Jump to content

Recommended Posts

Posted

Radeon AI 300 სერია მოიცავს მხოლოდ ორ მობილურ პროცესორს: 12-ბირთვიან Ryzen AI 9 HX 370-ს და 10-ბირთვიან Ryzen AI 9365-ს. პირველი მათგანი წარმოდგენილია RDNA 3.5 არქიტექტურის ინტეგრირებული Radeon 890M გრაფიკით და 16 გამოთვლითი ერთეულით (CU), მეორე კი -  Radeon 880M-ით და 12 CU-ით. ამ უკანასკნელს აქვს იმავე რაოდენობის CU, რამდენიც Phoenix-ისა და Hawk Point-ის სერიების წინამორბედების ყველაზე მძლავრ ინტეგრირებულ გრაფიკებს.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ბოლო Zen5 Tech Day ღონისძიების ფარგლებში AMD-მ გამოაცხადა, რომ უფროს Ryzen AI 9 HX 370 პროცესორში წარმოდგენილი ინტეგრირებული Radeon 890M გრაფიკა უფრო სწრაფია წინა Radeon 780M-თან შედარებით 19-დან 32%-მდე იმავე 15 ვატი TDP-ის დონეზე 3Dmark-ის ტესტებში. თუმცა, AMD-ს არ უთქვამს, თუ როგორ წარმოაჩენს თავს Radeon 880M უმცროს Ryzen AI 9 365-ში Radeon 780M-ის წინააღმდეგ. Asus-მა გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაზიარება ახალი Vivobook სერიის ლეპტოპი რეკლამის მეშვეობით, რომელიც შემოთავაზებული იქნბა Radeon AI 300 სერიის პროცესორებ. 

image.jpeg 

Radeon 890M-ის წარმადობა. წყარო: AMD 

Asus-ის თანახმად Radeon 880M საშუალოდ 15%-ით სწრაფია Radeon 780M გრაფიკასთან შედარებით. ახალი iGPU-ის წარმადობა უახლოვდება მობილურ GeForce RTX 3050 ვიდეო ბარათს, რომლის TDP 40 ვატია. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ მან ეს შედეგები მიიღო Radeon 880M-ის ტესტირებისას 3DMark TimeSpy ბენჩმარკში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Asus 

ახალი [მობილური] AMD Radeon 880M გრაფიკული წარმადობა უახლოვდება 40-ვატიან [მობილურ] RTX 3050-ს. 12 შესრულების ერთეული ახალ AMD RDNA 3.5 არქიტექტურაზე აუმჯობესებს გრაფიკის მუშაობას დაახლოებით 15%-ით წინა თაობასთან შედარებით და უახლოვდება მობილური RTX 3050-ის წარმადობას, რომლის TDP 40 ვატია. "AMD-ის ახალ გრაფიკას შეუძლია უზრუნველყოს დინამიური მიმდინარეობა ოპულარულ MOBA და FPS თამაშებში, ისევე როგორც ბევრ AAA პროექტში", - ნათქვამია Asus-ის განცხადებაში. 

AMD Radeon 800M მობილურ გრაფიკას ასევე აქვს 100 მეგაჰერცით უფრო მაღალი Boost-სიხშირე წინა თაობის iGPU-სთან შედარებით. გარდა ამისა, Radeon AI 300 პროცესორებით წარმოდგენილი ლეპტოპების უმეტესობას ექნება DDR5-ზე უფრო სწრაფი LPDDR5X მეხსიერება. ამან ასევე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს ინტეგრირებული გრაფიკის წარმადობაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.