Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანური ნახევრადგამტარი კომპონენტების საკონტრაქტო მწარმოებელი TSMC მომავალ კვირას დაიწყებს Apple-ისთვის ჩიპების სატესტო წარმოებას 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. საცდელი წარმოება განხორციელდება TSMC-ის ბაოშანის ქარხანაში, ჩრდილოეთ ტაივანში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: macrumors.com 

2-ნანომეტრიანი ჩიპების შესაქმნელად საჭირო აღჭურვილობა საწარმოს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გადაეცა. Apple-ის პირველი, მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ჩიპებზე დაფუძნებული მოწყობილობები სავარაუდოდ 2025 წელს გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ iPhone 15 Pro იყენებს A17 Pro მიკროპროცესორს, რომელიც წარმოებულია TSMC-ის მიერ 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. Apple M4 ჩიპი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ახალ iPad Pro-ში, დამზადებულია გაუმჯობესებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. 

2-ნმ ჩიპებზე გადასვლა გააუმჯობესებს წარმადობას და ენერგოეფექტურობას. წარმადობის სავარაუდო ზრდა იქნება 10%-დან 15%-მდე, ხოლო ენერგმოხმარება 30%-მდე შემცირდება 3-ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით. 

TSMC მომავალ წელს 2-ნანომეტრიანი ჩიპების მასიური წარმოების დაწყებას გეგმავს. ტაივანური კომპანია კვლავ რჩება ერთადერთ კომპანიად, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს 3-ნმ და 2-ნმ ჩიპების სტაბილური წარმოება იმ მოცულობითა და ხარისხით, რასაც Apple მოითხოვს. iPhone-ის მწარმოებელმა დაჯავშნა TSMC-ის ხელმისაწვდომი 3-ნმ ჩიპის წარმოების სიმძლავრე საკუთარი საჭიროებისთვის. ასევე ცნობილია, რომ წლის ბოლომდე TSMC აპირებს სამჯერ გაზარდოს 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოების სიმძლავრე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება 2-ნანომეტრიან ჩიპებს, ისინი შესაძლოა პირველად გამოჩნდნენ iPhone 17-ში, რომელიც მომავალ წელს გამოვა ბაზარზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.