაძლებელი იქნება Intel-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.