Jump to content

Recommended Posts

Posted

Meta-მ გამოაცხადა Llama 3.1-ის, ამ დროისთვის ყველაზე დიდი ღია ხელოვნური ინტელექტის ენის მოდელის გამოშვების შესახებ, რომელსაც 400 მილიარდზე მეტი სხვადასხვა პარამეტრი გააჩნია. Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგის თქმით უახლოეს მომავალში მოდელმა შეიძლება გადააჭარბოს GPT-4-ს, ხოლო წლის ბოლომდე ის გახდება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

The Verge-ის ცნობით ახალი მოდელის შემუშავებისთვის დიდი ინვესტიციები იყო საჭირო. Llama 3.1 მნიშვნელოვნად უფრო რთულია რამდენიმე თვის წინ გამოშვებულ ადრინდელ ვერსიებთან შედარებით. AI-მოდელის უფროს ვერსიას აქვს 405 მილიარდი პარამეტრი და განსწავლული იყო 16000-ზე მეტი Nvidia H100 ამაჩქარებლის გამოყენებით. Meta არ ამხელს ინვესტიციის მოცულობას, თუმცა მხოლოდ Nvidia ჩიპების ღირებულებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუბარია ასობით მილიონ დოლარზე. 

მაღალი ღირებულების მიუხედავად Meta-მ გადაწყვიტა მოდელი ღია კოდით გამოეშვა. კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნებულ წერილში ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ ღია კოდის მქონე ხელოვნური ხელოვნური ინტელექტის მოდელები უპირატესი გახდება პროპრიეტარულ მოდელებთან შედარებით ისევე, როგორც Linux გახდა ღია კოდის მქონე ოპერაციული სისტემა, რომელიც დღეს სმარტფონების, სერვერებისა და გაჯეტების უმეტესობას მართავს. 

ერთ-ერთი მთავარი განახლება იყო Meta-ს Llama-ზე დამყარებული ხელოვნური ინტელექტის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება. ასისტენტი ახლა ხელმისაწვდომია 22 ქვეყანაში, მათ შორის არგენტინაში, ჩილეში, კოლუმბიაში, ეკვადორში, მექსიკაში, პერუსა და კამერუნში. გარდა ამისა, თუ ადრე Meta AI მხარს უჭერდა მხოლოდ ინგლისურს, ახლა დამატებულია ფრანგული, გერმანული, ჰინდი, იტალიური, პორტუგალიური და ესპანური ენების მხარდაჭერა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალი ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში ან კონკრეტულ ენებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Meta 

ასევე გამოჩნდა საინტერესო ფუნქცია Imagine me, რომელიც იყენებს გენერაციულ AI მოდელ Imagine Yourself-ს, აცხადებს TechCrunch. ამ მოდელს შეუძლია შექმნას სურათები მომხმარებლის ფოტოსა და ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე საჭირო კონტექსტში. მაგალითად, "წარმოიდგინე მე, როგორც სერფერი" ან "წარმოიდგინე მე სანაპიროზე". რის შემდეგაც ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს შესაბამის სურათს. ფუნქცია ხელმისაწვდომია ბეტა რეჟიმში და აქტიურდება ფრაზის - “Imagine meმეშვეობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Meta 

Meta AI-ს ასევე დაემატება გამოსახულების რედაქტირების ახალი ხელსაწყოებ უახლოეს მომავალში. მომხმარებლებს შეეძლებათ დაამატონ, წაშალონ და შეცვალონ ობიექტები სურათებში ტექსტური მოთხოვნების გამოყენებით. მომავალი თვიდან დეველოპერები პირდებიან, რომ შემოიღებენ ღილაკსრედაქტირება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით(Edit with AI ) დამატებითი დახვეწილი პარამეტრების წვდომისთვის. მოგვიანებით გამოჩნდება შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათების სწრაფად გასაზიარებლად Meta-ს აპლიკაციების არხებში, ისტორიებსა და კომენტარებში. 

შეგახსენებთ, რომ Meta AI ამოქმედდა 2023 წლის სექტემბერში. სერვისი დაფუძნებულია დიდ ენის მოდელ Llama 2-ზე და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია, შექმნან ტექსტი, თარგმნონ სხვადასხვა ენაზე და შეასრულონ სხვა დავალებები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.