Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ გააზიარა დეტალები Ryzen AI 300 მობილური პროცესორების წარმადობის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გამოვა. კომპანიამ ისაუბრა პროცესორების წარმადობაზე ზოგადად, ასევე მათ ინტეგრირებულ გრაფიკაზე, რომელმაც მეტად შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD Ryzen AI 300 პროცესორებზე დაფუძნებული ლეპტოპები, კოდური სახელწოდებით Strix Point, გაყიდვაში ამ თვეში უნდა გამოვიდეს. უახლესი Zen 5 ბირთვისა და გაუმჯობესებული XDNA 2 ნეიროძრავის გარდა, რომლის AI-წარმადობა 50 TOPS-მდე (ტრილიონი ოპერაცია წამში), ამ პროცესორებს აქვთ RDNA 3.5 არქიტექტურაზე დაფუძნებულახალი ინტეგრირებული Radeon 800M გრაფიკა. ეს გახლავთ RDNA 3 არქიტექტურის გაუმჯობესებული ვერსია ოპტიმიზებული წარმადობით და ენერგოეფექტურობით. 

image.png 

ახალი RDNA 3.5 გრაფიკული არქიტექტურა უზრუნვეყოფს გაუმჯობესებულ წარმადობას თითო ვატზე ჩვეულებრივი გრაფიკული შეიდერ-ოპერაციებისთვის, ასევე გაუმჯობესებულ წარმადობას თითო ბიტზე გამოთვლითი ოპერაციებისთვის მეხსიერების წვდომის მოთხოვნების შემცირებით. გარდა ამისა, ახალი არქიტექტურა ოპტიმიზებულია ბატარეის ავტონომიური მუშაობის გაზრდაზე. 

image.png 

AMD RDNA 3.5 არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლები მოიცავს თამაშის ტექსტურის შერჩევის სიჩქარის გაორმაგებას, ინტერპოლაციისა და შედარების სიჩქარის გაორმაგებას, მეხსიერების გაუმჯობესებულ მართვას - გაუმჯობესებული სერიული დამუშავება მეხსიერების წვდომის შეყოვნების შესამცირებლად, შეკუმშვის მეთოდებს, დატვირთვის შემცირებას და LPDDR5 მეხსიერებაზე ოპტიმიზებულ წვდომას. 

image.png 

3DMark TimeSpy ტესტში ახალ RDNA 3.5 არქიტექტურაზე დამყარებული Radeon 800M გრაფიკა აფიქსირებს 32%-იან უპირატესობას Radeon 700M-თან შედარებით იმავე, 15 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. Night Raid ტესტში ახალი ინტეგრირებული გრაფიკა 19%-ით სწრაფია წინამორბედთან შედარებით. 

image.png 

AMD-ს არ წარმოუდგენია RDNA 3.5-ის წარმადობის მონაცემებ პირდაპირ თამაშებში. ამის ნაცვლად კომპანიამ აჩვენა AMD Ryzen AI 9 HX 370 პროცესორის საერთო წარმადობის გრაფიკები თამაშებსა და სამუშაო დატვირთვაში და შეადარა ისინი Intel Core Ultra 9 185H-სა და Qualcomm Snapdragon X Elite-ის (X1E-84-100) შედეგებს. 

image.png 

image.png 

AMD-ის თქმით სამუშაო ამოცანებში Ryzen AI 9 HX 370 კონკურენტებთან შედარებით 1.3-ჯერ მეტ უპირატესობას ავლენს, ციფრული კონტენტის შექმნისას ახალი ჩიპი 3.8-ჯერ უფრო ეფექტურია, ხოლო თამაშებში - 1.65-ჯერ უფრო სწრაფი. 

image.png 

Ryzen AI 300 პროცესორების გამოსვლა მოსალოდნელია 28 ივლისს. 

  • Thanks 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.