Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს CNX-Software-ის მიხედვით კომპანია Radxa-მ გამოუშვა ერთდაფიანი კომპიუტერი Radxa X4, რომელიც განიხილება Raspberry Pi 5-ის ალტერნატივად. მოწყობილობა დამზადებულია Intel Alder Lake-N აპარატულ პლატფორმაზე და ოპერაციული სისტემის სახით მასში შეიძლება წარმოდგნილი იყოს Windows 10/11, Debian ან Ubuntu Linux. 

კომპიუტერის ზომაა 85×56×20 მმ. გამოიყენება Intel Processor N100 ჩიპი (4C/4T; 3,4 გჰც-მდე; 6 ვტ), იგი მუშაობს მიკროკონტროლერ Raspberry Pi RP2040-თან (ორი Cortex-M0+ ბირთვი), რომელიც პასუხისმგებელია IO ფუნქციებზე. LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეიძლება იყოს 4 ან 8 გბ (სამომავლოდ - 16 გბ). 

image.png 

ფოტოს წყარო: CNX-Software 

გათვალისწინებულია M.2 M-Key 2230 კონექტორი PCIe 3.0 x4 (NVMe) ინტერფეისი მქონე SSD-ებისთვის. გარდა ამისა, შეიძლება დაემატოს eMMC ფლეშ-მოდული. მოწყობილობა მოიცავს 2.5 გბ ადაპტერს PoE-ს არჩევითი მხარდაჭერით. 4 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელი წარმოდგენილია Wi-Fi 5 და Bluetooth 5 კონტროლერებით, ხოლო 8 გბ მეხსიერების მქონე ვერსია - Wi-Fi 6-ით და Bluetooth 5.2-ით. 

კონექტორების ნაკრებშედის ორ მიკრო-HDMI 2.0 ინტერფეის 4K/60-ის მხარდაჭერით, 3.5 მმ-იანი აუდიო კონექტორი, სამი USB 3.2 პორტი და USB 2.0 პორტი, USB Type-C კონექტორი (შესაძლებელია კვების გადაცემა) და RJ-45 კონექტორი ქსელის სადენისთვის. წარმოდგენილია 40-პინიანი GPIO, რომელზეიც მხარდაჭერილია 2×SPI, 2×UART, 2×I2C, 16×PWM, 8×PIO (პროგრამირებადი IO), 1×DC (5V). მითითებულია ქულერთან დამაკავშირებელი კონექტორი. ოპერაციული ტემპერატურის დიაპაზონი 0-დან +60 °C-მდე. 

Radxa X4 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით დაახლოებით 60 აშშ დოლარი ღირს, ხოლო ვერსია 8 გბ მეხსიერებით - 20 აშშ დოლარით მეტი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.