Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-მ Mix Fold 4 და Mix Flip დასაკეც სმარტფონებთან ერთად ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე წარმოადგინა სპორტულ ელექტრომობილ SU7 Ultra-ს პროტოტიპი, რომელიც პირველადაა გამოყენებული ახლახან დაანონსებული საფირმო ძრავი HyperEngine V8s  სიმძლავრით 578 ცხენის ძალა,  მაქსიმალური ბრუნვით (Torque) 635 ნიუტო/მეტრი და ლილვის ბრუნვის 27200 ბრ/წთ სიჩქარით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: carnewschina.com 

Xiaomi SU7 Ultra-ს აქვს თავად Xiaomi-ს მიერ შემუშავებული სამი ძრავ, მათ შორის ორი V8 და ერთი V6. შედეგად უზრუნველყოფილია მაქსიმალურ 1548 ცხ/ძ.სიმძლავრე, რაც აღემატება უძლიერესი სპორტული მანქანების შესაძლებლობებს, როგორიცაა Bugatti Chiron მაჩვენებლით 1479 ცხ/ძ. 

image.jpeg 

Xiaomi SU7 Ultra-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია 1.97 წამში, 0-დან 200 კმ/სთ-მდე - 5.97 წამში, ხოლო 300 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 15 წამში აღწევს. არსებული ინფორმაციით მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია. ამავდროულად, დამუხრუჭების მანძილი 100-დან 0 კმ/სთ-მდე მხოლოდ 25 მეტრ შეადგენს. 

image.jpeg 

მანქანის კორპუსში ნახშირბადის ბოჭკოვანი ელემენტების გამოყენების წყალობით ავტომობილი იწონის 1900 კგ-ზე ნაკლებს. წარმოდგენილია ნახშირბადის ბოჭკოვანი მასიური სპოილერი, მანქანის დანარჩენი კორპუსი მოდიფიცირებულია მოწინავე აეროდინამიკური სტრუქტურის უზრუნველსაყოფად. 

image.jpeg 

მანქანის ზომაა 5260 × 2064 × 1406 მმ, საბურავების ბაზის - 3000 მმ. მძლავრი დაკიდების სისტემის წყალობით SU7 Ultra შესამჩნევად განიერი და გრძელია სტანდარტულ SU7-თან შედარებით, თუმცა იდენტური საბურავების ბაზა აქვს. 

image.png 

ცნობილია, რომ Xiaomi გეგმავს ახალი რეკორდის დამყარებას ოთხკარიანი ელექტრო სედანების კლასში ცნობილ მაგისტრალ Nürburgring Nordschleife-ზე, სადაც ოქტომბერში ჩაატარებს Xiaomi SU7 Ultra-ს გამოცდას. რეკორდი ამჟამად ეკუთვნის Porsche Taycan Turbo GT-ს, რომელმაც წრე დაასრულა 7 წუთსა და 7.55 წამში. 

image.jpeg 

image.jpeg 

Posted

ორი ერთიდაიგივე თემა იყო გახსნილი და დუბლიკატი წავშალე ამ თემის

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.