Magdalena Posted August 3, 2024 Posted August 3, 2024 Intel-მა გამოაცხადა, რომ Core Ultra მობილური პროცესორები, კოდური სახელწოდებით Lunar Lake, წარმოდგენილი იქნება ბერლინში ელექტრონიკის გამოფენა IFA 2024-ის დაწყებამდე. ახალი სერიის პირველი პროცესორების გაშვება 3 სექტემბერს შედგება. ამ დღეს კომპანია გამოავლენს დეტალებს ახალი ჩიპების არქიტექტურის შესახებ. ფოტოს წყარო: Intel “IFA 2024-მდე შეუერთდით მიშელ ჯონსტონ ჰოლთაუსს - აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და სამომხმარებლო მიმართულების გენერალურ მენეჯერს, ასევე ჯიმ ჯონსონს, უფროს ვიცე-პრეზიდენტს და Client Business Group-ის გენერალურ მენეჯერს, აგრეთვე პარტნიორებს, რომლებიც განაცხადებენ ახალი Intel Core Ultra Lunar Lake პროცესორების თაობის გამოშვების შესახებ. ღონისძიების ლაივ სტრიმინგის დროს ისინი გააზიარებენ დეტალებს x86-თავსებადი პროცესორების ენერგოეფექტურობის, გამოთვლითი წარმადობის, გრაფიკის წარმადობის მნიშვნელოვანი წინსვლის და ხელოვნური ინტელექტის შეუდარებელი წარმადობის შესახებ, რასაც გვთავაზობს ახალი Lunar Lake პროცესორები და Intel-ის მომავალი პროდუქტები” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ახალი Lunar Lake სერიაში შევა პროცესოორების 9-მდე მოდელი. თუმცა, ყველა მათგანს აქვს ერთი და იგივე ძირითადი კონფიგურაცია: ოთხი დიდი Lion Cove ბირთვი და ოთხი ენერგოეფექტური Skymont ბირთვი. ადრინდელი ინფორმაციით ცნობილია, რომ ახალ პროცესორებს Core Ultra 200V სერია დაერქმევა. ჩიპები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიხშირით, ჩაშენებული ოპერატიული მეხსიერების მოცულობით (16 ან 32 გბ), ქეშ-მეხსიერების მოცულობით, TDP-ის დონით, ახალი NPU წარმადობით, ასევე ახალ Xe2-LPG (Battlemage) არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული ბირთვების რაოდენობით. ამრიგად, პროცესორების გარდა, კომპანია ახალ გრაფიკულ არქიტექტურასაც წარადგენს. Lunar Lake პროცესორების გაშვების პირდაპირი ჩართვის ნახვა შესაძლებელი იქნება Intel-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. https://tinyurl.com/3fzxx9ac Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.