Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ წარმოადგინა უახლესი Ryzen AI 300 სერიის კიდევ ერთი მობილური პროცესორი - Ryzen AI 9 HX 375 მოდელი. ჩიპი ამ დრომდე ფიგურირებდა სხვადასხვა ცნობაში, მაგრამ ოფიციალურად მისი წარდგენა არ მოხდა გასულ თვეში Ryzen AI 9 HX 370 და Ryzen AI 9 365 მოდელებთან ერთად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ინფორმაცია Strix Point სერიის Ryzen AI 9 HX 375-ის შესახებ გამოჩნდა AMD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩიპს აქვს ოთხი მაღალი წარმადობის Zen 5 ბირთვი და რვა ენერგოეფექტური Zen 5c ბირთვი. ამრიგად, ახალ პროდუქტს აქვს 12 ბირთვი 24 ნაკადის მხარდაჭერით. პროცესორის მაქსიმალური სიხშირეა 5.1 გჰც, აქვს 12 მბ L2 ქეში და 28 მბ L3 ქეში. ახალ პროდუქტის დინამიური TDP-ის დონეა 15-დან 54 ატამდე. პროცესორის წარმოებისთვის გამოიყენება TSMC-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. 

image.jpeg 

Ryzen AI 9 HX 375 წარმოდგენილია 16 გრაფიკული ბირთვის მქონე ინტეგრირებული Radeon 890M გრაფიკით, რომელიც მუშაობს 2.9 გჰც-მდე სიხშირეზე. აღწერილობის მიხედვით Ryzen AI 9 HX 375 არის ყველაზე ძლიერი პროცესორი Ryzen AI 300 სერიაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების თვალსაზრისით. იგი წარმოდგენილია 55 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) წარმადობი მქონე XDNA 2 ნეიროდამუშავების ერთეულით. ეს მაჩვენებელი 5 TOPS-ით მაღალია Ryzen AI 9 HX 370 და Ryzen AI 9 365 მოდელების NPU-ებთან შედარებით 

image.jpeg 

პორტალ VideoCardz-ის მიხედვით ამჟამად ცნობილია მხოლოდ ერთი ლეპტოპი, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს Ryzen AI 9 HX 375 პროცესორი. ეს არის 14-დუიმიანი HP OmniBook Ultra, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა. 

 

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.